20 თებერვალი 2021, 18:50 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანის განცხადებით, „დიასპორის ეკონომიკური ფორუმის“ გამართვა 27 თებერვალს იგეგმება

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურ საქმიანობაზე.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში დიასპორის მაქსიმალურ ჩართულობას ემსახურება. მინისტრმა ისაუბრა „დიასპორის ეკონომიკური ფორუმის“ შესახებ, რომლის გამართვა 27 თებერვალს იგეგმება.

ფორუმი ჩატარდება საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) მჭიდრო თანამშრომლობით. ფორუმის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პოტენციალის, მაღალპროფილური დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ასევე, მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება „ლევილის ქართულ - ფრანგული კულტურული ცენტრისა და ქართული აკადემიის” სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დასკვნით ეტაპზეა პროექტის პირველი ნაწილი, რაც მამულში მცხოვრებთათვის ბინების მშენებლობას გულისხმობს. მომზადდა და სამუშაო პროცესშია პროექტის ძირითადი ფაზა - მამულის სრული რეაბილიტაცია, რაც მომავალ წელს დაიწყება და შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება 2024 წელს, ადრე დაანონსებული 2026 წლის ნაცვლად. გრძელდება მხარდაჭერა არსებული პროგრამების, როგორებიცაა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერა“.

აღნიშნულ პროგრამებს 2021 წელს დაემატება კიდევ ერთი - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება და ვიზიტი, რომელთა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით, პარლამენტის რეზოლუციებითა და სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას.

მინისტრობის კანდიდატმა აგრეთვე ისაუბრა დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო თვეების საქმიანობაზე. სამინისტროს ინიციატივით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, 2020 წლის 24-25 ნოემბერს გაიმართა პირველი რეგიონული კონფერენცია კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესახებ. ამ კონფერენციაში, პირველად, ერთად მიიღეს მონაწილეობა შავი ზღვის აუზისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა.

„გაგრძელდა ინტენსიური შეხვედრები დიასპორასთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიასა მონაწილეობით ონლაინ ფორმატში გაიმართა 6 შეხვედრა 25 ქვეყანაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საფუძველი ჩაეყარა სწავლების ახალ, ნოვაციურ მიდგომებს, რომელთა მეშვეობითაც არასრულწლოვან თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ქართული ენა. ამ მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდთან - „ათინათი“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 14:49

მსოფლიო

ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ

ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

15 ივნისი 2026, 14:47

პოლიტიკა

„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.

15 ივნისი 2026, 14:41

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვია

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დახვდა.

15 ივნისი 2026, 14:40

მსოფლიო

კიევში იძულებითი მობილიზაცია გააპროტესტეს

სამართალდამცველებს წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია, დააზიანეს პოლიციის ავტომობილი და წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელს. სამართალდამცველებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ჯორდან ბარდელა

15 ივნისი 2026, 14:38

მსოფლიო

ჯორდან ბარდელა: ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, რაზეც ის დაფუძნდა, საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია

„ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს - რაზეც ის დაფუძნდა - პოზიტიური გლობალიზაცია, აბსოლუტური საბაზრო ძალაუფლება, უკონტროლო იმიგრაცია, ეკონომიკური ვარდნა და ეკონომიკის, ბიზნესისა და ევროპული მრეწველობის ჭარბი რეგულაციები, საფუძვლიანად მოძველებულია, ყოველივე ეს საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია“, - აღნიშნა მან.

თორნიკე ფაღავა

15 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს სამართალდამცავ სისტემას ჰქონდა საკვანძო როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის როლის გამტკიცებაში, რაც „დაუფასა“ რადიკალურმა ოპოზიციამ. სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ებრძვიან საქართველოს სამართალდამცავ სისტემას

ქართული სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, - ასე პასუხობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპონენტევბის მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

გიორგი ვოლსკი

15 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოლიციაზე შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რევოლუცია აარიდეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას გარკვეულ პრინციპებზე

იმდენად თაღლითურად ჩამოაყალიბეს ეს კამპანია პოლიციის საწინააღმდეგოდ, რომ სხვა არაფერი იკითხება, მთავარია შეტევა პოლიციაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

15 ივნისი 2026, 14:31

სამართალი

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს

ოთხი ოქტომბრის საქმეზე სასამართლო გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოოო სიტყვა თქვეს. ზურაბ ჭავჭანიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, მისი ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს და თავად დააფიქსირებს ამის შესახებ პოზიციას.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად

საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

15 ივნისი 2026, 14:24

სპორტი

საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ავჭალის სარაგბო ბაზაზე მოსამზადებელ სამუშაობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ

საქართველო, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაო სრულდება. ავჭალის სარაგბო ბაზაზე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.

ანიტა ორბანი

15 ივნისი 2026, 14:23

მსოფლიო

ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, თუ კიევი უმცირესობების შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს

„თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, მაშინ გაწევრიანების პროცესი თავების პირველი კლასტერი ავტომატურად შეჩერდება“, - აღნიშნა ორბანმა.

15 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი

საქართველოსთან მიმართებაში ისინი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე პოზიციის კორექტირებას და შეცვლას,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატების პოზიციაზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

15 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის

მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერ მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

15 ივნისი 2026, 14:14

მსოფლიო

მადრიდსა და ბრიუსელში ნატოს სამხედრო გადაიარაღება და თავდაცვის ხარჯების ზრდა გააპროტესტეს

ესპანეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი ომების დაწყებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ვითარება მესამე მსოფლიო ომს ემსგავსება. მსგავსი ბრალდებებით წარიმართა საპროტესტო აქცია ბრიუსელშიც.

15 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება. LIVE

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2026, 13:56

პოლიტიკა

პრემიერი: მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას

„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ლევან ჟორჟოლიანი

15 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მარტა კოსი

15 ივნისი 2026, 13:42

მსოფლიო

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ

ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, - განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.

კირ სტარმერი

15 ივნისი 2026, 13:40

მსოფლიო

კირ სტარმერმა ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა დააანონსა

მისი თქმით, ეს პლატფორმები ბავშვებს „საშიში კონტენტის ზემოქმედების ქვეშ აყენებს“ და „ისეა შექმნილი, რომ დამოკიდებულებას იწვევს“. მთავრობაში განმარტეს, რომ აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook და X, მაგრამ არ შეეხება შეტყობინებების გაცვლის სერვისებს, მაგალითად, WhatsApp-ს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება

„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.