კახა კუჭავა: ოპოზიციას აღარ აქვს სალაპარაკო და ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოდიან პარლამენტში
კახა კუჭავა
ფოტო: არქივი
ფაქტია, რომ ოპოზიციას რაღაც კომპრომისზე წასვლა მოუწევს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისი თქმით, თავიდანვე იყო დაგეგმილი ქმედებები, რომელთა გამოყენებაც ოპოზიციას სათავისოდ უნდოდა, რადგან იცოდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ. „არჩევნებამდე ჩვენ სწორედ ამ სცენარზე ვსაუბრობდით, ეს იყო მათი გეგმა. ყველა წინასწარი კვლევით ძალიან კარგად ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებდა. მათ სჭირდებოდათ გეგმა „ბ“, რომლითაც როგორმე ხელისუფლებაში მოსვლის შანსს დაიტოვებდნენ“, - აღნიშნა კუჭავამ.
დეპუტატის აზრით, ოპოზიციას არ გააჩნია რეალური ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოსთხოვს.
„ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ISFID-ის პარალელური დათვლები, რომლითაც მათ რეალურად ეჭირათ ხელში ბერკეტი. ეს ორგანიზაცია არასოდეს შემცდარა და რეალურად საფუძველი გაჩნდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები. მათ ეს ბერკეტიც გამოეცალათ ხელიდან. დღეს მათი პოზიცია ასეთი, რომ ფაქტობრივად ეწინააღმდეგებიან ყველას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ეუთო/ოდირზე. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც არ აღარა ეს არჩევნები. ეუთო/ოდირის გარდა იყო ევროსაბჭო, იყო სხვადასხვა დელეგაცია, იყო ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი. ამ მხრივ, პანდემიის პირობებში, რეკორდული მაჩვენებელი იყო და ყველამ ძალიან კარგად ნახა, რომ კითხვის ნიშანი არ გაჩენილა ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. იყო საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის ქმედებები იყო. მაგალითად არალეგიტიმური პირების მიერ დარეგისტრირებული სარჩელები, რომლებიც ვერ განიხილებოდა და დიდი ალბათობით, ესეც განგებ, შეგნებულად გაკეთდა, რათა დაფიქსირებულიყო დიდი რაოდენობით სარჩელები. ამ ყველაფერს გაეცა პასუხი, მათ აღარ აქვთ სალაპარაკო და ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ შემოდიან პარლამენტში და არ თანხმდებიან საგამოძიებო კომისიაში მუშაობას. რა უნდა გამოიძიონ? ის, რაც იციან, რომ ვერ დაამტკიცებენ?! პირობა, რომელიც ჩვენ მივეცით, არის პირობა, რომელსაც ინატრებდა ყველა, ვინც ოდნავ მაინც არის დარწმუნებული იმაში, რომ არჩევნები ცოტათი მაინც გაყალბდა. არ მაქვს საუბარი ტოტალურ გაყალბებაზე, რომელ სიტყვასაც ისინი იყენებენ. 1%-ზეა საუბარი, 1% გადახრა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ჩვენ მზად ვართ დავნიშნოთ არჩევნები. ამაზე კარგი წინაპირობა სხვა არ არსებობს. ამ მოსმენამდე ჩვენ ვიზიტი გვქონდა ამერიკაში და ევროპელ კოლეგებთანაც ბევრს ვსაუბრობთ ამ პირობებზე და ძალიან უკვირთ, თუ ასეთ პირობებს ვაძლევთ მათ, რატომ არ იყენებენ. პასუხი მარტივია, მათ არ სურთ შეთანხმება და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
არ ვიცი რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?
31 აგვისტო 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება
სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ
„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.
31 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
31 აგვისტო 2026, 10:59
პოლიტიკა
სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
31 აგვისტო 2026, 10:43
მსოფლიო
BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:32
რეგიონი
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
31 აგვისტო 2026, 10:24
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს
31 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ
ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
31 აგვისტო 2026, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.
31 აგვისტო 2026, 10:06
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:56
რეგიონი
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
31 აგვისტო 2026, 09:50
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
31 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
31 აგვისტო 2026, 09:38
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:32
სპორტი
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.


