imedi /  28 მაისი 2021, 13:52 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის დოკუმენტს ვინც უპირისპირდება, ამ დოკუმენტის პრივილეგიით არ უნდა ისარგებლოს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობაბხიძე

შარლ მიშელის დოკუმენტს ვინც უპირისპირდება, ამ დოკუმენტის პრივილეგიით არ უნდა ისარგებლოს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც მარტივად წერია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ყველას უნდა შეეხოს.

„გუშინ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კითხვა დაისვა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია. ეს არ იყო ინიციატივა, კითხვა იყო დასმული. ამაზეც კი უარყოფითი პასუხი მიიღო, რაც არასწორია. ვისგან მიიღო უარი, დეტალები არ ვიცი, შეხვედრას არ ვესწრებოდი.

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შარლ მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტში მარტივი რამე წერია, ყველას უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი. ამის მიუხედავად, გარკვეულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ, თუ საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ასეთი დანაშაული ჩაიდინა.

რაც შეეხება ზოგად სულისკვეთებას, ის იყო, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი პრინციპულად ყველა პირზე უნდა გავრცელებულიყო, რაც ასახულია ჩვენს დოკუმენტში. ვინმე პრინციპულად თუ უპირისპირდება ევროკავშირს, მიშელის შეთანხმებას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედება. ეს არის მარტივი პრინციპი, რაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. ვინც მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 14:12

საზოგადოება

ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 14:11

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.

ზურაბ ქადაგიძე

15 აპრილი 2026, 14:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს.

15 აპრილი 2026, 14:07

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 14:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს

ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება

„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

15 აპრილი 2026, 13:57

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან

სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 13:56

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:55

რეგიონი

ბათუმში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები

„ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის

9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:39

მსოფლიო

ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.

15 აპრილი 2026, 13:24

საზოგადოება

გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.

15 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

15 აპრილი 2026, 13:07

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ აშშ-ში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.