არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არჩილ თალაკვაძე საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ მივიღეთ, ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ღია და გამჭვირვალე წესს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს. ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:
1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;
2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;
3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ.
დემოკრატიული რეფორმები ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების საერთო მიღწევაა და საქართველო წინსვლას განაგრძობს!“ - წერს თალაკვაძე.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საკითხს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების შეტანის ინიციატივას, თუმცა „გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე“. ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული ცვლილებები წინა რეკომენდაციებს.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 10:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან
პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 10:45
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
11 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:40
ეკონომიკა
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქედან, 7.0 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3.0 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.
11 სექტემბერი 2026, 10:36
რეგიონი
სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:30
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.
11 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ახალ გზას ეძებს
ევროკომისიამ განაახლა მუშაობა იმ ვარიანტებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“, - აღნიშნულზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
11 სექტემბერი 2026, 10:09
მსოფლიო
POLITICO: ვენსი 2028 წლის არჩევნებზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელები“ კი მის კანდიდატურას უკვე განიხილავენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკელი“ დელეგატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ღიად უჭერენ მხარს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
მედია: უკრაინული დრონები სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის საწყობს დაესხნენ თავს
უკრაინულმა დრონებმა 11 სექტემბრის ღამეს რუსეთის ქალაქ სარატოვზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 09:22
მსოფლიო
ალის ვაიდელის განცხადებით, ბავარიაში უფრო მეტია სირიელი და ავღანელი ეჭვმიტანილი, ვიდრე გერმანელი
ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ გერმანიის რეგიონ ბავარიაში უფრო მეტია სირიელი და ავღანელი ეჭვმიტანილი, ვიდრე გერმანელი.
11 სექტემბერი 2026, 09:15
მსოფლიო
აშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს.
11 სექტემბერი 2026, 09:03
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, დაჯგუფების მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის აღება გლობალური ენერგეტიკული მარაგებისთვის კიდევ ერთ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
11 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: კიევზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა 11 სექტემბრის ღამეს კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.
11 სექტემბერი 2026, 08:57
მსოფლიო
მადიარი: უსამართლობაა, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს იმის გამო, რომ შესაძლოა, თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავშესაფრის მიცემის წესებისა და მიგრაციული პოლიტიკის დარღვევის გამო ყოველდღიურად მილიონ ევროს იხდის. პეტერ მადიარის თმით, უსამართლობაა ის, რომ უნგრეთს საკუთარი და ევროპის საზღვრების დაცვის გამო ჯარიმას ახდევინებენ.
11 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ბანაკის მონაწილეებს პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები ესტუმრნენ. არაფორმალურ გარემოში სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პიროვნული განვითარებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
11 სექტემბერი 2026, 08:41
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მე შემიძლია გვარამია პოლიტიკურად ისე დავმარხო, რომ ვეღარასდროს ვერ წამოყოს თავი - გვარამიამ მითხრა: მერაბ კოსტავა ვარ, მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო
მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 08:35
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ანა წითლიძეზე: ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია
„ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯი“ - ასე აფასებს ნიკა გვარამია ანა წითლიძეს. პარტია „ახალის’’ ლიდერის გამოხმაურება წითლიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, გვარამიამ მას უთხრა, რომ ის მერაბ კოსტავაა და მიშას გვერდზე გაწევს.
11 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადებაზე: მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა
სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გაღვივებაში ასრულებს ევროკომისრის როლს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.


