დავით ზალკალიანი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა, იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.
„ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე იქნა განხილული რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი” - აღნიშნა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე.
„ყურადღება გამახვილდება როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს”- აღნიშნა მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში, განიხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები.
„ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებასაც. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” - განაცხადა მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრებზე, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს.
„საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოში, დიალოგის რეჟიმში გადატანით. ეს არაერთხელ იქნა გაჟღერებული ყველა დონეზე და დიალოგს და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ესაა შარლ მიშველის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების დროსა და საპასუხოდ. მინისტრის განცხადებით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
26 თებერვალი 2026, 14:49
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
26 თებერვალი 2026, 14:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში
„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
26 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა
როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 14:43
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან
საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
26 თებერვალი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია
არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
26 თებერვალი 2026, 14:35
კულტურა
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის თავნებობა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა მიმართულებით გაცხოველებული იატაკქვეშეთი, ერთგვარი დაფარული ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან
არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს. განხორციელებულია, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის გარიგება.
26 თებერვალი 2026, 14:29
რეგიონი
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა
„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
26 თებერვალი 2026, 14:26
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის კომპანიების ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.
26 თებერვალი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება
„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.
26 თებერვალი 2026, 14:19
პოლიტიკა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს.,- წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.
26 თებერვალი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის
„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 14:16
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ
ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
26 თებერვალი 2026, 14:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.
26 თებერვალი 2026, 14:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს
ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
26 თებერვალი 2026, 14:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.
26 თებერვალი 2026, 14:04
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 13:58
მსოფლიო
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 13:56
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში
ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.


