მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: Imedi.ge
ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნაკლებად მიმართონ ასეთ ფაბრიკაციებს, რადგან ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაღაცნაირად, დავიწყებული აქვს მათი ქმედებები. ეს ყველაფერი კარგად არ მოუბრუნდებათ“ - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
სასურველი მიზნის მისაღწევად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი კვლავ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს მიმართავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფალსიფიცირებული ჩანაწერით ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წლამდე არსებული აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანია, გაჩნდეს საზოგადოებაში დაბნეულობა და გაურკვევლობა. აქვე განმარტავენ, რომ კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.
ყველა სიახლე
29 მაისი 2026, 18:24
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც რუსეთი ახალი, „მასშტაბური თავდასხმისთვის“ ემზადება.
29 მაისი 2026, 18:19
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვაშინგტონი და თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოებები რჩება, თუმცა ისინი შეთანხმების მიღწევასთან „ძალიან ახლოს“ არიან.
29 მაისი 2026, 18:18
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან მგზავრებს ახალ პრემიუმ სერვისს - Fast Track-ს სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას უზრუნველყოფს და აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.
29 მაისი 2026, 18:09
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება, გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი.
29 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე გორის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან მსგავსი საქციელი. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ ეს ადამიანები ეძებენ გვამებში, არეულობასა და უბედურებაში სარგებელს
ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაგირება სახელმწიფოსი, რაც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მომავალში არ გამეორდეს მსგავსი შემთხვევები ან შემცირდეს მისი რაოდენობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გორის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრისას.
29 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის
გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა კანდელაკის ფეისბუქ-პოსტის შეფასებისას.
29 მაისი 2026, 17:53
მსოფლიო
Reuters: ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად ყოველ 24 საათში 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა დაზიანებებს იღებს
ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ყოველ 24 საათში ერთხელ საშუალოდ 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 მაისი 2026, 17:40
საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში ასევე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.
29 მაისი 2026, 17:39
პოლიტიკა
სტატიებისა და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი „ფეისბუქ“ პოსტით ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია
სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი ახლა ფეისბუქ პოსტით ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია. კანდელაკი წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი და თავადვე ამბობს, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს.
29 მაისი 2026, 17:37
რეგიონი
თამარ იოსელიანი: ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ.
29 მაისი 2026, 17:32
მსოფლიო
დონალდ ტუსკი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე უკრაინული ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭების შესახებ: ეს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს ლახავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭოს პოლონელების ისტორიულ გრძნობებს ლახავს.
29 მაისი 2026, 17:30
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გაიმართა.
29 მაისი 2026, 17:27
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ ჯიღაურას გენეტიკური რესურსების ეროვნულ ბაზაზე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდა პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარეულს, კომიტეტის წევრებსა და საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და აპარატის სტაჟიორებს უმასპინძლა.
29 მაისი 2026, 17:25
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა
ბიზნეს ლაუნჯი ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ და TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ გახსნეს.
29 მაისი 2026, 17:18
მსოფლიო
რუსეთი რუმინეთს საკონსულოს დახურვის გამო საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი რუმინეთის გადაწყვეტილებაზე კონსტანცაში გენერალური საკონსულოს დახურვისა და კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 მაისი 2026, 17:13
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით
სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე, გაზრდილი მოცულობის შეთავაზება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესის დასაკმაყოფილებად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
29 მაისი 2026, 17:08
რეგიონი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ესტუმრნენ
მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ზურაბ სვანაძე შეხვდა და მათთან ერთად იმიტირებულ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით მოხდა იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, მოსწავლეები სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.
29 მაისი 2026, 17:05
სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
29 მაისი 2026, 17:05
საზოგადოება
ზურაბ ჩიკვილაძე: ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ისტერიას უნდა შეეშვან, მით უმეტეს ისინი, ვინც იმ ჯალათი ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე იყვნენ
ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ისტერიას უნდა შეეშვან, მითუმეტეს ისინი, ვინც იმ ჯალათი ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
29 მაისი 2026, 16:59
ჯანდაცვა
სარჯველაძე იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაზე: თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამა, ამის განსახილველად მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალოდ კომუნიკაცია
ჯანდაცვის მინისტრმა იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა შეაფასა და განმარტა, რომ ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება მზად არის პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად, თუმცა ამას კონსტრუქციული მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია სჭირდება.


