imedi /  09 ივნისი 2021, 18:15 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პარტიის გენეტიკური კოდი არის არეულობა და თავდასხმა ინსტიტუტებზე

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, სანამ მხარს არ დაუჭერენ იმ შეთანხმების პუნქტებს, რომელზეც საერთო კონსენსუსი არსებობს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება რადიკალურ პარტიად, დესტრუქციულ ზონაში, რჩება როგორც მარგინალური პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენეტიკური კოდი არის არეულობა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თან სურს, ისარგებლოს ამნისტიით, მაგრამ თან არ უნდა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სხვა პარტიები მოიქცნენ. ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, როდესაც შენ ყოველთვის იმას კი არ ეთანხმები, რაც შენს ინტერესებშია, არამედ ზოგჯერ იმასაც უნდა დაეთანხმო, რაც საღი აზრის ფარგლებშია. არავითარ თანხმობას ამნისტიის კანონპროექტი არ ითხოვს ნიკანორ მელიასგან, ან ვინმესგან. ეს კანონპროექტი ამბობს, რომ თუ ვინმე პრინციპულად წინააღმდეგია და უარს იტყვის, რომ არ უნდა შეეხოს ეს ამნისტია, იმ ადამიანს უნდა დავუტოვოთ უფლება, რომ არ შეეხოს ამნისტია. ამის სადაოდ გახდა ისევ და ისევ ნიშნავს, რომ ნიკანორ მელია დარჩეს სამართლებრივი სახელმწიფოს მეორე მხარეს, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, რომ მათ ეხებათ კანონები, მაგრამ მას არ ეხება კანონები, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, თქვენ კი ამირჩიეთ, მაგრამ მე მინდა შევალ პარლამენტში, მინდა - არაო, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, რომ არჩევნები საინტერესოა, მაგრამ თუ ვერ გავიმარჯვე, მე შემიძლია ავრიო ქვეყანა და ისე მოვიდე ხელისუფლებაში. ამ ნაპირზე რჩება ნიკანორ მელია და მისი გუნდი და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეალური ხელმძღვანელი ამ პოლიტიკური პარტიის. ამ პარტიის გენეტიკური კოდი არის არეულობა, თავდასხმა ინსტიტუტებზე, რასაც აკეთებდნენ ამ წლების განმავლობაში, უკან ექაჩებოდნენ ქვეყანას და დღესაც იმივეს აგრძელებენ. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს არ მოაწერს ხელს, სანამ მხარს არ დაუჭერენ იმ შეთანხმების პუნქტებს, რომელზეც საერთო კონსენსუსი არსებობს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება რადიკალურ პარტიად, დესტრუქციულ ზონაში, რჩება როგორც მარგინალური პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 13:52

საზოგადოება

თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

21 ივნისი 2021, 13:51

სპორტი

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნის. ინიციატივის ფარგლებში, ბორჯღალოსნები 2 და 9 ივლისს მოედანზე კვართებზე დატანილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გავლენ.

21 ივნისი 2021, 13:48

COVID19

ინდოეთში ე.წ. ინდური შტამის ახალი სახეობით ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში ე.წ. ინდური შტამის (ვარიანტი „დელტა“) ახალი სახეობით ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

21 ივნისი 2021, 13:44

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაურია

ხმაურია აჭარის უმაღლეს საბჭოში - სხდომაზე მოქალაქეები, რომლებიც ბობოყვათში 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ, დეპუტატებს დაუპირისპირდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ნაკვეთები მათი წინაპრების საკუთრებაა, სურთ აუქციონის გაუქმება და მიწების დაკანონება.

21 ივნისი 2021, 13:21

თავდაცვა

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება

დღეიდან ავღანეთში დისლოცირებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: დაშლის პროცესში არსებული ხარვეზები იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმეს

„შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა სამ ნაწილად დავყოთ. პირველია სხდომათა დარბაზში ჩატარებას რაც მოჰყვა, ერთი-მეორე პროვოკაცია, ჯერ გავრილოვისა და შემდეგ - ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი შეცდომა და ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე - იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა“.

21 ივნისი 2021, 13:18

მსოფლიო

თეთრი სახლი ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ თავის ტერიტორიაზე საერთაშიორისო სპეციალისტებს არ დაუშვებს, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ცდილობენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა

ეს არის ოპოზიციის უფლება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, ამ კომისიის მუშაობაში უმრავლესობაც ჩაერთვება.

21 ივნისი 2021, 13:12

სპორტი

იაპონელ გულშემატკივრებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების ნებართვა მისცეს

გულშემატკივრებს ეკრძალებათ ყვირილი, ხმამაღლა საუბარი და არენებზე ყოფნისას პირბადე უნდა ატარონ. თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თამაშების ორგანიზატორები ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - რასაც მას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე: ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი

„ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციასა და შარლ მიშელის დოკუმენტს, ვნახავთ, თუ რა წერია ერთში და მეორეში, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

21 ივნისი 2021, 13:02

რეგიონი

მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი

ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ.

21 ივნისი 2021, 12:58

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ.

ირაკლი ქარსელაძე

21 ივნისი 2021, 12:51

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება დასრულებულია

მისივე განმარტებით, 85 კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:47

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კომისიის მიერ შემუშავებულ დეოკუპაციის სტრატეგიაში ყველა ძირითადი მიმართულება იქნება გაწერილი

„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო, ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

21 ივნისი 2021, 12:45

ეკონომიკა

MVNO ასოციაცია: ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ, რაშიც მობილური ქსელის ოპერატორების დახმარება აუცილებელია

„იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ ფეხი ავუწყოთ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2021, 12:41

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება.

21 ივნისი 2021, 12:41

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

პრემიერის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა.