imedi /  04 ივნისი 2021, 23:56 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ, მაგრამ გახარიას არ გავანდეთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაცმოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებულ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს. ამის მიზეზი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ისახავდა მიზნად ხელისუფლების აყირავებას და ასევე, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდა.

ამასთანავე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა. აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია მას დაუმალეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეჭვი მმართველ პარტიაში 17 თებერვალს, ინფორმაციის მიღების დღესვე გაუჩნდათ.

„18 თებერვალს უკვე, [ნიკა მელიას] ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით - ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. მათ ჰქონდათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა“, - ამბობს კობახიძე.

მისი განცხადებით, ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ - იქიდან ამბობდნენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას ითხოვდა.

„ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვნების ვინაობა არ არის ცნობილი - გეგმის ნაწილი რომ იყო, ეს არის ცნობილი, რაოდენობაზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით. შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში - რაღაც უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის... ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას, მითუმეტეს, იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი, დამატებით, გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, 29 მაისს კი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დააფუძნა.

ყველა სიახლე

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:46

ეკონომიკა

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

26 აგვისტო 2026, 14:33

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა

ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

26 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

ანა წითლიძე

26 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული

ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

თორნიკე ჭეიშვილი

26 აგვისტო 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს

„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.

26 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია

გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.

26 აგვისტო 2026, 14:18

სამართალი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

თამთა ფეტვიაშვილი

26 აგვისტო 2026, 14:13

საზოგადოება

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს

„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აგვისტო 2026, 14:00

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

26 აგვისტო 2026, 13:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 13:45

სპორტი

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.

გურამ ნიკოლაშვილი

26 აგვისტო 2026, 13:36

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

26 აგვისტო 2026, 13:13

ტექნოლოგიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.

შალვა ტაბატაძე

26 აგვისტო 2026, 13:07

საზოგადოება

„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.

26 აგვისტო 2026, 13:01

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

ილონ მასკი

26 აგვისტო 2026, 12:53

მსოფლიო

ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

26 აგვისტო 2026, 12:31

საზოგადოება

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

26 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

26 აგვისტო 2026, 12:05

საზოგადოება

28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

26 აგვისტო 2026, 12:02

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.