imedi /  23 თებერვალი 2021, 10:19 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო.

მათივე ცნობით, ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ეს დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან ინჯიას განცხადებები არისკომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

„შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც პირდაპირ წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.“

ამასთანავე ფრიდონ ინჯია ასევე წარმოადგენს სხვა ავტორიზებული პირის - შპს „ახალი ქსელების“ წილის (46.238%) მფლობელს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებში წილებს ასევე ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი (მეუღლე) და ახლო ნათესავები (შვილი).

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ (რომელიც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შესასრულებლად სავალდებულოა პარლამენტის წევრისთვის) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები; საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.

კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არის გარანტირებული.

კერძოდ, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გარანტირებულია მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი მარეგულირებლის დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად პრინციპებს წარმოადგენს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;“ ეს წესი კი განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლის თანახმადაც „კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“

სწორედ ეს არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციების კომისიის, როგორც კონსტიტუციური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშვალდებულებას. ნებისმიერი სხვა სახით ჩარევა მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, წარმოადგენს კომისიის დამოუკიდებლობის შელახვის, მასზე არასათანადო ზემოქმედებისა და მის საქმიანობაში არასამართლებრივი ჩარევის მცდელობას და დაუშვებელია კანონმდებლობის თანახმად.

დაუსაბუთებელი და სამართლებრივი ნორმებიდან გასულია ფრიდონ ინჯიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური უნდა ირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და არა კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარალამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებების რამდენიმე საკანონმდებლო აქტში („მაუწყებლობის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში), რომლის შედეგადაც გაუქმდა ნუმერაციის რესურსზე ნებართვა, შესაბამისად გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელიც და განისაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, რომელიც გადაიხდება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული გარემოება ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩანს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილებების პროექტების განმარტებით ბარათებშიც, რომელიც საჯაროა და განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დეპუტატ ინჯიას მიერ საკანონდებლო ჩარჩოებიდან გასული განცხადებები, რომელიც მის პირად და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2026, 01:10

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ფრიდრიხ მერცი

20 ივნისი 2026, 00:59

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება

უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი სოსიაშვილი

19 ივნისი 2026, 23:35

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.

ანდრეი სიბიგა

19 ივნისი 2026, 23:25

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნავროცკის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი იხეირებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ პოლონეთს დაუბრუნებს თავის ჯილდოს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.

დონალდ ტრამპი

19 ივნისი 2026, 23:07

მსოფლიო

ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა

G7-ის უამრავ სამიტზე ვყოფილვარ და ადრე ეს G8 იყო, მათ G8 უნდა შეენარჩუნებინათ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში.

19 ივნისი 2026, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა - მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან.

კაროლ ნავროცკი

19 ივნისი 2026, 22:40

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის პოლონელ ფერმერებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ აგრარულ კონკურს „აგროლიგაზე“ ფერმერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

თინათინ რუხაძე

19 ივნისი 2026, 22:32

პოლიტიკა

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა.

კაროლ ნავროცკი

19 ივნისი 2026, 22:14

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.

ჯეი დი ვენსი

19 ივნისი 2026, 22:08

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ამერიკელმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, რათა როდესაც ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის ემსახურებოდეს ამერიკის საუკეთესო ინტერესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნისას

პოდკასტ Relatable-ში სტუმრობისას, წამყვანმა ელის ბეთ სტაკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ჰკითხა მისი მოსაზრება კონსერვატორულ წრეებში მიმდინარე დებატებზე, რომელიც ისრაელის გავლენას ეხება ამერიკულ პოლიტიკაზე.

დავით სონღულაშვილი ქურბონ ჰაკიმზოდა

19 ივნისი 2026, 22:06

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

19 ივნისი 2026, 21:41

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების შესახებ კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

19 ივნისი 2026, 21:30

ეკონომიკა

საქართველოში მშპ-ის მოცულობა გაიზარდა - რას ნიშნავს პირველი კვარტლის ეს მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.

19 ივნისი 2026, 21:20

სამართალი

მასაჟით შენიღბული პროსტიტუცია და 14 დაკავებული - თბილისსა და ქუთაისში 9 ობიექტი დაილუქა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 ადამიანი დააკავეს.

19 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ესმაილ ბაღაი

19 ივნისი 2026, 21:02

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ უსაფუძვლო უწოდა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა.

მიხეილ სააკაშვილი

19 ივნისი 2026, 20:56

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონით იმუქრება - ციხიდან გზავნილი მმართველი გუნდისთვის აგენტის განცხადებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ მოაგვარებს ქვეყანაში პოლიტიკურ პრობლემებს - მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი არა ქართველი ხალხი, არამედ დასავლეთი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებია.

19 ივნისი 2026, 20:54

მსოფლიო

Financial Times: ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი, ჰაიდი ალექსანდერი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებს, გადადგომის კონკრეტული ვადები დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივნისი 2026, 20:45

მსოფლიო

ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ მოხსნას რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დრონების სამიზნეებს აზუსტებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივნისი 2026, 20:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.