imedi /  01 მაისი 2021, 10:12 / სანდო წყარო

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ.

დასკვნის თანახმად, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:

1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;

2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;

3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რათა მსგავსი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.

მსგავსი ცვლილებების მომზადება და ღია გამჭვირვალე პროცესი გაზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც „საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობას წარმოადგენს და გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ“. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის. ორგანიზაციების ერთობლივ დასკვნაში ასევე აღნიშნულია „პოზიტიური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, მათ შორის ის, რაც ეხება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, არჩევნების შედეგების დადგენის პროცესის განმტკიცებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაუმჯობესებას“. ამასთანავე, დასკვნის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება, მაგალითად, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით.

„უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში, მრავალი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუწყვეტელია. ჯერ კიდევ საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა“, – აღნიშნულია დასკვნაში. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის ყოვლისმომცველ განხილვაზე, არამედ „უფრო მეტად გამიზნულია პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და იმ შეშფოთების მოგვარებაზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ წარმოიშვა“.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის შემდგომ ძირითად რეკომენდაციებს იძლევიან:

1. განხილული იყოს კვალიფიციური (მაგალითად, ორი/მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ჩიხში მოქცევის საწინააღმდეგო მექანიზმით. მოთხოვნილი იყოს უფრო მაღალი მანდატი ცესკოს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს;

2. მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება გააჩნია და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს;

3. შემდგომი ცვლილებების შევიდეს დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი „რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას“, მეორე პუნქტის რეკომენდაციების შესაბამისად;

4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას.

5. არჩევნების დღეს აიკრძალოს, როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის წარმართვა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;

6. მიღებული იყოს სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად დათვლასა და შედეგების დაჯამებაში და არჩევნების შემდგომი დავების მართვაში;

7. ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილ ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით;

8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლის საჩივრების სათანადო განხილვას;

9. ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან მსგავსი ამომრჩევლით;

10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი ერთადერთი რეალური ვარიანტია მომდევნო არჩევნებისთვის.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივლისი 2026, 19:15

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

ვიქტორ ორბანი

21 ივლისი 2026, 19:03

მსოფლიო

უნგრეთში, ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.

21 ივლისი 2026, 18:59

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:57

სამართალი

პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა.

21 ივლისი 2026, 18:54

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია - აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია

ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად, ერთის მხრივ სამინისტრომ და მეორეს მხრივ ჩვენმა პარტნიორმა კერძო კომპანიებმა და კონტრაქტორებმა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად ეს შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

ლევან მოსეშვილი

21 ივლისი 2026, 18:39

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

გივი მიქანაძე

21 ივლისი 2026, 18:24

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში - ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი

ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:23

მსოფლიო

გერმანული გამოცემა BILD: ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება

ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი (COELA) უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება, რათა მათი გახსნის ფორმალური პროცესი დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

რეგიონი

რევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელავსა და ლენტეხში მიმდინარე სამუშაოები.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე

შეუძლებელია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალო, ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ იყოს გათვლილი. თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით. პროექტი უკვე მზად არის და ახლა მიწის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

21 ივლისი 2026, 18:00

მსოფლიო

ინდოეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება

ახალგაზრდების პროტესტი ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებულმა სკანდალმა გამოიწვია, რომელსაც 2 მილიონზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცნობილი გახდა, რომ საგამოცდო დავალებებმა გაჟონა, რის გამოც ხელისუფლებამ შედეგების გაუქმება და ტესტირების ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. განმეორებითი გამოცდა მძიმე განსაცდელად იქცა ჩამბარებლებისთვის. მეორედ მათ გამოცდის ჩაბარება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების პირობებში მოუწიათ. შედეგად, 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება. დღეს არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად გადაიარა ამ პროცესმა და მათაც დაინახეს, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას

ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას.

21 ივლისი 2026, 17:50

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავია მიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

ოლექსანდრ სირსკი

21 ივლისი 2026, 17:49

მსოფლიო

უკრაინაში სირსკის გადადგომას ითხოვენ

„თუ პარასკევამდე, 24 ივლისამდე, სირსკი არ იქნება გადაყენებული და ფედოროვი არ იქნება წარდგენილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჩვენ დავიწყებთ უვადო სრულიად უკრაინულ საპროტესტო აქციას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფედოროვის არმიის ვეტერანმა დმიტრო კოზიატინსკიმ.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, ეს არის ერთგვარად გადახედვა, მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის, თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება

შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, რომ ეს არის ერთგვარად გადახედვა მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.