IMEDI /  20 აპრილი 2021, 14:54 / სანდო წყარო

ვიოლა ფონ კრამონი: ქართველი ამომრჩეველი რომ ვყოფილიყავი, ხმა მიმეცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს

ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი

დიდი ნაბიჯი გადაიდგა. მოხარული ვარ, რომ გუშინ საბოლოოდ პროგრესი იქნა მიღწეული. მოხარული ვიყავი, მეხილა, ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში. მას თითქმის ყველა ესწრებოდა, ატმოსფერო კი იყო მეგობრული და არა მტრული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმება შეაფასა.

„ვიმედოვნებ, კრიზისი ნამდვილად დარეგულირდა. თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ახლა გვეხილა ამ შეთანხმების განხორციელება. ხელმოწერა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომ საბოლოოდ განხორციელდეს ყველა რეფორმა, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავს. ვულოცავ ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამაში, მათ შორის მმართველ პარტიას, რომელმაც აიღო ლიდერობა შეთანხმებაში. ჩვენ, ყველანი მოხარულები ვართ ამ დიდი ნაბიჯებით“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველი ამომრჩევლის ადგილას, ყველა ოპოზიციონერს სთხოვდა, საბოლოოდ შესულიყვნენ პარლამენტში.

„ვფიქრობ, ეს შეთანხმება ნორმალური, კარგი კომპრომისია. „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ასრულებს ყველაფერს, რაც იყო მოთხოვნილი – პატიმრების გათავისუფლება, 43 პროცენტის დათქმა, მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეთანხმებაშია შესული. მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვყოფილიყავი და ხმა მიმეცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული დიდი პროგრესის, ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს. როგორც პოტენციური ქართველი ამომრჩეველი, ვთხოვდი ყველას ოპოზიციაში, რომ საბოლოოდ შესულიყვნენ პარლამენტში, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ახლა მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ შეთანხმების ჩაშლა რუსეთის ინტერესებშია, ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, „ეს ხომ არ ნიშნავს, ვინც უარს ამბობს შეთანხმების ხელმოწერაზე, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი აბსოლუტურად მართალია.

„აბსოლუტურად. შემიძლია მხოლოდ მივულოცო სალომეს ამ განცხადების გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, მან აღიარა, რომ საქართველოში ერთიანობა არის ის, რაც არ სურს რუსეთს. რაც უფრო დიდია განხეთქილება, რაც მეტი დაპირისპირება და ბრძოლაა, მით უკეთესია რუსეთისთვის. ასე რომ, ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია, დარჩით ერთიანები, იმუშავეთ ერთად, ეცადეთ, იყოთ ვაშინგტონსა და ბრიუსელში თქვენს პარტნიორებთან შეთანხმებულები. შესაბამისად, დიახ, სალომე აბსოლუტურად მართალია“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ინტერვიუს დროს ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრა ნიკა რურუას შეწყალების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯმა პრეზიდენტის მხრიდან სიმამაცე და გამბედავი მიდგომა აჩვენა. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს შეთანხმების ნაწილში დიდი წვლილი მიუძღვის.

„ნიკა რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან. ვფიქრობ, პრეზიდენტი იყო მზად კომპრომისზე წასასვლელად. ამ მზადყოფნამ აჩვენა სიმამაცე და გამბედავი მიდგომა. ამ ნაბიჯის გადადგმა არ ყოფილა მისთვის მარტივი. ვიმედოვნებ, უახლოესი ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ შეწყალებას, რაც არის შეთანხმების ნაწილი. ვაფასებ, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც არ ყოფილა მარტივი, რადგან ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ კომპრომისები არ არის ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ამგვარად, პრეზიდენტს შეთანხმების ამ ნაწილში დიდი წვლილი მიუძღვის“, – აღნიშნა კრამონმა.

საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ასევე უპასუხა კითხვას: „მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ვადამდელი არჩვენების დანიშვნა დამოკიდებულია შემოდგომას დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამ არჩევნებამდე და იქნება თუ არა არჩევნების მიმართ ევროკავშირისა და დასავლური ინსტიტუტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სადამკვირვებლო მისიების განთავსების კუთხით“.

აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში არის დიდი სურვილი, რომ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას შეუერთდნენ. ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ ეუთო და ევროპარლამენტი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას შეძლებენ.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში არის დიდი სურვილი, შეუერთდნენ არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას. ვიმედოვნებ, წლის ამ პერიოდისთვის, შემოდგომას, სანიტარული სიტუაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ჩამოვიდეთ საქართველოში ოფიციალური მანდატით, ოფიციალური მისიით, რადგან იქნება უფრო დიდი მოლოდინი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ, ყველანი აუცილებლად ყურადღებით დავაკვირდებით გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო პირობებს. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურმა აქტორებმაც ამის შესახებ კარგად იციან. ვიმედოვნებ, ეუთო და ევროპარლამენტი შეძლებენ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას, თუმცა ვინაიდან პანდემიის პირობებში ვითარება ჯერ კიდევ ძალიან არაპროგნოზირებადია, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამის პირობას ვერ დავდებთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ყველა სიახლე

ჰენა ვირკუნენი

11 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.

11 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართული

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კაია კალასი

11 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია.

11 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის 6,1 მილიარდი ევრო დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6,1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა უკრაინის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძენად იქნება გამოყენებული.

11 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.

ფრიდრიხ მერცი

11 სექტემბერი 2026, 15:51

მსოფლიო

Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“ მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

გჟეგოჟ ბრაუნი

11 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.

11 სექტემბერი 2026, 15:03

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.