www.imedi.ge /  27 მაისი 2021, 12:15 / სანდო წყარო

ანდჟეი დუდა: ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები

ანდჟეი დუდა

ანდჟეი დუდა

ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები ამაღელვებელი იყო. დუდამ ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც გუშინ პირადად მოინახულა.

„იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოდან, რომ ნახონ როგორია რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს ხმარობს ის თავის პოლიტიკაში. ეს არის დატოვებული სახლები, ეს არის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიცით, რომ ახლა საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა, ოჯახის წევრებთანაც კი. მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, სამხედრო ერთეულები. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა, რომელიც გულისხმობს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა დუდამ.

გუშინ დუდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, სოფელ ოძისთან, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებთან იმყოფებოდა. მან მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთს „აგრესორი სახელმწიფო“ უწოდა.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

09 მარტი 2026, 23:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება

„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 მარტი 2026, 22:56

მსოფლიო

ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კახა კახიშვილი

09 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები, იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიით იყვნენ დაკავებულები და ყველაფერი გააკეთონ, რათა ომებს არ ჰქონდეთ გაცილებით მძიმე შედეგები ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს აქვთ, იცლიან საქართველოს სანქცირებისთვის

იმის მიუხედავად, რომ ფეთქებად, საშიშ რეგიონში ვართ (ერთი მხრივ ირანის, ისრაელის და აშშ-ის ომი, მეორე მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომი) ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები, იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიით იყვნენ დაკავებულები და ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ ამ ომებს არ ჰქონდეთ გაცილებით მძიმე შედეგები ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს აქვთ, იცლიან საქართველოს სანქცირებისა და მუქარისთვის, - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში.

09 მარტი 2026, 22:35

მსოფლიო

„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი

აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს“ მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც, სულ მცირე, 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

09 მარტი 2026, 22:25

რეგიონი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება.

დონალდ ტრამპი

09 მარტი 2026, 22:12

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება დიდი შეცდომაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალი ხამენეის ვაჟის, მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება „დიდი შეცდომაა“.

თენგიზ შარმანაშვილი

09 მარტი 2026, 22:11

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ფაქტი ესაა, რომ მას არაფერი გადაუფასებია. ცხოვრებაში არაფერს ნანობს, რაც აქამდე გაუკეთებია. ისევ იმ განწყობაზეა, რომ ამ რადიკალიზმითა და ამ ძალადობით გააგრძელოს საქმიანობა

პირდაპირ აღიარებს, რომ თანამონაწილეა იმ პროცესის, რაც იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.

ვახტანგ თოფურია

09 მარტი 2026, 22:02

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.

09 მარტი 2026, 21:45

სპორტი

ღირსების ორდენები და ფულადი ჯილდოები საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებს - საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯილდო ისტორიული სპორტული მიღწევისათვის - საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებსა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა.

09 მარტი 2026, 21:41

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს ენერგეტიკის განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალები გააცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა.

არჩილ გორდულაძე

09 მარტი 2026, 21:37

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება

„როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალხისგან და ამავდროულად ნებისმიერი ფორმით რევოლუციის მოწყობა 5-ჯერ არის უკვე აღკვეთილი, მათ წარმატების მინიმალური შანსიც არ აქვთ. განცხადებები კვლავ გრძელდება რევოლუციებზე დამხობასთან დაკავშირებით. სამართალდამცავებმა უნდა შეაფასონ, არის თუ არა ამ ყველაფერში დანაშაულის ნიშნები. „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

თინა ხიდაშელი

09 მარტი 2026, 21:30

პოლიტიკა

საინფორმაციო ომი სამშობლოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე ჩატარდა გიორგი კანდელაკის, ვახტანგ კაპანაძის, გუბაზ სანიკიძისა და თინა ხიდაშელის გამოკითხვები. აღსანიშნავია, რომ ხიდაშელმა ნათქვამი შემდეგ გადათქვა. ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეთა შესახებ კიდევ უფრო მეტს ამბობს.

09 მარტი 2026, 21:29

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია - შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიზიტის დღის წესრიგი და გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ხელისუფლება მზად არის ეუთოსთან განიხილოს ყველა თემა, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე - პრემიერ-მინისტრმა დღეს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის ყველასთან ღიაა.

ლევან მაჭავარიანი

09 მარტი 2026, 21:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება. მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, მილიონამდე დაღუპულია, ათობით მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა.

09 მარტი 2026, 21:24

სამართალი

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - რას ეხება სისხლის სამართლის მორიგი საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.

ნინო ლომჯარია
პეტერ ფიშერი

09 მარტი 2026, 21:19

პოლიტიკა

გასაიდუმლოებული შეხვედრა ქვეყნის საზიანო მოთხოვნით - „ქრონიკის“ მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ლომჯარია-ფიშერის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გასაიდუმლოებული შეხვედრა გერმანიის საელჩოში ქვეყნის დამაზიანებელი გზავნილებით და ნინო ლომჯარიას დამალვის მცდელობა - „ქრონიკის“ მიერ გამჟღავნებულმა ამბავმა ლომჯარია ჯერ გააბრაზა, ახლა დუმს.

დავით ტყეშელაშვილი

09 მარტი 2026, 21:15

ეკონომიკა

შპს ფოტომეტ-კავკასიის გენერალური დირექტორი დავით ტყეშელაშვილი: სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს იმ ნიშნულს, როცა ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიზნესს ასეთი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აქამდე არ ჰქონია და სახელმწიფოს როლი ნამდვილად ძალიან დიდია. სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს იმ ნიშნულს, როცა ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები. შესაბამისად, მე როგორც მზის ენერგიის წარმომადგენელი და ჩემი კომპანია, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის მიმართულებით, ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

09 მარტი 2026, 21:15

პოლიტიკა

ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ - დისკრედიტაციის მცდელობა, გამოგონილი ამბავი და გამოკითხვები ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მიმართ მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებების ავტორი ქვეყნიდან წავიდა, გივი თარგამაძემ პოლონეთიდან, მისმა თანამოაზრე-მხარდამჭერებმა კი თბილისიდან სცადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია და ამ გზით, თარგამაძის დაბარების მიზეზის გადაფარვა.

09 მარტი 2026, 21:13

მსოფლიო

ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს, კიევში ორი LGBTQ+ აღლუმი გაიმართება

ორგანიზაცია KyivPride-მა კიევში თანასწორობის მარში და KyivPride Park-ის ფესტივალი დააანონსა. ორგანიზაციის განცხადებით, კიევში ამ ზაფხულსაც ჩატარდება თანასწორობის მარში. მათ 2026 წლის ღონისძიებების თარიღები უკვე გამოაცხადეს, რომლებიც ტრადიციულად ივნისში გაიმართება.

ნინო გადელია

09 მარტი 2026, 21:11

ეკონომიკა

ნინო გადელია: სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას

„სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია. პირდაპირ და გახსნილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, რადგან ეს შეხვედრებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურად სექტორის განვითარებაზე, რომ გამჭვირვალედ ხდება პროცესის წარმართვა, ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია, რა გეგმები ისახება, როგორ მოხდება ინფრასტრუქტურისა და გენერაციის ობიექტების განვითარება“, - აღნიშნა გადელიამ.