imedi /  31 ივლისი 2021, 10:47 / სანდო წყარო

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს და მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

28 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია. აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.

წარმომადგენელთა პალატის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ს აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-დან არანაკლებ 305 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის აპროპრიაციის კომიტეტის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული ჩართულობა.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში ზემოაღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემდგომი ეტაპია, სენატის ვერსიის დამტკიცება, რის შემდეგაც ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და დამტკიცების შემთხვევაში გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 19:51

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შემცირებაზე: არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები, გარდა ახლო აღმოსავლეთისა - შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი გახდეს

უკრაინამ შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის იმაზე ნაკლები რაკეტა მიიღოს, ვიდრე ესაჭიროება - ამის მიზეზი, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მცდელობა იყოს, გახადონ კიევი დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

05 აგვისტო 2026, 19:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს

„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

05 აგვისტო 2026, 19:29

სამართალი

პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 აგვისტო 2026, 19:20

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 19:14

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ

უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

05 აგვისტო 2026, 18:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 18:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

05 აგვისტო 2026, 18:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩ მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

მაკრონი: კიევსა და კიევის ოლქში რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა - ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია

კიევსა და კიევის ოლქში რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა - ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

05 აგვისტო 2026, 17:59

სამართალი

ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ აღკვეთეს სამართალდარღვევის ფაქტი.

05 აგვისტო 2026, 17:57

სამართალი

სოციალურ ქსელში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ირაკლი გობაძე 1000 ლარით დაჯარიმდა

სოციალურ ქსელში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ირაკლი გობაძე 1000 ლარით დაჯარიმდა

დავით მათიკაშვილი

05 აგვისტო 2026, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე პოზიორობა

„რა ყრილობაზეა ლაპარაკი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური თვალსაზრისით საბოლოო დღეები დათვლილი აქვს. მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოებიდან არ აქვთ. სრული არეულობა და ქაოსი აქვთ ე.წ. პარტიაში, ამ ყველაფრის ფონზე რა ყრილობა უშველით?“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.

05 აგვისტო 2026, 17:54

მსოფლიო

NBC News: პენტაგონი აშშ-ის ახალ ბირთვულ სტრატეგიას ამზადებს ჩინეთთან ან რუსეთთან შესაძლო რეგიონული ომის შემთხვევისთვის

NBC News-ის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის შეკავების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ახალ ბირთვულ სტრატეგიაზე მუშაობს.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 აგვისტო 2026, 17:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

05 აგვისტო 2026, 17:38

რეგიონი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მურთაზ რიგვავა, რომელმაც ილია ინჯიას შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.

05 აგვისტო 2026, 17:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში დირექტორის მოადგილეს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

05 აგვისტო 2026, 17:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის აუდიო და წერილობითი მიმართვები მოისმინეს

„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის აუდიო და წერილობითი მიმართვები მოისმინეს

კეშ პატელი

05 აგვისტო 2026, 17:19

მსოფლიო

Reuters: კეშ პატელის ხელმძღვანელობით, FBI ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტოდ აფართოებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კეშ პატელის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში უწყებამ ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში ახალი პარტნიორობა ჩამოაყალიბა. მისი თქმით, თანამშრომლობის მიზანია ისეთი ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ფენტანილის კონტრაბანდა, კიბერთაღლითობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, - იუწყება Reuters-ი.

სოსო მანჯავიძე

05 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში. როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა

როგორც მანჯავიძე აცხადებს, ბარამიძეს რომ ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა და თავის მოჭრა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ“. ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა. როგორ ემუშავა ბოკუჩავას ამ დღეებში "ნაცმოძრაობა," რით დააშანტაჟეს, ეს უკვე დეტალებია და ნაკლებად საინტერესო. ფაქტი ის გახლავთ, რომ მას, საკუთარი დაფურთხებული აალოკინეს

სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ." ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, როგორ იმუშავა ბოკუჩავასთან ამ დღეებში „ნაცმოძრაობამ“, რით დააშანტაჟეს, ეს უკვე დეტალებია და ნაკლებად საინტერესო. ფაქტია, რომ მას საკუთარი დაფურთხებული აალოკინეს.