ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ მამალაძის პროცესის გახსნას ითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, დეკანოზის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში არ უნდა გაგრძელდეს და უნდა გაიხსნას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ სასამართლო სხდომების დახურვის ლეგიტიმურ მიზანს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ საქმეში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავს და სასამართლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების მთლიანი დახურვა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
"ბრალდების პირველივე მოწმემ მხოლოდ საკუთარ ვარაუდებსა და ეჭვებზე დაფუძნებული ჩვენება მისცა სასამართლოს. ამასთან მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის მიმართ გაჟღერდა ბრალდება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა სახის ინფორმაციას ფლობს და რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს საკუთარ ბრალდებას მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა. ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია უსაფრთხოების აგენტია და მისი ფსევდონიმია ,,პრესა’’. მიუხედავად პროკურატურის წინააღმდეგობისა, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების სამართლიანი მოთხოვნა და მოწმედ დაიკითხება მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა", - ნათქვამია მიმართვაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ ირაკლი ფირცხალავა, როგორც მსჯავრდებული, ვერ იქნებოდა სასამართლოსთვის სანდო მოწმე. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა.
"ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობს, მოწმეთა მხრიდან არ გაჟღერდეს ბრალდებისთვის არასასურველი ინფორმაცია. არაერთხელ იყო მცდელობა მოწმეთაგან განერიდებინათ დაცვის მხარის შეკითხვები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდებოდა მოწმის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას ან უარყოფას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი უწყების წარმომადგენელმა მოწმეებმა, რაც ეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე აშკარად ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცეს. ამასთან, საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე. ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც ასევე ვერ ახსნეს თუ რატომ არ ჩატარდა დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ან რატომ არ იქნა აღებული დნმ-ის კვალი, თუნდაც იმ ვერსიის გადასამოწმებლად, როდესაც გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იარაღი შესანახად მას მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა. დღეის მდგომარეობით დაკითხულია საპატრიარქოს დაცვის სამსახურის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ ხშირად ეხმარებოდა მამა გიორგი მამალაძე, ასევე დაადასტურეს, რომ მათ გერმანიაში საკუთარი ხარჯით უხდებოდათ კვება. ბრალდების მიერ მოყვანილმა მოწმეებმა ჯვარედინი დაკითხვისას ასევე დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელფასი მისი ,, წმ.იოაკიმესა და ანას’’ სახელობის კლინიკის დირექტორად დანიშვნისთანავე რამოდენიმეჯერ შემცირდა, ვინაიდან კლინიკა სავალალო ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობაში იყო", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია სასამართლო პროცესების დახურვა თავისთავად არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც სასამარლო სხდომების დახურვას წინ უძღვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმაურიანი დაკავება და გაურკვეველი ბრალის წარდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შემდეგ ბრალის დამძიმება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს, რომ რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიხსნას. სასამართლოს აქვს პროცესუალური შესაძლებლობა კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაც შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, ნაწილობრივად დახუროს სხდომა და დაიცვას მათი ინტერესები. სწორედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლებას.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზოციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა
შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.
28 მაისი 2026, 16:24
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს
შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.
28 მაისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 16:09
საზოგადოება
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
28 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
28 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 მაისი 2026, 15:39
მსოფლიო
შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 15:38
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
28 მაისი 2026, 15:34
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა
რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
28 მაისი 2026, 15:21
ტაბლოიდი
Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება
„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.
28 მაისი 2026, 15:15
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები
ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 15:14
მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
28 მაისი 2026, 15:09
პოლიტიკა
მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა
დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
28 მაისი 2026, 15:05
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


