„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიამ პირველი სხდომა გამართა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროში „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის პირველი - საინაუგურაციო სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
კომისიის სხდომაში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საინაუგურაციო სხდომაზე განიხილეს სამთავრობო კომისიის მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობა. სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიის ამოქმედების მიზანს საერთო ეროვნული პროცესის შექმნა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ იგეგმება ინკლუზიური პროცესის წარმართვა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან არამარტო სახელმწიფო უწყებები, არამედ - საზოგადოების ფართო წრეები. კერძოდ, წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა და დისკუსია, როგორც ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების - კვლევითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჩართულობით. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული ჩართულობითა და ქმედითი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდეს სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელება.
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველივე სხდომაზე შეიქმნა კომისიის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 23 ივნისს შეიქმნა.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. იქმნება უცხოელთა ერთიანი რეესტრიც.
22 ივნისი 2026, 20:24
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით - სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
3 მილიონ 900 ათასზე მეტი - ასეთია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით. გაზრდილი რაოდენობის გარდა, სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე, ქართულენოვანი და მართლმადიდებელი ქრისტიანია.
22 ივნისი 2026, 20:22
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. სასამართლო სახელმწიფო მინისტრის, ასევე, აქციებზე დაკავებულის შეურაცხყოფის საქმეებს განიხილავს. ორი განაჩენი უკვე გამოიტანეს, ერთი ხვალ გამოცხადდება.
22 ივნისი 2026, 20:22
თავდაცვა
„ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ - განახლებული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია საპატრიარქოც. წელს ახალგაზრდებს ორი ქვედანაყოფი მასპინძლობს.
22 ივნისი 2026, 20:18
მსოფლიო
პოლონელი დეპუტატი: თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს
პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) წევრმა, მიხალ მოსკალმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ „უმადური და უტაქტოა“.
22 ივნისი 2026, 20:14
პოლიტიკა
5 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე რვა ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - 8 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
22 ივნისი 2026, 20:07
პოლიტიკა
საქართველოს კრიტიკა ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაში - „ქრონიკა“ დაინტერესდა, რა არგუმენტებს ეყრდნობიან დემოკრატიულ უკუსვლაში ბრალდების ავტორები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს კრიტიკა მორიგ რეზოლუციაში. დოკუმენტს ორ დღეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავენ.
22 ივნისი 2026, 19:54
მსოფლიო
„დიდი იმედგაცრუებით ვუყურებ იმას, რომ პოლონეთის მხრიდან მრავალწლიანი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა ვოლინის ხოცვა-ჟლეტისა და მასობრივი მკვლელობების შემსრულებელთა ცალსახად დაგმობა“ - პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა უკრაინული სახელმწიფო ჯილდოები უკან დააბრუნა
პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა, მიხალ კამინსკიმ უკრაინისთვის ორი სახელმწიფო ჯილდოს დაბრუნების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 19:33
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს მისი გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.
22 ივნისი 2026, 19:27
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, სხვებს კი - არა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასა და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და გარკვეულ ჯგუფებს. სეფაშვილის შეფასებით, ეს ფაშისტური სეგრეგაციის მოდელია.
22 ივნისი 2026, 19:23
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის შენელების მოლოდინი, პირადად მას არ აქვს.
22 ივნისი 2026, 19:13
მსოფლიო
ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კირ სტარმერის განცხადებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ყოველთვის „სასურველი სტუმარი“ იქნება ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.
22 ივნისი 2026, 19:05
მსოფლიო
ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 18:57
მსოფლიო
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.
22 ივნისი 2026, 18:52
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელეგაციის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ფინეთის დედაქალაქში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრნენ.
22 ივნისი 2026, 18:29
მსოფლიო
ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით.
22 ივნისი 2026, 18:20
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. მან თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში, შექმნა და დანერგა უნიკალური პროდუქტები, რომლებმაც არსებითად გააძლიერა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.
22 ივნისი 2026, 18:15
საზოგადოება
გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაია ბითაძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
22 ივნისი 2026, 18:09
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ირანი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დაშვებას
ორშაბათს შვეიცარიიდან გაკეთებულ განცხადებაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა შეაქო ის, რასაც მან აშშ-სა და ირანს შორის კვირას გამართული მოლაპარაკებების „ძალიან, ძალიან კარგი დღე“ უწოდა და ხაზი გაუსვა ოთხ მთავარ პრიორიტეტს, რომლებიც ტექნიკურ მოლაპარაკებებში განიხილეს.


