გიგა ბოკერია „ლელოს“ გადაწყვეტილებაზე: პატივს ვცემ მათ პოზიციას, მაგრამ მცდარად მიმაჩნია
გიგა ბოკერია
ფოტო: Facebook
ზუსტად ისევე, როგორც წინა არასრულფასოვან დოკუმენტზე მყარი პოზიცია გვქონდა, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა და უნდა ვცადოთ კიდევ გაგრძელება, იმისთვის, რომ მივიღოთ იმ ტიპის პოლიტიკური დოკუმენტი და ვითარება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა „ლელოს“ გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომელიც შარლ მიშელის ახალ წინადადებას დათანხმდა.
„ძალიან სასურველი იქნებოდა, ჩვენს პარტნიორებსაც „ევროპული საქართველოს“ მსგავსად თანმიმდევრულობა და სიმყარე გამოეჩინათ. მე პატივს ვცემ მათ პოზიციას, მაგრამ მცდარად მიმაჩნია პოზიციის შეცვლა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთობლივი პოზიცია გვქონდა, როცა ვთქვით, რომ, მაგალითად, ერთმანეთთან საერთოდ დაუკავშირებელი არჩევნების შედეგის მიბმა ვადამდელ არჩევნებთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. დოკუმენტს ხელი „გირჩის“ წევრებმა უკვე მოაწერეს. „ლელოში“ განაცხადეს, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 14:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
„მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება; 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
10 ივნისი 2026, 14:06
საზოგადოება
შემუშავდა თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი, რომელიც ურბანული დაგეგმარების მიდგომას ცვლის
დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
10 ივნისი 2026, 14:05
საზოგადოება
ივერთუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდება
„პროექტისთვის გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, სადაც აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი შენობა. ბაღში განთავსებული იქნება ექვსი სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც მომსახურებას მიიღებს 180-მდე აღსაზრდელი. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, პანდუსებითა და ლიფტებით; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბეები და დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები; ბაღს ექნება სპორტული და მუსიკალური დარბაზები მეთოდური მუშაობისთვის, ასევე, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ეზო ღია აქტივობებისათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
10 ივნისი 2026, 13:46
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ დიპლომატია დააზიანა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაელ ბაღაის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ დიპლომატიას ზიანი მიაყენა.
10 ივნისი 2026, 13:42
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
10 ივნისი 2026, 13:41
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით.
10 ივნისი 2026, 13:21
მსოფლიო
რობერტა მეცოლა: აშშ-თან სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ევროკავშირმა ისწავლა, რომ „დუმილი ზოგჯერ ოქროა“
ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო დაპირისპირებების პირობებში ემოციური რეაგირების ნაცვლად სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მნიშვნელობა გაიაზრა. ინფორმაცია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 13:11
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელ და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად.
10 ივნისი 2026, 13:04
საზოგადოება
ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - „ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა“
ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!
ევროკავშირი იხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს და თავი მოიკალით თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან,
10 ივნისი 2026, 12:45
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო, შენგელია კი მატჩის MVP გახდა
ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. მან მოედანზე სულ რაღაც 17 წუთი და 55 წამი გაატარა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ ამ დროში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მართალია, ბრისუელამ და იეგომ მასზე მეტი ქულა დააგროვეს, თუმცა შენგელიამ მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით ყველას გადაასწრო, ხოლო როცა მისი ლიდერობით კატალონიელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი დაასვენა.
10 ივნისი 2026, 12:35
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული იერიშების დროს სამიზნეების 70% დააზიანეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების სამიზნეების დაახლოებით 70% დაზიანდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 12:25
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
10 ივნისი 2026, 12:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“.
10 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 11:56
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 11:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს
ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“ და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული, რომ აქვს გადამწყვეტი როლი ამაზე მგონი არავის არ დავობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებაზე: არავინ უზღუდავს ბიზნესმენს პოლიტიკურ განცხადებას თუ აზრის გამოთქმას
„როდესაც ცდილობენ გარე დაფინანსებითა და წაქეზებით საქართველოში შუღლის დანერგვას, საზოგადოების გახლეჩვას, ფაშისტური იდეოლოგიის შემოტანას საქართველოში, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს, (იურიდიული პირები) როგორც საწარმოს, მომხმარებლების მიმართ ჰქონდეს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი განწყობა, მისი პოლიტიკური განწყობის გამო არ შეუქმნას მტრული გარემო მოქალაქეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 11:47
კულტურა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.


