გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ კანონი ამნისტიის შესახებ
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემა ოპოზიციასთან მათი წინადადებების განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას - აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ის პრინციპი და პათოსი, რომელიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში - შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენც და ოპოზიციამაც. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ იქ არსებული პრინციპის საწინააღმდეგოს ვერაფერს ჩავდებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 18:15
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
25 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე: ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს
ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
25 ივნისი 2026, 17:56
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის 17-24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღკვეთეს.
25 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
25 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
25 ივნისი 2026, 17:50
რეგიონი
იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება
„გემოფესტის“ მიზანია, საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს, მეწარმეებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
25 ივნისი 2026, 17:48
მსოფლიო
მარკო რუბიო: ტრამპს და პუტინს ალასკაზე არაფერზე მოულაპარაკებით
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს უკრაინის შესახებ არაფერზე მოულაპარაკებია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
25 ივნისი 2026, 17:47
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება
„საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის დაწყების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
25 ივნისი 2026, 17:42
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე: უნდა ჩაიგდო ენა და თქვა - რასაც მეუბნებიან სწორია და ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. არჩევნების თემაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი
გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და საერთაშორისო აქტორების ბრალდებებს გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა და არჩევნები ლეგიტიმურად ცნო. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიულეტენზე მელნის გამოჟონვის თემით მანიპულირება აბსურდულია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროგრესი, ტურისტული ბუმი და ფოთის პორტში ჩადებული უმსხვილესი ამერიკული ინვესტიციები კი რეალურ სურათს ასახავს, რომლის უგულებელყოფაც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
25 ივნისი 2026, 17:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.
25 ივნისი 2026, 17:36
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა.
25 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
ახიმ კელერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ახიმ კელერმა. მისი თქმით, საქართველო არ უნდა მოექცეს ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნების მხრიდან ზედმეტად ძლიერი გავლენის ქვეშ.
25 ივნისი 2026, 17:26
სამართალი
ფოთის საქალაქო სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოქალაქე ელგუჯა ქვაჩახია 1500 ლარით დააჯარიმა
ფოთის საქალაქო სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოქალაქე ელგუჯა ქვაჩახია 1500 ლარით დააჯარიმა
25 ივნისი 2026, 17:20
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება - თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?
პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სამსახურის დანიშნულებაზე ისაუბრა და საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.
25 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება - დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია
აქ [ოპოზიციონერმა] კოლეგებმა თქვეს, რომ 100%-იანი ვიცითო - თქვით, მიდით პროკურატურაში და უთხარით, რომ არის ასეთი დანაშაული, რას ელოდებით ამ აუდიტის სამსახურს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს, სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 17:16
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რატომ ვიხდით საერთოდ?!
გამარტივებული შესყიდვები- 51% იყო 12 წელში, ახლა არის 10%-ზე ცოტა მეტი. ეს არის მაღალ კონტროლზე აყვანილი. გენერალურმა აუდიტორმა ახსნა, თქვენ ყველაფერს უძახით შეჭმულ თანხას. რაღაც რომ არ გაკეთდა, მაგალითად, გზა, ეს შეჭმული თანხა კი არ არის, უბრალოდ თანხა არ გადაიხადა და ეს არის შეუსრულებლობა. ვერ შეასრულა სამუშაო, მოვა სხვა და გააკეთებს, ცუდია, დროში გაიწელა, მაგრამ ფული არ დაკარგულა, ეს სულ სხვა რაღაცას ამბობთ- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალური აუდიტორის მოსმენა მიმდინარეობდა.
25 ივნისი 2026, 17:15
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებენ ასამბლეის წარმომადგენლები. მათი ნაწილი ქართული კანონების გაუქმებას და დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვს, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.
25 ივნისი 2026, 17:09
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია
აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
25 ივნისი 2026, 17:08
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ ლეიკემიით დაავადებულთა თემაზე ხუმრობის შესახებ: ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და მათზე ხუმრობა მიუღებელია
ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, - განუცხადეს „ქრონიკას“ „თიბისი ბანკში“ ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.


