ფიგარო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხების შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა, - ამის შესახებ უცხოური გამოცემა „ლე ფიგარო” წერს.
სტატიის ავტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ამავე შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა.
„შაბათს,აზერბაიჯანმა, სომხეთს 15 სომეხი სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ტყვეობაში ორ ქვეყანას შორის 2020 წლის შემოდგომაზე, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონტროლისთვის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხების შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა. „აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 ტყვე, რომლებიც დააკავეს აგდამის რაიონში 97,000 ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ნაღმების რუკის სანაცვლოდ”- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპულ საკითხებში ფილიპ რიკერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) პრეზიდენტს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ; “სომეხი ტყვე ჯარისკაცები აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიყვანეს და შემდეგ სომხეთში გაგზავნეს”. განცხადების მიხედვით, აღნიშნულით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კლიმატის გაუმჯობესებისკენ. ავტორი წერს, რომ შარლ მიშელი შაბათს გამოცხადებული შეთანხმების წინ "მჭიდრო კავშირში იყო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მწვავე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისთვის და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიესალმება „პირველი ნაბიჯის გადადგმას ნდობის აღდგენისკენ, რომლის მხარდასაჭერადაც ევროკავშირი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას“.
აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმება რუსეთიც, რომელმაც რეგიონში მშვიდობისმყოფელები განალაგა:
„შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის მაღალმთიანი რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ტერიტორიას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა კავშირში.
„აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, ნაღმების აფეთქებების შედეგად მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 110 ადამიანი დაშავდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ნაღმები, მათ შორის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. ბოლო კონფლიქტმა, რომელიც სექტემბერში დაიწყო, ექვსი კვირის განმავლობაში 6000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტი დასრულდა ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც დაიდო რუსეთის ეგიდით და დაადასტურა სომხეთის მარცხი, რის შემდეგაც სომხეთი იძულებული გახდა დაეთმო აზერბაიჯანისთვის ის ტერიტორიები, რომელთაც აკონტროლებდა სამი ათწლეულის განმავლობაში”, - წერს ავტორი.
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 17:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მომღერალ კორძის კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას
როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, - განაცხადა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომღერალ კორძის კონცერტზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
22 სექტემბერი 2026, 17:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი
ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
22 სექტემბერი 2026, 17:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე: არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები - აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან მორიგ წერილზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ და ღრმა კომენტარს ვერ გააკეთებს.
22 სექტემბერი 2026, 17:27
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანულ ავიაკომპანიებზე დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს
„ჩინეთი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება უკანონო ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საერთაშორისო სამართლის საფუძველი ან გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით არ არის გამყარებული“, - აღნიშნეს სამინისტროში.
22 სექტემბერი 2026, 17:18
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
22 სექტემბერი 2026, 17:17
მსოფლიო
ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა დაბლოკა
„ვითარება ცალსახა არ არის. სანქციების მოქმედების ვადაზე შეთანხმებას, ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თუ დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმება ვერ მიიღწევა, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების გაგრძელება მთლიან სიასთან მიმართებით და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ნაწილში“, - განაცხადა მან.
22 სექტემბერი 2026, 17:12
პოლიტიკა
ნიკა გვარამია აფხაზებზე: ურთიერთსიყვარული ერებს შორის არ არსებობს, იმათაც ვძულვართ, ჩვენც გვძულს, მტრობაა ჩვენს შორის
„მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გვაკარგვინეს ევროპერსპექტივას, ეს მყისიერად იმას ნიშნავს, რომ გვაკარგვინებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პერსპექტივას. სადღეგრძელოებით სახელმწიფო საქმეები არ კეთდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ურთიერთსიყვარული ერებს შორის არ არსებობს, იმათაც ვძულვართ, ჩვენც გვძულს, მტრობაა ჩვენს შორის", - განაცხადა გვარამიამ.
22 სექტემბერი 2026, 17:07
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა
„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მედიაწიგნიერების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გამოვყო მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი. მედიაწიგნიერება დღეს ქვეყნის მასშტაბით 300 სკოლაში ისწავლება და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე მოხდეს მედიაწიგნიერების კიდევ უფრო ეფექტიანი ინტეგრირება. 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით ComCom-ის პროექტების ფარგლებში გადამზადდა 16,300 მოსწავლე, 5,500 მასწავლებელი და 1,900 სტუდენტი“.
22 სექტემბერი 2026, 17:04
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, თომას კაირისმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიკავა.
22 სექტემბერი 2026, 17:04
მსოფლიო
საწვავზე ფასების ზრდის გამო, რობერტ ფიცომ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის დაუყოვნებლივ მოწვევა მოითხოვა
„ის ფაქტი, რომ ჩვენგან, როგორც წევრი სახელმწიფოებისგან, ითხოვენ საწვავზე ასტრონომიული ფასების კომპენსირებას პენსიებისა თუ ჯანდაცვის ხარჯზე, არა მხოლოდ ევროკავშირის უუნარობის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი ცინიზმის გამოვლინებაა,“ - განაცხადა მან.
22 სექტემბერი 2026, 16:53
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებზე, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 16:48
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 96.83 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი’’. ხოლო სამმა პირმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება - „კოდეინი’’, „მეთილფენიდატი’’ და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინი“.
22 სექტემბერი 2026, 16:42
საზოგადოება
მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 16:33
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 16:26
საზოგადოება
გოგა გულორდავამ პარლამენტში ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის 2025 წლის ეტაპი და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა.
22 სექტემბერი 2026, 16:25
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.
22 სექტემბერი 2026, 16:20
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
22 სექტემბერი 2026, 16:04
საზოგადოება
გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 15:35
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე
ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.
22 სექტემბერი 2026, 15:29
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის
„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა სიბიგამ.


