imedi /  25 თებერვალი 2021, 11:30 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: დეპუტატი ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა

საქართველოს პარლამენტის წევრის - ფრიდონ ინჯიას განცხადება, რომ კომუნიკაციების კომისიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თავად წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, აღნიშნულს კი საჯარო რეესტრის 24 თებერვლის ამონაწერი ადასტურებს. ამის შესახებ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა. სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, არამედ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაჩქარებული წესით 24 თებერვალს განახორციელა. ცვლილების შეტანისთანავე ინჯიამ მორიგი შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა, თითქოს აღნიშნული არა 24 თებერვალს, არამედ მანამდე ჰქონდა გაკეთებული.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების მიუხედავად, დეპუტატ ინჯიას კვლავ რჩება ინტერესთა კონფლიქტი და ის აგრძელებს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევას. საგულისხმოა, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ინჯიამ სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც კომუნიკაციების კომისიამ ინტერესთა კონფლიქტისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითა.

„საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ფრიდონ ინჯია 2021 წლის 24 თებერვლამდე იყო შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აღნიშნული კი წარმოადგენს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი „თანამდებობის პირი და მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა“.

ამასთანავე, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 24 თებერვლიდან ფრიდონ ინჯიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის მიუხედავად იგი, მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები კვლავ რჩებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების წილის მფლობელებად, მიუხედავად იმისა, რომ წილების ფლობა არ წარმოადგენს კანონდარღვევას ფრიდონ ინჯიას, როგორც პარლამენტის წევრს, კვლავ აქვს ვალდებულება დაიცვას „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

ფრიდონ ინჯიას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიაზე მისი დაუსაბუთებელი თავდასხმები ნაკარნახევია სწორედ მისი და მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ბიზნეს ინტერესებით, რომელთა მიმართაც კომისიის მხრიდან უკანასკნელი თვეების განმავლობაში კანონმდებლობის დარღვევის გამო, გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

რაც შეეხება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ და შევახსენებთ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს შესულ ცვლილებამდე, კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა, რომ ამოწურვადი რესურსით (რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით) სარგებლობის საფასური სრულად უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჩანაწერის არსებობა განპირობებული იყო ერთი მხრივ საფასურის, ხოლო მეორე მხრივ გადასახადისა და მოსაკრებლის განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმით. გადასახადი და მოსაკრებელი თავის თავშივე გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ თანხას, ხოლო საფასურის მიმართ ასეთი დაშვება არ არსებობს და იგი გადაიხდება იმ ორგანოს ანგარიშზე, რომელიც გასცემს სარგებლობის უფლებას.

სწორედ აქედან გამომდინარე, თუ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს არა უფლების მიმნიჭებელი ორგანოს ანგარიშზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში, მაშინ საჭიროა სპეციალური დათქმა, როგორც ეს იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებამდე. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი რადიოსიხშირულ სპექტრსა და ნუმერაციის რესურსზე გაუქმდა სანებართვო რეჟიმები, შესაბამისად, გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელი და დარჩა მხოლოდ სარგებლობის საფასური, თუმცა გაუქმდა დათქმა, რომლის თანახმადაც საფასური უნდა გადახდილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამე არ იქნება დადგენილი, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური გადახდილ უნდა იქნას კომისიის ანგარიშზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ ნუმერაციის რესურსის საფასურისგან განსხვავებით ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს დათქმა რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2026, 02:44

მსოფლიო

The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

მასუდ პეზეშკიანი

06 აგვისტო 2026, 00:57

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

06 აგვისტო 2026, 00:40

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეკა კუპატაძე

06 აგვისტო 2026, 00:26

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის

„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

06 აგვისტო 2026, 00:25

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.

ბადრი მანჯავიძე

06 აგვისტო 2026, 00:13

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანი

05 აგვისტო 2026, 23:54

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.