როგორ მიაღწია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრის განმარტება
ფოტო: Shutterstock.com
იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დღეს, პარლამენტში მოხსენების წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, უპრეცედენტოა სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე ჩვენი მხრიდან წარმართული პროცესის მნიშვნელობა და 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები.
მისივე განცხადებით, ამის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი.
„ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს, პოლიტიკურთან ერთად, ახლა უკვე მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მან მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად კითხვაზე: რას და როგორ მიაღწია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.
მისი განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, დაადასტურა, რომ:
1. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია;
2. საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია - საქართველოს რეგიონების. მაშასადამე, რუსეთის მიერ დღემდე ხორციელდება ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი;
3. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც დღემდე გრძელდება. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იყენებს ტერმინს „ეთნიკური წმენდა“;
4. რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლისა და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით. ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში მას შეერაცხება პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ განავითარა დამკვიდრებული პრაქტიკა და ეფექტურ კონტროლს პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“;
5. სასამართლოს სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება ანუ რუსეთის კონტროლი დაადგინა განგრძობადად 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და ომის შემდეგ;
6. ჩვენ მიერ მოთხოვნილი კონვენციის 8 მუხლიდან სასამართლომ ერთადერთი - განათლების უფლების დარღვევა არ დაადგინა, რომელიც საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წელს შეტანილი ახალი, სახელმწიფოთა შორის დავის საგანია. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, დამატებით დაადგინა რუსეთის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას.
7. სასამართლო ფაქტობრივად ამბობს: გადაადგილების თავისუფლების (რაც განსაზღვრულია მე-4 ოქმის მე-2 მუხლით) დარღვევა დღემდე გრძელდება. რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე;
8. სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან დარღვევა დააგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება;
9. სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე 8-დან 12 აგვისტომდე, რისი გამოძიების ვალდებულება მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად. უფრო მეტიც - სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ, მისი იურისდიქციის ფარგლებში, ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად აქცევს.
იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ როგორ მიაღწია საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას.
„სამართლებრივი სტრატეგია ეფუძნებოდა იურისდიქციისა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებას და, რაც მთავარია, რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების განგრძობადობის დასაბუთებას. შედეგად მივიღეთ ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და რუსეთის მხრიდან დარღვევები დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ მისეული დეფინიცია არ ეყრდნობა მაინცდამაინც აქტების რაოდენობრივ მახასიათებელს; ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ სტრასბურგის სასამართლო პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, რასაც წარმოადგენდა ევროპის საბჭოს ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტისას მომხდარი დარღვევების განსჯა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თვალსაზრისით. შესაბამისად, სამართლებრივი სტრატეგია აგებული იყო იმგვარად, რომ გარკვეული გაგებით სასამართლო მაქსიმალურად შეგვებოჭა განხილვის პროცესში ისე, რომ მას ემსჯელა ომის საქმეზე. ამას ემსახურებოდა ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 23 მაისს, სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე გამართული საბოლოო მოსმენიდან 3 თვეში, ახალი სახელმწიფოთაშორისი დავა დავიწყეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2008 წლის ომის შედეგებს – განგრძობად ადმინისტრაციულ პრაქტიკას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, სამართლებრივი სტრატეგიის ნაწილში, განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდასა და დევნილების დაბრუნებაზე.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ოკუპაციის“ ცნების დამკვიდრების თვალსაზრისით, ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ – სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრაქტიკაში პირველად მოხდა, როცა პოლიტიკური და სამართლებრივი გაგება ერთმანეთს შეერწყა და სასამართლომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე მყარად იმსჯელა ოკუპაციის, როგორც სამართლებრივი კატეგორიის, შესახებ. „ოკუპაცია“ გახდა „ეფექტური კონტროლის“ ტოლფარდი და, შესაბამისად, იურისდიქციისა და შემდგომ მხარე-სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის შერაცხვის საფუძველი; ეთნიკური წმენდის თვალსაზრისით, შევისწავლეთ და პოზიციებში გავითვალისწინეთ 1994 წლის ეუთო-ს ბუდაპეშტის სამიტის დასკვნები, აფხაზეთში საქართველოს კონფლიქტის თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ეთნიკურად მოტივირებული მკვლელობების შესახებ და, რაც მთავარია, აფხაზეთში საქართველოს ეთნიკური წმენდის შესახებ 1996 წელს გაერო-ს ოფიციალურ დოკუმენტად გავრცელებული ანგარიში. სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21 იანვრის გადაწყვეტილებაში კონვენციის ცალკეული მუხლის დარღვევების ქართველების ეთნიკურ წმენდად კვალიფიკაციამ შედეგად მოიტანა ის, რომ ვამტკიცოთ შემდეგი – საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ-სახელმწიფოს გაუჩნდა სამართლებრივი ვალდებულება, არ აღიაროს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით შექმნილი ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იგივე ეხება დევნილების დაბრუნების უფლებასაც. სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და საინტერესოა ის, რომ ამ საკითხის კონტექსტში ახსენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც პოლიტიკურ ფორუმს, რაც ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს, როდესაც თავიდანვე ვცდილობდით პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებში პროცესების სინქრონიზება-კოორდინირებას. ამ სამართლებრივ სტრატეგიას ამყარებდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ჩვენ, კოლეგა უწყებებთან ერთად, მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მოხსენების შემდეგ, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
28 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა
The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.
28 აგვისტო 2026, 17:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
28 აგვისტო 2026, 17:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით
ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
28 აგვისტო 2026, 17:05
პოლიტიკა
„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს
„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
28 აგვისტო 2026, 17:00
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 500-ს გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს
უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


