www.imedi.ge /  22 თებერვალი 2021, 16:39 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე: რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა ინდულგენცია არ იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთი შეიძლება გულწრფელად არის შეწუხებული, რომ აქ მიმდინარეობს რაღაც გამოძიება. რა თქმა უნდა, ისინი დეტალებს არ იცნობენ, არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2019 წლის ივნისში მმართველმა გუნდმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.

„საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან - ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც სასამართლომ უკვე გამოაცხადა დამნაშავედ. კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის? რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. ერთადერთი მოტივით - რომ რამენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა 2019 წლის ივნისში. რატომღაც დაშავდა 80-ზე თუ 100-ზე მეტი პოლიციელი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ზოგიერთმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სინანულით აღვნიშნო ეს ფაქტი. მაგრამ მეორე მხრივ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით საკანონმდებლო ორგანოს აღების მცდელობასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მაშინ მმართველ გუნდს საუბრები ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ დასვეს კითხვა, თუ როგორი რეაგირება მოჰყვებოდა აშშ-სა და ევროპაში მსგავს მცდელობებს და მაგალითად აშშ-ში, კაპიტოლიუმზე შტურმის მაგალითი მოიყვანა.

„ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბის და რა თქმა უნდა, ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, არ იქნება კანონი, არ იქნება კონსტიტუცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 11:57

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 11:53

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2026, 11:53

რეგიონი

ღვინის ეროვნული სააგენტო: 25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი

რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

25 სექტემბერი 2026, 11:51

რეგიონი

შსს: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი", - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 11:50

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 სექტემბერი 2026, 11:49

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა

დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.

25 სექტემბერი 2026, 11:47

მსოფლიო

New York Post: აშშ ლაზერულ იარაღში 500 მილიონ დოლარს ხარჯავს - ახალი სისტემები ირანსა და საზღვარზე დრონებს ანადგურებს

აშშ-ის სამხედრო ძალები ლაზერულ იარაღს ჰორმუზის სრუტეში იყენებენ, მათ შორის ირანული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ამერიკელი სამხედროები დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავენ, წერს New York Post-ი.

25 სექტემბერი 2026, 11:18

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

25 სექტემბერი 2026, 11:14

სამართალი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის მიერ იყო ორგანიზებული.

25 სექტემბერი 2026, 11:10

ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 11:07

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია.

25 სექტემბერი 2026, 11:06

საზოგადოება

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. წელს ღონისძიება ქალაქ ქუთაისში ჩატარდება.

25 სექტემბერი 2026, 11:06

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას ოჯახს მიუსამძიმრა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას ოჯახს მიუსამძიმრა.

25 სექტემბერი 2026, 11:02

სამართალი

გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

25 სექტემბერი 2026, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს - ეს კი ცენტრალური როლია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

ნანა კაკაბაძე

25 სექტემბერი 2026, 10:50

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება

დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

25 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

Reuters: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბლოკადის ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობენ

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ეტაპობრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის, იუწყება Reuters-ი.

25 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.

25 სექტემბერი 2026, 10:36

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

25 სექტემბერი 2026, 10:36

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.