ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში
ლინკოლნ მიტჩელი
ფოტო: არქივი
„ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, პოლიტიკის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი, საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ, ახალ ლობისტურ კონტრაქტზე და აფასებს ლობიზმის გავლენას ვაშინგტონში, პოლიტიკის ფორმირებაზე.
მისი თქმით ქართველებისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად.
„რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს ქართველი ხალხი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მხარეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვაშინგტონში. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ რომელიმე მხარე უფრო მეტ ფულს იხდის ლობიზმში, ვიდრე მეორე, ორივე იხდის ფულს. მე რომ ქართველი ვიყო, შემაშფოთებდა ის გარემოება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, თითქმის 20 წელია ცდილობენ ვაშინგტონში გავლენა მოახდინონ შეხედულებებზე და ვაშინგტონში ამას უფრო მეტად აკეთებენ, ვიდრე სხვა დასავლეთ ევროპულ დედაქალაქში. როცა ხედავ კონგრესმენს, რომელიც საუბრობს საქართველოზე და იმეორებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, შეცდომა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ამის უკან აუცილებლად ფული ან რომელიმე ლობისტი დგას, რომელმაც ეს მოაწყო, თუმცა იქნებოდა უფრო ზუსტი, გვეფიქრა, რომ ამ კონგრესმენის აზრები საქართველოზე ფორმირებულია მაგალითად იმ არაერთ ადამიანთან, მაგალითად ქართველთან საუბრის შედეგად, რომლებიც ახლოს არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქართველი რომ ვყოფილიყავი შევშფოთდებოდი იმაზე, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად. კიდევ ერთი რამ, რაზეც შეკითხვა მიჩნდება, არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო მეტს საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში. ჩვენ ახალი ადმინისტრაცია გვყავს თეთრ სახლში, ახლა ყველა ქვეყნის მთავრობა, პოლიტიკური პარტიები იმაზე არიან მომართული, რომ დაამყარონ ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვაშინგტონში დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის თავად კი დემოკრატიული ძალაა.
„ამბავი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ დაამკვიდროს ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის, ჩვენ კი დემოკრატიული ძალა ვართ, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. ემპირიული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს მცდარია. ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს ამბავი მცდარია. ახლა როგორ მოახდენ ამ ამბის ვაშინგტონში დამკვიდრებას? რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციით, რაშიც კარგი ლობისტური კომპანია დაგეხმარება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეს ახალი კონტრაქტი ამბობს. როდესაც კარგი ლობისტური ფირმა ხარ ვაშინგტონში, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი რაც გაგაჩნია, არის ურთიერთობები არა შენს კლიენტთან, არამედ მთავრობასთან, კონგრესთან, პოლიტიკის განმსაზღვრელ ინდივიდებთან და ა.შ. ეს კარგი ფირმები არასდროს დააყენებენ არსებულ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ საკუთარი კლიენტების გამო, მიუხედავად ფულის ოდენობისა, რასაც ისინი მომსახურებაში იღებენ. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგის წაწევა ლიმიტირებულად შეუძლიათ და შეკითხვა, მიაღწევენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს წინააღმდეგ არ არის ზუსტი. თუ სანქციები დაწესდება, ეს იმიტომ მოხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩათვლის ამას საჭიროდ. მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის მცოდნე ადამიანები მუშაობენ და ისინი სანქციებს არ აამოქმედებენ იმის გამო, რომ რომელიმე ლობისტურმა ფირმამ ამ იდეის ლობირება გადაწყვიტა. არ მგონია შეერთებულ შტატებს საქართველოს დასუსტება ჰქონდეს მიზნად და ეს ის იქნება, რასაც სანქციები გამოიწვევდა“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.


