Imedi /  31 აგვისტო 2021, 19:25 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: დღეს დამატებით ვალების აღების არანაირი საჭიროება არ დგას

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

დღეს დამატებით ვალების აღების არანაირი საჭიროება არ დგას, რაც თუნდაც გასულ წელს იდგა საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი შემცირებისა და მეორე მხრივ, ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდიდან გამომდინარე, - წერს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 75 მილიონიანი დახმარება, რეალურად გრძელვადიანი კრედიტი, თუნდაც უპროცენტო, არანაირ კავშირში არ არის ევროკავშირის სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერასთან.

„ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების „შეჩერებაზე“ და მის ასაღებად მთავრობის უარზე ახლა ერთი ამბავია ატეხილი. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ პოტენციური ინვესტორები ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანენ მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებენ აქტივობას. კიდევ უფრო შორს მიდის მიხეილ სააკაშვილი, გაიხსენა რა იგავარაკი, როცა მელა ყურძენს ვერ მისწვდა და ეს ოცნების მთავრობის ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას შეადარა.

რეალურად კი ორივე ეს თვალსაზრისი სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და სიტუაციის გამძაფრების ისეთი მუქი სურათის ჩვენებას ემსახურება, თითქოს, ქვეყანა სერიოზული ფინანსური პრობლემებში შევა, თუ რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის დათქმული „რეფერენდუმი“ და მერე ვადამდელით ოცნების სახლში გაშვება ვერ მოხერხდა. თორემ, თუ გავიხსენებთ სააკაშვილი არ იყო, ევროინტეგრაციის დაჩქარების საპირისპიროდ სულაც სინგაპურიზაციას რომ აწვებოდა?

ამ დროს უნდა ითქვას, რომ ეს 75 მილიონიანი დახმარება, რეალურად გრძელვადიანი კრედიტი, თუნდაც უპროცენტო, არანაირ კავშირში არა არის ევროკავშირის სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერაზე. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ამასწინანდელი ვიზიტიც ამის დასტურია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან მთლიანი მხარდაჭერა გამოუცხადა რა მმართველ პარტიას, გააჟღერა უმნიშვნელოვანესი გზავნილები ევროპიდან დახმარების გეგმასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. კერძოდ, საქართველოს მიეცემა საშუალება რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას, რაც უპრეცედენტოა თავისი მოცულობით და პანდემიამდე პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედზე მეტია.

სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო „სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა საკრედიტო რეიტინგი, ხოლო ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით გაუზარდა 7.7 % -დე. ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის.

თავის მხრივ, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება პირდაპირ არის დამოკიდებული საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან და საგარეო ვალდებულებების შემცირებასთან. ამიტომაც არის, რომ მთავრობა 2026 წლისათვის მთავრობის წმინდა ვალის შემცირებას გეგმავს არსებული 61 პროცენტიდან 45 პროცენტამდე, ხოლო 2030 წლისათვის 40 პროცენტზე დაბლა იქნება. ამასთან ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება დღევანდელი 7.9 პროცენტიდან 2 პროცენტამდე.

დღეს არანაირი საჭიროება არ დგას დამატებით ვალების აღებაზე, რაც თუნდაც, გასულ წელს იდგა საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი შემცირების და მეორეს მხრივ, ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდიდან გამომდინარე. ბიუჯეტის შემოსავლებმა მარტო ბოლო ერთ თვეში 1 099 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 26.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის წინა ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს – 15.8 პროცენტით აღემატება. აღნიშნული პროცესი ქმნის სახელმწიფო ვალდებულებების უფრო სრული და დროული დაფარვის შესაძლებლობას, მათ შორის სახელმწიფო ვალის დაჩქარებული მომსახურებისა და მისი ტვირთის (მშპ-თან თანაფარდობის) შემცირების რეალურ პირობებს.

გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2,5 მილიარდს დახარჯავს, დაფინანსდება 1 300-ზე მეტი საწარმო. პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას, ახალი პროგრამებისთვის ბენეფიციარები ერთდროულად

მიიღებენ როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე პროექტის 15 პროცენტით საგრანტო თანადაფინანსებას ბანკების წინაშე, ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების დანერგვით, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

ეს პროგრამა რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ემსახურება, მიგვიყვანს გაცილებით თვითკმარ და ექსპორტჩანაცვლებად ეკონომიკამდე, რაც გარდა საგარეო მოწყვლადობის შემცირებისა, დასაქმების მძლავრი სტიმულატორიც გახდება, განსაკუთრებით რეგიონებში“, - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის გვერდზე.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 10:10

სამართალი

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 10:08

კულტურა

ლევილში ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

ლევილის ქართველთა მამულში მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომას საქართველოს კულტურის მინისტრი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.

25 სექტემბერი 2026, 10:00

თავდაცვა

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

25 სექტემბერი 2026, 09:55

რეგიონი

კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.

25 სექტემბერი 2026, 09:48

პოლიტიკა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.

არარატ მირზოიანი ჯეიჰუნ ბაირამოვი

25 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესი განიხილეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 09:40

კულტურა

გალერეა „ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა „სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა

გალერეა ,,ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა ,,სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ექსკლუზიური ნამუშევრები. კოლექციის ინსპირაციას თანამედროვე, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი წარმოადგენს.

ნიკა გვარამია

25 სექტემბერი 2026, 09:29

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ის, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ფაქტია! არ გვიყვარს მეგობრებო და სიყვარულით ვერ შევცვლით ამ ურთიერთობას

სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ანტიაფხაზურად შეფასდა, პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.

კირილ დმიტრიევი

25 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

CNN: რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ნიუ-იორკში უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 09:23

რეგიონი

შემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 09:15

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

25 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 1 500 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ულიანოვსკში ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი კახიანი

25 სექტემბერი 2026, 08:45

პოლიტიკა

გიორგი კახიანი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ავრცელებენ სრულიად ანტიქართულ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი ფორმით ცდილობენ თავიანთი პატრონების მხრიდან გარკვეული მხარდაჭერის მოპოვებას

ავრცელებენ სრულიად ანტიქართულ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

25 სექტემბერი 2026, 08:29

რეგიონი

შსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

25 სექტემბერი 2026, 08:22

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 სექტემბერი 2026, 08:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

25 სექტემბერი 2026, 08:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 02:55

პოლიტიკა

პრემიერი Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა

ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი. როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც Kordz-ის კონცერტის გაუქმებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 02:52

პოლიტიკა

პრემიერი: ეკა გიგაურიც ერთ-ერთი უცხოელი აგენტია, თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის, რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები, ჩვენი ქვეყანა იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით და ასე ვაპირებთ ქვეყნის მართვის გაგრძელებას

ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 02:45

პოლიტიკა

პრემიერი: მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს

მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.