IMEDI /  24 ივნისი 2021, 13:50 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გახარიას აქვს იგივე მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დააახლოვოს 43 პროცენტს, ყოველდღე მძაფრდება ეჭვები ორ პოლიტიკოსს შორის ალიანსზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული, რაც მეტად გაამძაფრა სასტუმროში ამ ე.წ. დამთხვევამ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„მორწმუნეებს შეიძლება, სჯეროდეთ, რომ ის ორი-სამი დღეც იყო დამთხვევა და მათი სასტუმროში ერთად ყოფნაც დამთხვევა, მაგრამ ჩვენ შეიძლება, გვჯეროდეს სხვა რამის. ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის და ეს მეტად გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ. თანამშრომლობის მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა და ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ჭორაობა. შეიძლება, მაგალითად, იყოს ამ თანამშრომლობის მერკანტილური მოტივები და მიზეზები, შეიძლება, იყოს სხვა მიზეზებიც, მაგრამ მარტივად რომ გავაანალიზოთ – არის თვითმმართველობის არჩევნები. ყველამ ვიცით, რომ ორნიშნა შედეგს და მიახლოებულს გახარია ვერ აიღებს. შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში ორი-სამი კაცი გაიყვანოს? ხომ ძალიან ნათელია, რომ პირდაპირ შემოდის იგივე მიზნით, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დააახლოვოს 43 პროცენტს. ძალიან მარტივად იკვეთება ინტერესები და ამ ინტერესების უკან რა შეიძლება იდგეს, შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინფორმაცია. როცა დავაზუსტებთ ამ ინფორმაციას, შემდეგ დეტალურად ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

21 მარტი 2026, 14:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უნგრეთთან ურთიერთობაზე: ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ერმუხამეტ კონუსპაევი

21 მარტი 2026, 14:27

მსოფლიო

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სამძიმრის წიგნში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ერმუხამეტ კონუსპაევმა ჩანაწერი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამეტ კონუსპაევმა.

ვარლამ ლიპარტელიანი

21 მარტი 2026, 14:27

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. “კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საქართველოს ამ დიდ დანაკარგს. ჩვენი უწმინდესი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოწოდებული იყო ერთობისკენ, სიყვარულისკენ და განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდებზე. აქ ვარ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც მის მაგალითზე გავიზარდეთ”, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 14:22

პოლიტიკა

ვიქროტ ორბანი: ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი. საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია

მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 14:17

მსოფლიო

ტრამპმა ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა - „პრემიერ-მინისტრი ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაიცვა საზღვრები, მემკვიდრეობა, სუვერენიტეტი, ფასეულობები“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

21 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ხალხის ნაკადი ავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე კიდევ უფრო მატულობს. ვიდეო

პატრიარქისთვის პატივის მისაგებად და მასთან გამოსამშვიდობებლად ხალხის უპრეცედენტო რაოდენობაა. ავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე ხალხის ნაკადი კიდევ უფრო იმატებს, მოქალაქეები რეგიონებიდან არიან ჩამოსული. მის ღვაწლზე ყველაზე მეტად ვიდეო კადრები მეტყველებს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:13

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას - საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან

ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:07

პოლიტიკა

პრემიერი: რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, იდენტობის დაცვა

საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მთაურმა აღნიშნა, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:00

პოლიტიკა

პრემიერი: სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.

21 მარტი 2026, 13:56

საზოგადოება

საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, კონსტანტინოს გიულეკასმა.

21 მარტი 2026, 13:55

მსოფლიო

ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს

მონასტრის წინამძღვრის, მამა ვინჩენციუს სახელით მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად.

 იანის ლოვერდოსი

21 მარტი 2026, 13:50

საზოგადოება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იანის ლოვერდოსმა ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 20 მარტს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი ეწვია. მინისტრის მოადგილემ საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:46

საზოგადოება

ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

მისმა აღმატებულებამ, ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მიგელ ანხელ მორატინოსი

21 მარტი 2026, 13:44

მსოფლიო

ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:41

საზოგადოება

უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უზბეკეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაბურ უსმანოვი 19 მარტს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია.

იანის ლოვერდოსი

21 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეწვია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი.

კევინ ჰამილტონი

21 მარტი 2026, 13:37

საზოგადოება

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარტნიორობების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ელჩმა კევინ ჰამილტონმა, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:36

საზოგადოება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.