imedi /  27 აგვისტო 2021, 13:08 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ზვიად გამსახურდიამ თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას შესწირა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ დღეს დილით ვიმყოფებოდით ჩვენი პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, სოფელ ხიბულაში მოვინახულეთ მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები გაატარა ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც შესწირა თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას - იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვა ყველას ახსენებს ქვეყნისა და ხალხისადმი პასუხისმგებლობას.

„ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, არის ჩვენი ყველას ბრალი, ჩვენი ხალხის ბრალია, ჩვენი ბრალია, ჩემი და ყველასი, ვინც ვერ დავიცავით მაშინ პირველი პრეზიდენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხვევა გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ანუ არ მომხდარიყო ის სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღეები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა და ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ პოლიტიკოსების და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ისინი ვერ დაელოდნენ მომდევნო არჩევნებს და მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა. ეს არის მწარე გამოცდილება და მწარე გაკვეთილი, რომელიც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დღესაც გვჭირდება ამ ტრაგედიის კარგად გააზრება, რადგან დღესაც ანალოგიურად, ჩვენ ვნახეთ სულ რაღაც 2-3 წლის წინ, ანალოგიური მცდელობაც იყო - ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა, იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 10 წლის წინ და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ დავკარგეთ ეროვნული კაცი - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და უამრავი სხვა ადამიანი შეეწირა ამ იდეას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად დაზარალდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაინგრა და მოიშალა ყველაფერი - ინფრასტრუქტურა, ფაბრიკა-ქარხნები, ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში და ქვეყანამ მიიღო სრული განუკითხაობა, კრიმინალების თარეში, კრიმინალები მართავდნენ საქართველოს 90-იან წლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კრიმინალების ნაწილი დღესაც ძალადობს საზოგადოებაზე.

„მათი გამორჩეული სახეები, ვიცით ვის რიგებში არიან - ისევ რევანშისტული, რადიკალური პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ რიგებში. ის ადამიანები, რომლებიც ესროდნენ პარლამენტს ტყვიას, ჩვენს მომავალს ესროდნენ და ანგრევდნენ, დღესაც ძალადობენ და დღესაც სურთ ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი მათ არჩევნების გზით აღარასოდეს მოუშვებს ხელისუფლებაში. ამიტომაც, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც გარე, ისე შიდა მტერს არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების საშუალება. ჩვენ მივდივართ მტკიცედ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

30 აპრილი 2026, 12:45

რეგიონი

პროექტის - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“, მეორე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა ქალაქებისა: თბილისი და რუსთავი) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოსო არჩვაძე

30 აპრილი 2026, 12:44

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს

2026 წლის მარტში, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა დინამიკურ განვითარებას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის მარტთან 10.7 პროცენტი შეადგინა (მთლიანად პირველ კვარტალში: +9.1%). ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 14 თვის მანძილზე. ზრდის აღნიშნული ტემპი თითქმის 3.5-ჯერ და მეტად აღემატება გლობალური ეკონომიკის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (სპარსეთის ყურეში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ: +3.1%, ნაცვლად ადრინდელი +3.3%-სა) - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

30 აპრილი 2026, 12:28

რეგიონი

მანავის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

30 აპრილი 2026, 12:23

რეგიონი

მამუკა რეხვიაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება

რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ დაიწყო, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

30 აპრილი 2026, 12:21

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, ხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.

30 აპრილი 2026, 12:20

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები გაატარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

30 აპრილი 2026, 12:13

ეკონომიკა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

30 აპრილი 2026, 12:09

მსოფლიო

POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, იმ დროს, როცა ავიაკომპანიები ფრენებს აჩერებენ, ხოლო ჩინოვნიკები მოქალაქეებს სამსახურში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, ევროპის ძალისხმევა ირანთან ომით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მოულოდნელ პრობლემას აწყდება: არავინ იცის, თუ რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი კონტინენტზე.

დავით ქართველიშვილი

30 აპრილი 2026, 12:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს

„თაგვმა ("ფორმულა") თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.

გურამ მაჭარაშვილი

30 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს

იმისთვის, რომ ამა თუ იმ სფეროში იყოს ჯანსაღი კონკურენცია, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

30 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ცესკოს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი 2026, 11:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი

მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

30 აპრილი 2026, 11:39

საზოგადოება

პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა

პრემიერი - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. „ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ. დღეს ჩვენ გულის ტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ზვიად ავალიანი

30 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

ზვიად ავალიანი: არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და პუტინის ფილოსოფიას შორის - სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?

თუ რუმინეთისა და მოლდოვას გათიშვა უნდა შეფასდეს, როგორც „გეოპოლიტიკური პროცესი, რომელმაც ერთი ხალხი ორად გახლიჩა", მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე ვთქვათ რუსეთსა და უკრაინაზე? - წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში.

30 აპრილი 2026, 11:25

საზოგადოება

ზესტაფონში სკოლის მოსწავლეებთან ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.

30 აპრილი 2026, 11:22

თავდაცვა

მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი

დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

გია აბაშიძე

30 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ​​ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 125 დოლარს გასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ფასიც, რომელმაც 110 დოლარს გადააჭარბა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი

30 აპრილი 2026, 11:19

თავდაცვა

პრეზიდენტი: თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას

30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.