Imedi /  25 მარტი 2021, 13:14 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის ნაწილმა ამ ცვლილებების მასშტაბი გაიაზროს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორიციელებასაც ითვალისწინებდა. შედეგად, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მიმართულებით დაინიცირდება.

პაპუაშვილის თქმით, ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივით, საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს.

„მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა. დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთვის საჭიროა პარლამენტის 7 წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლების მოლოდინებს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე. როგორც იცით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2026, 10:13

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. შალვა გოგოლაძემ მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ლევან ჟორჟოლიანი

24 სექტემბერი 2026, 10:12

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე
ანტონიო გუტიერეში

24 სექტემბერი 2026, 10:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები

გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. „მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეში

24 სექტემბერი 2026, 10:08

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

24 სექტემბერი 2026, 10:03

მსოფლიო

რუმინეთმა საზღვართან დრონების გამო ჰაერში გამანადგურებლები აწია

„ვითარების მონიტორინგისთვის 57-ე ავიაბაზიდან აფრინდა ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც ნატოს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

24 სექტემბერი 2026, 10:01

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს

ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს დღეს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „დინამო არენაზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება.

24 სექტემბერი 2026, 09:57

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ამჯერად, კიდევ ერთი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე, სადაც 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო ტროტუარი და მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.

24 სექტემბერი 2026, 09:54

კულტურა

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა

პრემიერა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში - ახალი სეზონი ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გაიხსნა.

24 სექტემბერი 2026, 09:50

თავდაცვა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.

გიორგი ვოლსკი

24 სექტემბერი 2026, 09:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებდა, რომ მათი კანონი მათ ტერიტორიაზე ირღვეოდეს, მით უმეტეს, თუ ეს გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული

„ქრონიკის“ კითხვაზე, თუ რა სახის მხარდაჭერა გაუწია ევროპის საბჭომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზატორობით გამართულ სემინარს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს ამ დრომდე არ უპასუხია.

თამარ იოსელიანი

24 სექტემბერი 2026, 09:42

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად

საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, - განაცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

24 სექტემბერი 2026, 09:42

ტექნოლოგიები

OpenAI-ის AI-აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდი გატეხა

ინციდენტი ივნისში მოხდა, როდესაც AI-აგენტი სამედიცინო ხარჯების შესახებ კვლევას ატარებდა. პორტალზე ბლოკირების შეხვედრისას, აგენტმა ავტონომიურად მოიფიქრა დამცავი ბარიერების გვერდის ავლა და საჯარო მონაცემებთან ერთად არასაჯარო ფაილებზეც მოიპოვა წვდომა.

ირაკლი შატაკიშვილი

24 სექტემბერი 2026, 09:35

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება.

თამარ იოსელიანი

24 სექტემბერი 2026, 09:29

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამდღიანი სამიტი დაიწყო: აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს აეროპორტში პირადად დახვდა

„ჩინელი ერის დიდი აღორძინება და ამერიკის დიდებულების დაბრუნება შესაძლებელია გვერდიგვერდ მიმდინარეობდეს. ორივე ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა სი ძინპინმა.

24 სექტემბერი 2026, 09:27

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 09:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ეს 100 კვირაა. არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს. ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა. ხანგრძლივი პროტესტი თავისთავად სექტანტურობას არ ნიშნავს. გარდატეხა მაშინ იწყება, როდესაც მოძრაობა შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს, განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებს და წარუმატებლობას უპირობო ერთგულების მოთხოვნით პასუხობს. როდესაც პოლიტიკური მოძრაობა საკუთარ არსებობას კონკრეტული შედეგით ვეღარ ამართლებს, მის წინაშე არჩევანი დგება: შეაფასოს განვლილი გზა, შეცვალოს ტაქტიკა, გადაახალისოს მიზნები ან დაასრულოს კამპანია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა - გაგრძელება თავად გამოაცხადოს წარმატებად. ამ დროს შეკრება, მარში და სიმბოლური მოქმედება თანდათან თვითმიზნად იქცევა, პრინციპით: „ვაგრძელებთ, მაშასადამე ვარსებობთ“. სწორედ აქ ჩნდება ის პრობლემა, რომელიც რუსთაველის პროტესტშიც გამოიკვეთა: ფორმა თანდათან იცლება თავდაპირველი შინაარსისგან და თავად ხდება შინაარსი. რიტუალის შესრულება კი მონაწილეობის მთავარ იდეად იქცევა. სწორედ აქ იკვეთება ფსევდორელიგიური გარდაქმნის ნიშნები: 1. წმინდა სივრცე რელიგიურ თემს აქვს ადგილი, სადაც ჩვეულებრივი სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „უწყვეტ პროტესტში“ მსგავს ფუნქციას რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასრულებს. შეკრების რიტუალური განმეორება ამ ადგილს ჯგუფური იდენტობის სიმბოლოდ აქცევს. რუსთაველზე მისვლა უკვე მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის გამოხატვა აღარ არის, ის კუთვნილებასაც ადასტურებს: „აქ ვარ, მაშასადამე თქვენიანი ვარ“. მრევლი ტაძარში იკრიბება, პროტესტის მონაწილეები - პარლამენტის თაღებთან. 2. პოლიტიკური ლიტურგია რიტუალს განმეორებადობა სჭირდება. ერთი და იგივე საათი, მარშრუტი, მსვლელობა, სკანდირება, დროშები, მუსიკა, პარლამენტთან მისვლა და დაშლა ქმნის თითქმის ლიტურგიულ ციკლს. რიტუალის რეალური პროდუქტი ყოველთვის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა არ არის. მისი პროდუქტი შეიძლება იყოს თვითონ ჯგუფის ხელახლა შექმნა, განმტკიცება, არსებობის დადასტურება. აქვე გამოიყენება ქენჯნის მექანიზმიც - რიტუალიდან ამოვარდნა უკვე ერთგვარი ღალატია, ცოდვა, რომელიც კისერზე გაწვება და სინანულისა და დაბრუნებისკენ გიხმობს. 3. საკუთარი კალენდარი ჩამოყალიბებულ თემებს აქვთ თარიღები, რომლებიც ჯგუფის მეხსიერებას პერიოდულად ააქტიურებს. თბილისის პროტესტშიც პოლიტიკური კალენდარი განსაკუთრებული დღეებით შეივსო: პროტესტის დაწყების თარიღი, დაკავებების დღეები, წლისთავები და სხვა მრგვალი რიცხვები. ასეთი კალენდარი მოძრაობას საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორიული დრო შექმნას. პოლიტიკური მოვლენები იცვლება, მაგრამ რიტუალი დროის თვლას აგრძელებს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც შეკრების აუცილებლობას თავად თარიღი ასაბუთებს და აღარ ისმის კითხვა, რა უნდა შეცვალოს ამ შეკრებამ. იქმნება ჩაკეტილი წრე: ახალი თარიღი, ახალი მოლოდინი, და შემდეგ მომდევნო თარიღისთვის მზადება. 4. მოწამეები რიტუალიზებულ მოძრაობას სჭირდება მოწამეები. ამიტომ, დაპატიმრებული, დაშავებული, სამსახურიდან წამოსული ან სხვა პირადი ფასის გადამხდელი ადამიანი ბუნებრივად ხდება მოძრაობის მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი. პოლიტიკური პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც განცდილი დანაკარგი მოძრაობის უტყუარობის მტკიცებულებად ცხადდება. თავდაპირველად ლოგიკა ასეთია: „ვიბრძვით და ამიტომ გვყავს დაზარალებულები“. შემდეგ ხდება ჩანაცვლება: „რადგან გვყავს დაზარალებულები, ესე იგი ჩვენი ბრძოლა მართალია“. სწორედ ამ ჩანაცვლებიდან იწყება გმირების საკრალიზაცია. იკითხება პატიმრების წერილები, წარმოითქმის მათი სახელები, იხატება პორტრეტები. ამ სიმბოლურ სამყაროშიც ყალიბდება იერარქია: ვიღაც რიგითი გმირია, ვიღაც - სექტის მთავარი მოწამე. დიდი ხანია, დაიკარგა ის შინაარსი, რის გამოც ეს ადამიანები პატიმრობაში მოხვდნენ, ახლა საკუთრივ მათი პატიმრობა იქცა შინაარსად. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ სექტას ჭირდება პატიმრები, რათა საფუძველი შეუნარჩუნოს თავის არსებობას. 5. სიმბოლოები დროშა, სიმღერა, ფოტო, სლოგანი ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტებია. მაგრამ განმეორებითი რიტუალის პირობებში ისინი სხვა ფუნქციას იძენენ. იქმნება სპეციალური იკონოგრაფია - ვიზუალური და ხმოვანი ნიშნები, რომელთა გამოყენებას უკვე მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა აღარ აქვს. ისინი ჯგუფური კუთვნილების ნიშნებია. დროშის ფრიალი ან სკანდირება აღარ ამბობს მხოლოდ რას მოითხოვს ადამიანი. ის ამბობს, ვის ეკუთვნის ადამიანი. 6. წინასწარმეტყველება ხანგრძლივ მობილიზაციას მომავლის დაპირება სჭირდება: „გამარჯვება ახლოსაა“, „ცოტაც“, „კიდევ ერთი დიდი შეკრება“, „გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა“, „ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ“, „ბოლომდე“. გადის დრო და დაპირებული გარდატეხა არ დგება. მოდის ახალი თარიღი, შემდეგ კიდევ ახალი. ამ დროს ჯგუფს შეუძლია საკუთარ ვარაუდებს გადახედოს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამარჯვება კიდევ ერთხელ გადადოს. მეორე შემთხვევაში პროგნოზი თანდათან ცრუ წინასწარმეტყველებას ემსგავსება: გაურბის შემოწმებას, მისი არგამართლება კი რწმენის ახალ გამოცდად ცხადდება. 7. დოგმა პოლიტიკური პოზიცია განსჯას ექვემდებარება: იცვლება ტაქტიკა, ზუსტდება მოთხოვნა, ხდება კომპრომისი. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დოგმატურ სისტემაში კი მოქმედებს საპირისპირო პრინციპი. დოგმის მთავარი თვისება ის არის, რომ ფაქტი მას პირდაპირ ვერ აუქმებს. ამიტომ ქრება ყველა კითხვა შინაარსზე. ნებისმიერი პოლიტიკური კამათი კი მორალურ კატეგორიებში გადადის და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: „რომელ მხარეს დგახარ?“ სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი, რომელსაც უცდომელობის თვისება გააჩნია. ამ გზით, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები რწმენის სიმბოლოებად გარდაიქმნება. მათ შესახებ მსჯელობას კი მორჩილების მოთხოვნა ანაცვლებს. 8. საბოლოო ტრანსფორმაცია ყველა დოქტრინას, რელიგია იქნება თუ ფსევდორელიგია, სჭირდება ტერიტორია, სასიცოცხლო სივრცე, მასშტაბი. საქართველოს შემთხვევაში ცარიელი ნიშა არ არსებობს - გვაქვს სახელმწიფო, საზოგადოება, ეკლესია, მორალი, იდენტობა, წესი და კულტურა. ყოვლისმომცველობაზე პრეტენზიის მქონე სექტამ, სასიცოცხლო სივრცის მოსაპოვებლად, ყველა ჩამოთვლილ სვეტს შეუტია, პარალელური სახელმწიფო და ცრუ-პრეზიდენტი შექმნა, საზოგადოებას ახალი მორალი უქადაგა, სარწმუნოება გამოგონილი იდეოლოგიით ჩაანაცვლა და გარეთ მოცლილი პოლიტიკოსები აქაურ ქურუმებად აკურთხა. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა ის რეალურ თუ ვირტუალურ რუსთაველს ვერ გასცდა. პოლიტიკური მოძრაობა არსებობს იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეცვალოს. თუმცა, რიტუალიზაციის შემდეგ პროცესი იცვლება. თუ მანამდე ჯგუფი არსებობს მიზნისთვის, შემდეგ მიზანი იწყებს ჯგუფის არსებობის გამართლებას. ამ ეტაპზე რიტუალიზაციამ ადმიანების ამ ჯგუფს უკვე მისცა სოციალური გარემო, კოლექტიური იდენტობა, ყოველდღიური რიტუალი, მორალური მნიშვნელობის განცდა, მსხვერპლები, სიმბოლოები, განსაკუთრებული თარიღები და მოუნიშნა მტრები. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მიზნის მიუღწევლობა ამგვარი ჯგუფის დაშლას ავტომატურად არ იწვევს. პროცესის შეწყვეტა მონაწილისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური კამპანიის დასრულებას, არამედ იმ სოციალური გარემოს, იდენტობის, ყოველდღიური რიტუალისა და მორალური მნიშვნელობის დაკარგვას, რომელიც პროცესმა მის ცხოვრებაში შესძინა. სწორედ აქ არის ყველაზე ზუსტი პარალელი ფსევდორელიგიურ თემთან: მოძრაობა აღარ არის მხოლოდ საშუალება გარე სამყაროს შესაცვლელად. ის ხდება დამოუკიდებელი სოციალური სამყარო, რომელიც წევრისთვის თავად ქმნის მნიშვნელობას. როდესაც შედეგი ვეღარ ამართლებს პროცესს, პროცესმა თავად უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამართლება. რიტუალი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ეს ხდება, ხოლო როდესაც რიტუალის გაგრძელება თავად ხდება მიზანი, პოლიტიკური მოძრაობა თანდათან გარდაიქმნება დახურულ ფსევდორელიგიურ სექტად. დღეს რუსთაველზე, დღეთაღრიცხვის 666-ე დღეს, სწორედ ამ ნიშნების ერთობლიობას ვხედავთ. 2028 წლის 28 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ასეულობით დღეა დარჩენილი. დღევანდელი პატიმრების უმრავლესობა უბრალოდ მისჯილ ვადას მოიხდის და გარეთ გამოვა, სადაც მათ მათივე სახელობის სექტა დახვდება და საკუთარ თავს ხატებზე აღმოაჩენენ. ამ ადამიანებისთვის მაშინაც დარჩება პირადი არჩევანი - განაგრძონ ცხოვრება ნორმალური საზოგადოების წევრად, სადაც განსხვავებული აზრი და შეხედულება ნორმაა, თუ საკუთარი იდენტობა კვლავ იმავე მოძრაობასა და მის რიტუალებს დაუკავშირონ, რომელმაც ციხეში მარტვილობისთვის გაიმეტა. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამ ადამიანებს არ ეხებათ. პროცესი, რომელიც ადამიანების ამ ჯგუფმა დაიწყო, აღწერილი ტრანსფორმაციის გამო თავად იქცა არა მარტო ბრძოლის, არამედ იდეის გაკოტრებად. ამიტომ, „უწყვეტობა“ დროის აღმნიშვნელი სიტყვა აღარ არის. ის უკვე დოქტრინაა. ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტის დოქტრინა.

24 სექტემბერი 2026, 09:15

მსოფლიო

ბერლინის აეროპორტმა დრონის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

არსებული ინფორმაციით, დრონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შენიშნეს. ამის შემდეგ გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავდაპირველად ჩრდილოეთის,მოგვიანებით კი სამხრეთის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჩაკეტა. შეზღუდვები 21:05 საათზე მოიხსნა.

24 სექტემბერი 2026, 09:12

საზოგადოება

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია შანხაიში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს „WorldSkills 2026” ესწრება

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს “WorldSkills 2026” ესწრება, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება.

24 სექტემბერი 2026, 09:08

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.