ირაკლი ღარიბაშვილი: კარგად გვახსოვს სააკაშვილი ცხინვალის რეგიონს როგორ უწოდებდა ქვების გროვას - რა ჰქვია ასეთ კაცს თუ არა მოღალატე?
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც შიდა, ასევე გარე მტერს არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 90-იანი წლები გვახსენებს იმას, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქვეყანას.
„საუბედუროდ, ანალოგიური გაგრძელდა 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ ვიხილეთ უდიდესი სირცხვილი, როცა ჩვენს მოსახლეობას ვერ აარიდა იმდროინდელმა ხელისუფალმა და მმართველმა გუნდმა დიდი უბედურება და ნგრევა, ომი და ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, კოდორის ხეობის ჩაბარება მოღალატეობრივად, ასობით სოფლის ასევე ჩაბარება და დევნილობაში უამრავი, ათასობით ადამიანის გადმოხვეწა სხვადასხვა სოფელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ქვების გროვას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ცხინვალის რეგიონს და იმ სოფლებს, რომლებზეც ახლა მე ვსაუბრობ. კაცს, რომელიც თავისი უგუნურებით დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს უბრალოდ ქვების გროვას, რა ჰქვია თუ არა მოღალატე? ამბიცია და სურვილი, რა თქმა უნდა, მას აქვს, იმიტომ, რომ მას სხვანაირად არ ძალუძს, იმიტომ, რომ მისი მთავარი ამოცანა და მოტივაცია არის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის პარტიას დღეს კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს. შეიძლება ვიღაც იყოს განაწყენებული, ჰქონდეს საპროტესტო განწყობა, შეიძლება ბევრი რამ არ მოსწონდეს და ბევრი რამ ჩვენც არ მოგვწონს, მეც არ მომწონს, მაგრამ ჩვენ ხომ საერთო სურათს უნდა ვუყუროთ, საით მიდის ქვეყანა, რას ვაკეთებთ, როგორ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს და რას გვინდა მივაღწიოთ. ერთ დღეში რომ არ აშენებულა ქალაქი, ეს ჩვენ კარგად ვიცით და ხშირად გვახსენებენ ოპონენტები ცინიკურად, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, სწორედ წინა ხელისუფლებისა და ამ გუნდის „უგუნური პოლიტიკის“ შედეგია ის, რომ დღეს საქართველო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
„მათი ოჯახის, მათი პოლიტიკური გუნდის წევრების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის მძიმე წარსული, რომელიც 90-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ხალხმა ძალიან ბევრი დაკარგა: ქონება, სახლი, ყველაფერი დაინგრა, მოისპო საათივით აწყობილი სისტემა. ამას, რა თქმა უნდა, შენარჩუნება სჭირდებოდა, მშვიდად, მტკიცედ და გონივრულად. ეს ვერ შევძელით ჩვენ, ეს შეძლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და სხვებმა, სადაც პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კეთილგონიერება აღმოაჩნდათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 14:12
მსოფლიო
Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული შოკის გამო, აპრილში ევროზონაში ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აპრილში ევროზონაში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად, 3%-მდე გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილი ენერგეტიკული შოკით არის გამოწვეული.
30 აპრილი 2026, 14:04
ეკონომიკა
გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს-დელეგაციას შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქართული საექსპორტო პროდუქციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 13:55
ეკონომიკა
წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებლისთვის, რომელიც ასხამს საწვავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მისი ფასი ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის - მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი გაიაფებისთვის
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიმართა.
30 აპრილი 2026, 13:53
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება
დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ, მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10.7%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
30 აპრილი 2026, 13:45
კულტურა
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა
1 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 13:39
მსოფლიო
ზელენსკი: დავალებები მივეცი ჩვენს წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუნდს დაუკავშირდნენ და რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალები გაარკვიონ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან თავის გუნდს დაავალა, დაუკავშირდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და რუსული მხარის პირობები გაარკვიოს.
30 აპრილი 2026, 13:34
რეგიონი
ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირებთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
30 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. მდინარაძემ ასევე ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა.
30 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
30 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან.
30 აპრილი 2026, 13:04
მსოფლიო
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ, აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე გემებით ნევთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის არ გაიხსნება, ამან მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
30 აპრილი 2026, 12:45
რეგიონი
პროექტის - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“, მეორე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა ქალაქებისა: თბილისი და რუსთავი) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აპრილი 2026, 12:44
ეკონომიკა
სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს
2026 წლის მარტში, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა დინამიკურ განვითარებას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის მარტთან 10.7 პროცენტი შეადგინა (მთლიანად პირველ კვარტალში: +9.1%). ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 14 თვის მანძილზე. ზრდის აღნიშნული ტემპი თითქმის 3.5-ჯერ და მეტად აღემატება გლობალური ეკონომიკის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (სპარსეთის ყურეში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ: +3.1%, ნაცვლად ადრინდელი +3.3%-სა) - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
30 აპრილი 2026, 12:28
რეგიონი
მანავის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
30 აპრილი 2026, 12:23
რეგიონი
მამუკა რეხვიაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება
რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ დაიწყო, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 12:21
რეგიონი
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, ხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
30 აპრილი 2026, 12:20
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები გაატარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.
30 აპრილი 2026, 12:13
ეკონომიკა
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 12:09
მსოფლიო
POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, იმ დროს, როცა ავიაკომპანიები ფრენებს აჩერებენ, ხოლო ჩინოვნიკები მოქალაქეებს სამსახურში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, ევროპის ძალისხმევა ირანთან ომით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მოულოდნელ პრობლემას აწყდება: არავინ იცის, თუ რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი კონტინენტზე.
30 აპრილი 2026, 12:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
„თაგვმა ("ფორმულა") თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.


