imedi /  25 თებერვალი 2021, 16:12 / სანდო წყარო

ლევან იოსელიანი: თუ დანარჩენი პარტიები პარლამენტში შემოვლენ, საგამოძიებო კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით

ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე პრინციპულად უარს ვაცხადებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ. მათთან ერთად მზად ვართ, მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. ცალკე მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, რადგან მხოლოდ 30 უბანზე გვყავდა დამკვირვებლები. მთლიანი სურათისთვის საჭირო იქნება იმ პარტიების მონაწილეობა, ვინც მთელ საქართველოში იყო წარმოდგენილი. კარგია, რომ კვოტები ღიაა და თუ პარტიები პარლამენტში შემოვლენ, კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით.
თუ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა გვინდა, ყველამ ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს კონკრეტული მექანიზმებით. კარგი იქნება, თუ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შემოვლენ და მონაწილეობას მიიღებენ ნებისმიერ ისეთ ფორმატში, სადაც თავიანთი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ. მათ ამაში მხოლოდ დავეხმარები“, - აცხადებს იოსელიანი.

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, „ევროპელი სოციალისტებიდან“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შევლენ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 11:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავისი პასუხისმგებლობით იმოქმედა

„რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ისინი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ორიენტირი და მათ შორის პარტიების საგარეო ორიენტირი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით. ამის შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაფორმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 აპრილი 2021, 11:56

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯონ კირბი

20 აპრილი 2021, 11:48

მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 11:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან რადიკალები და ვინ - არა.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 11:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

„გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი“, - წერს ბოჟაძე.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს აგრძელებენ, ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი პასუხისმგებლობის აღება უწევთ იმაზე, რომ დესტრუქციაზე უარი უნდა თქვან.

20 აპრილი 2021, 11:36

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია

19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 3.24%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 3.92%.

20 აპრილი 2021, 11:20

სამართალი

თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.

20 აპრილი 2021, 11:14

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 11:03

ეკონომიკა

„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2021, 11:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

20 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:43

რეგიონი

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ მოეწყო. მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე Ma gemme•მაგემე -ს სახელწოდებით ხდება.

20 აპრილი 2021, 10:42

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 10:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:28

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესია, ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებაში - იქნება ეს ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, ან სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.