ჯეიმს აპატურაი: არ შევეგუებით იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება ჩვენი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
ჯეიმს აპატურაი
ფოტო: Twitter
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რას ემსახურება 2014 წლის შემდეგ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების ყველაზე მასშტაბური გადაადგილება, მაგრამ ნათელია, რომ რაც არ უნდა იყოს ვლადიმერ პუტინის განზრახვა, საომარი მოქმედებების სწრაფად დასაწყებად ყველა შესაძლებლობაა მობილიზებული, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
„რუსეთი იყენებს საკუთარ არგუმენტებს და ჩვენ ამას „რუსეთის სარკის პრინციპს“ ვუწოდებთ, როდესაც რასაც აკეთებ, ყველაფერში სხვას ადანაშაულებ. რა უნდა გავაკეთოთ დღეს? დღეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ დააფიქსიროს ერთიანობა, მოუწოდოს რუსეთს დაიხიოს უკან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვამბობთ, რომ მიუღებელია და არ შევეგუებით იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება ჩვენი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება და დღემდე ასე გრძელდება. 2014 წლის შემდეგ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ წევრი აღარ არის. რუსეთს ყირიმის ანექსია მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასად დაუჯდა. დღეს მთელი მსოფლიო უყურებს რუსეთს და აკვირდება, თუ სადამდე წავა და რას გააკეთებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიხიოს უკან. რუსეთის მეტ აგრესიულ ნაბიჯს მეტი რეაქცია და გადაწყვეტილება მოჰყვება ჩვენგანაც. რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს პატივი სცეს“, - განაცხადა აპატურაიმ.
მარტის ბოლოდან უკრაინაში ოფიციალურ კიევსა და დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებს შორის კონფლიქტი დაიძაბა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზება დაიწყო.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 18:13
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მიერ ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებას. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ორიოდე წლის წინ საქართველოს მოსახლეობა მსგავს ფაქტს ვერ წარმოიდგენდა, თუმცა დღეს ცხადია, რომ ხელისუფლება იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს:
26 თებერვალი 2026, 18:10
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა
ბრიტანეთის მხრიდან „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესებას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბრიტანეთმა იუკადრისა ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები.
26 თებერვალი 2026, 18:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს ნათლად აჩვენებს პარადოქსს
ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს.
26 თებერვალი 2026, 18:04
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ბრიტანელი ბიუროკრატები სინამდვილეში ძალიან მძიმე დღეში არიან, ვინაიდან მათ უჭირთ იმ გადაწყვეტილების ახსნა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო
„რა თქმა უნდა, მათ ამის არგუმენტები არ აქვთ. რამის არგუმენტები ან ფაქტები რომ ჰქონდეთ, ამაზე ღიად ისაუბრებდნენ, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ბრიტანეთის ელჩი დაემალა ქართულ საზოგადოებას, მედიას, არ გააკეთა კომენტარი, ხოლო როცა საგარეო საქმეთა მინისტრთან იმყოფებოდა შეხვედრაზე, 40 წუთის განმავლობაში არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს. ანუ, მივიდა ცარიელი და იქიდან უფრო დამძიმებული გამოვიდა. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საკუთარი მოხელე ბრიტანეთის ბიუროკრატიამ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დრუჟბას“ უფრთხილდება და თურმე „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა ის, ვინც რუსეთს ომში ეხმარება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 17:56
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: 5 მილიონი ადამიანისთვის მოსასმენმა ინფორმაციებმა თურმე ისე შეაწუხა მთელი გლობალური მსოფლიო, რომელსაც სათავეში გადასარჩენად ჩაუდგა დიდი ბრიტანეთი, რომ აუცილებელია ასეთი არაადეკვატური ზომების მიღება
ის, რომ ელჩმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება გასაკვირი არ არის, რადგან მტკიცებულება როგორც ასეთი არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიტანეთის ელჩზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 17:52
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის საქართველოში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და ცენზურის მცდელობა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, საქართველოში თავისუფალი მედია დაასანქციროს, ცენზურის, სიტყვისა და გამოხატვის აკრძალვის მცდელობაა.
26 თებერვალი 2026, 17:49
მსოფლიო
Sky News: 2025 წლის ბოლო სამ თვეში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელთა თავშესაფრის მოთხოვნების 95%-ზე მეტი არ დააკმაყოფილა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2025 წლის ბოლო სამ თვეში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეების განაცხადების 95%-ზე მეტი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 17:21
ეკონომიკა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის შეფასებით რეგიონში საქართველოს გარდა 5.5%-ით გაიზრდება სომხეთის ეკონომიკაც.
26 თებერვალი 2026, 17:18
მსოფლიო
Reuters: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინთან კავშირებში იყო მხილებული, თანამდებობიდან გადადგა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 16:58
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
26 თებერვალი 2026, 16:55
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.
26 თებერვალი 2026, 16:53
მსოფლიო
აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა. მხარეები შეხვედრას საღამოს გააგრძელებენ
აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმართება, შესვენება გამოცხადდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 16:49
პოლიტიკა
პაპუაშვილი სტეფანჩუკს: ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,”- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.
26 თებერვალი 2026, 16:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.
26 თებერვალი 2026, 16:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,”- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.
26 თებერვალი 2026, 16:46
რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.
26 თებერვალი 2026, 16:40
პოლიტიკა
საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას
26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.
26 თებერვალი 2026, 16:38
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 16:27
პოლიტიკა
ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში როგორც ქართველებს და არა როგორც გერმანელებს, ფრანგებს ან იტალიელებს. ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტების დროს - არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა
ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო - იყვნენ ერთნაირი მოქალაქეები, არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა, რომ მხოლოდ ისეთი ადამიანები არსებობდნენ, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
26 თებერვალი 2026, 16:18
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი და „იმედის დილის“ წამყვანი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.


