19 მარტი 2021, 14:05 / სანდო წყარო

„ევროპელი სოციალისტები“: ჩვენი უმთავრესი ამოცანა მმართველი ძალისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი ოპონირების გაწევაა

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ განაგრძობენ ხელისუფლების ოპონირებას კონსტრუქციულ ჭრილში.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მმართველ ძალას გავუწიოთ მაქსიმალურად ჯანსაღი ოპონირება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე და არის სახელმწიფოსთვის ძირითადი გამოწვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებების განხორციელება, მომავალი არჩევნების უფრო გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩასატარებლად.

„საფიქრალია, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა და ვინ განახორციელებს ამის პროგრამულ უზრუნველყოფას? ეს უნდა იყოს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ერთობლივად აღიარებული“, - აცხადებენ პარტიაში.

„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებს, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს განათლების დარგში და კერძოდ, მეცნიერებათა აკადემიაში.

„მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს მაქსიმალურ მხარდაჭერას საჭიროებს. აუცილებელია მკვეთრად გაიზარდოს მეცნიერებათა აკადემიის როლი მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, რათა დაიბრუნოს ის სტატუსი და როლი, რომელიც მას ჰქონდა ოდითგანვე და იყო საქართველოს განათლების სიმბოლო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია განმარტავს, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს სოფლის მეურნეობის დარგში, რაც, უპირველესად, გამოიხატება სოფლების დაცლასა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შრომითი რესურსის ქვეყნიდან გადინებაში.

„ამის აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აუცილებელია, ამ პრობლემების მიმართ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ მიიღოს რადიკალური ზომები, რაც ასევე შეიძლება გამოიხატოს საკადრო პოლიტიკაში ცვლილებებით“, - აცხადებენ პარტიაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში სამართლებრივი გადაცდომები არსებობს, რომელიც საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან.

„ის ზარალი, რომელსაც აყენებს აღნიშნული კომისია სახელმწიფოს ბიუჯეტს დღეს და ჩვენი ინფორმაციით, მიაყენებს მომავალში, არის საყურადღებო. სახელმწიფო არ ატარებს ქმედით ნაბიჯებს და თითქოს ვერ ხედავს არსებულ პრობლემებს. პარტიის თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას მხრიდან, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი მწვავე განცხადება და ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან ნამდვილად არსებობს ინტერესი მეტი გამჭვირვალობა მოეფინოს კომისიაში არსებულ მდგომარეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია ასევე განმარტავს, რომ აუცილებელია, თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებების გატარება, რადგან არსებული კანონი არის არაეფექტური და შეუსაბამობაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

„ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, იმ მრავალი სხვა საკითხიდან, რომელსაც ჩვენ ვთვლით აუცილებლად გადასაწყვეტად. ამასთანავე, ჩვენ სრულიად ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ იმ ხაზს, რომელიც უკვე გაჟღერდა მმართველი პარტიის მხრიდან, მედიატორის ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ. კერძოდ, ეს არის: კანონის უზენაესობა; სამართლებრივი სახელმწიფოს შენება და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამის ქმედებები. დროა, ხელისუფლებამ აუცილებელ საქმეს მოკიდოს ხელი, რასაც ჰქვია ქვეყნის რთული ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, რაც უდავოდ შექმნა და გააღრმავა პანდემიამ და დესტრუქციული ძალების მოქმედებამ“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2026, 14:31

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

21 სექტემბერი 2026, 14:25

მსოფლიო

საფრანგეთში გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის

პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ალის ვაიდელი

21 სექტემბერი 2026, 14:25

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია

არ მგონია მერცმა საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლოს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით. ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა.

გიორგი სოსიაშვილი

21 სექტემბერი 2026, 14:23

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება

ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

21 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

ტეხასში პოლიციის მხრიდან ძალადობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დეპარტამენტში ისიც აღნიშნეს, რომ დაჭრილი ქვეყანაში უკანონოდ იყო შესული. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია სროლა. ადგილობრივმა მერმა და პოლიციამ დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს.

კელინ ჯორჯესკუ

21 სექტემბერი 2026, 14:06

მსოფლიო

რუმინეთში კელინ ჯორჯესკუ დააკავეს

პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სავარაუდო უცხოური ჩარევის გამო არჩევნების შედეგი გააუქმა, რის შემდეგაც მას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

დავით სონღულაშვილი

21 სექტემბერი 2026, 13:52

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება

მინისტრის განცხადებით, მოსავლის სრულად დაბინავებასთან ერთად, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წახალისება. სწორედ ამიტომ, განსხვავებული მიდგომა იქნება მაღალი ხარისხის, მაღალშაქრიანი და მაღალი კონდიციის ყურძნის მიმართ.

ლევან მახაშვილი

21 სექტემბერი 2026, 13:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გვარამიას განცხადებაზე: საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას

საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას, - ასე ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ვახტანგ ცინცაძე

21 სექტემბერი 2026, 13:27

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

21 სექტემბერი 2026, 13:21

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.

21 სექტემბერი 2026, 13:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ

როგორც აღინიშნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელების განხილვა ნაშუადღევს გაგრძელდება. მოქმედი სანქციების რეჟიმი, რომლის სიის ფორმირებაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაზე.

დავით სონღულაშვილი

21 სექტემბერი 2026, 13:05

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება

2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა, 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

21 სექტემბერი 2026, 12:52

საზოგადოება

საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო პროგრამას 10 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის, სწავლებას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვარშავისა და ალიკანტეს უნივერსიტეტების პროფესორები გაუძღვებიან

საქპატენტში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, მიმდინარეობს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალიზებული სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 12:32

მსოფლიო

ცნობილია რა თემებზე გაამახვილებს ტრამპი ყურადღებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გაეროში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა სპარსეთის ყურის ექვსი არაბული ქვეყნის ლიდერებთან - იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტში თავის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ტრამპის გამოსვლა გაეროში 22 სექტემბერს არის დაგეგმილი.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე

ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც

კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას, შესაძლოა, საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვაც.

ლადო სადღობელაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა

ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

21 სექტემბერი 2026, 12:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე

ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას. აღნიშნული სიახლეები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების წახალისებას და, შედეგად, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობას.