IMEDI /  16 აპრილი 2021, 17:26 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მოლაპარაკების ბოლო რაუნდში ჩვენ ვთქვით, რომ მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს, თუ ოპოზიცია თანახმაა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ იყო გარკვეული ინსინუაციები, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა ხელს და არ ეთანხმებოდა ამ დოკუმენტს. იყო ასევე ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ჩავშალეთ ეს შეთანხმება. დღეს ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ელჩებთან კონსულტაციების შემდეგ ველოდით ოპოზიციის შემხვედრ ნაბიჯებს, ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოვაწეროთ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

09 მაისი 2021, 19:43

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მადლობა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და ნიკოლოზ რაჭველს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების საოცარი შესრულებისთვის

„მადლობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, მის მუსიკალურ ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორს, ნიკოლოზ რაჭველს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ამ საოცარი შესრულებისთვის ევროპის დღეს!“ - წერს ჰარცელი.

ილონ მასკი

09 მაისი 2021, 19:32

მსოფლიო

ილონ მასკმა გაამხილა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს

მასკმა თავისი დიაგნოზი გადაცემა Saturday Night Live-ის (SNL) ეთერში გააჟღერა. 49 წლის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის „პირველი ადამიანია ასპერგერის სინდრომით“, რომელიც პოპულარული იუმორისტული გადაცემის წამყვანი გახდა.

ბადრი ჯაფარიძე

09 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციონერებმა „ლელოს“ ოფისში შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელეს

„ჩვენ ვიმსჯელეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, იმ ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობაში. გვექნება ძალიან დასაბუთებული წინადადებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ავსახოთ ზუსტად შარლ მიშელისა და ადრე მიღწეული შეთანხმებები. უნდა ითქვას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს წინ უძღოდა კიდევ დეკემბერში ფასილიტატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მთლიანად არ აისახა კანონში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა. ის ცვლილებებიც უნდა გატარდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

09 მაისი 2021, 18:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ნათელაშვილზე: შალიკოს ფულის გარდა არაფერი ადარდებს, მისი პირით მიშა გვესაუბრება

„ძალიან კარგად ვიცით, რომ შალიკო პირდაპირ მიშას სპიკერია და მის მოსაზრებებს ახმოვანებს სწორედ მაშინ, როდესაც თავად ამის თქმა არ სურს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩი გალანძღა, ამჯერად ევროკავშირის ჯერი დადგა. ჰოდა რომ იცოდეთ, შალიკოს ფულის გარდა არაფერი ადარდებს, მისი პირით მიშა გველაპარაკება!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

09 მაისი 2021, 18:08

რეგიონი

ატენის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

უხვი ნალექის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა. შედეგად შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 მაისი 2021, 17:52

სპორტი

გოლფის კლუბ „თბილისი ჰილსში“ საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

ტურნირი 4 მაისს დაიწყო. ჩემპიონატში 19 ქვეყნიდან 60-მდე მოყვარული მოთამაშე მონაწილეობდა. მათ შორის გოლფის ქართველი მოთამაშეებიც. ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირის მონაწილეები ასევე ქართულ კულტურასა და სამზარეულოსაც გაეცნენ.

09 მაისი 2021, 17:08

პოლიტიკა

მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას ეხმაურებიან

„ეს არის სწორედ უპრინციპობის გამოხატულება, როდესაც ადამიანი თვითონ არ იხდის გირაოს, მით უმეტეს, როდესაც მას ამის ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ახდევინებს სხვას. ეს ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

09 მაისი 2021, 17:03

რეგიონი

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ახმეტის მასშტაბით რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა. მერიაში სტიქიის დამთვლელი კომისია ცოტა ხანში დაზიანების მასშტაბს ადგილზე ნახავს და შეისწავლის.

09 მაისი 2021, 17:02

კულტურა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

ნაწარმოების შესრულებაში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა და ა.შ.

09 მაისი 2021, 16:51

თავდაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების: ანდეზიტისა და ყვიბისის, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მუხის, თხმელას (მურყანი), წიფელის, ვერხვისა და წიწვოვანი სახეობის - ჯამში - 8.5 მ3 ხე-ტყე.

ბუბა ხოტივარი

09 მაისი 2021, 16:37

საზოგადოება

ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სამოქალაქო პანაშვიდი კი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში 5 მაისს გარდაიცვალა. ხოტივარმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

„ლელო საქართველოსთვის“

09 მაისი 2021, 16:27

პოლიტიკა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ

ჩვენ უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, - ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც საერთო პოზიციის შეჯერებას უკავშირდება. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის შიდა კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით გაგრძელდება.

ლინას ლინკევიჩუსი

09 მაისი 2021, 16:16

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ „გამარჯვებებს“, როგორებიცაა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსია

„გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის მიერ ამაო დღესასწაულია. 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ „გამარჯვებებს“, როგორებიცაა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსია და საერთაშორისო სამართლის დარღვევის სხვა შემთხვევები“, - წერს ლინკევიჩუსი.

09 მაისი 2021, 16:04

კულტურა

ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინო ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს „ოქროს დინოზავრს“ გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

09 მაისი 2021, 15:50

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“: ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთებიდან ჩვენს გვერდზე მასიური შემოტევა შეინიშნება

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთების მხრიდან ჩვენს, „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია და დავბლოკეთ ასობით Facebook-ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა, აქტიურობს არაერთი ძველი „ექაუნთიც“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

09 მაისი 2021, 15:35

სამართალი

ნიკა მელიას საქმის პროკურორი: ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

09 მაისი 2021, 15:08

რეგიონი

მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს, კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

09 მაისი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე: ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდა სამარცხვინოა. „ეს ნიშნავს ევროკავშირის „დაჩმორებას“, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მეუფე შიო

09 მაისი 2021, 14:43

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალი მოითხოვს ჩვენგან საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ

გვახსოვდეს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.

09 მაისი 2021, 14:34

რეგიონი

უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, ატენთან კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.