დავით ქართველიშვილი: ამერიკული „შემთხვევითი“ ერთობლივი ვოიაჟისა არ იყოს, ასევე „შემთხვევითა“ და შეხმატკბილებულად დასცხეს სახელმწიფოს „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ეკონომისტებმა
დავით ქართველიშვილი
ფოტო: Imedi
დღეს ამერიკული „შემთხვევითი“ ერთობლივი ვოიაჟისა არ იყოს, ასევე „შემთხვევით“ და შეხმატკბილებულად დასცხეს ამ სახელმწიფოს „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ეკონომისტებმა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„ერთს ძალიან გაუხარდა მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის საკრედიტო მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) აღებაზე - ტყუისო ხელისუფლება! სინამდვილეში მას სანქციები დაუწესესო და ამ ტრანშს ისედაც არ აძლევენო. როგორც ჩანს, გაფანტული აზროვნების პათოლოგია გასცდა მათ რიგებში პოლიტიკურ სფეროს, სადაც ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმთან ეშლებათ და უკვე ეკონომიკურ სფეროსაც მიაღწია.
ასევე სიხარულით, ორკესტრირებულად დასცხო ხელისუფლებას გახარიას ეკონომიკურმა გუნდმა. ჩვენ კი არ ვამბობთ უარსო, ისინი აღარ გვაძლევენო, იმიტომ რომ ერთი წლის წინ აღებული ვალდებულებების - მოსამართლეთა დანიშვნისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების შესახებ, შესრულების საფასური ყოფილაო ეგ ტრანში და მთავრობამ ესენი არ შეასრულაო. განა რამეთი ამყარებს ამ არგუმენტებს, სიტყვაზე მენდეთო - ჩვენი გუნდი და სიცრუე ან უნამუსობა, გაგიგიათო?
ამას იძახის ადამიანი, რომელიც ერთი წლის წინ იმ პრემიერის მრჩეველი იყო, რომელმაც ეს ვალდებულებები თურმე, აიღო თავის თავზე. სადაა ხსენებულ რეფორმირებაში თქვენი ეკონომიკური გუნდის თუნდაც, ნახევარწლიანი წვლილი?! სადაა „ალიოშა დევდარიანის არქივი“?!
ამასობაში კი ბელადის „ბუდეს“ კვლავ ვიღაცამ გადაუფრინა და იმანაც არ დააყოვნა - შპრიცები, ვაქცინები, თვითმფრინავები, ბრიუსელი, ავღანეთი... ყველაფერი ერთ ბოდვაში მოათავსა - აი, თურმე, რას სთავაზობდა „საყვარელ ქვეყანას" და რა პროექტები „ჩაუშალა“ მთავრობამ?! ახალი „ქართული“ ფოლკლორული შედევრიც კი შექმნა „ამჟავებულ მკვახე ყურძენზე“ და მისი წვენი თავის შიზოფრენიულ ამომრჩეველს ოყნით შეუყვანა აზროვნების ხვრელში. ოღონდ ბრიუსელში არა ქვეყნის პრემიერს უწოდეს „იდიოტი“ - იდიოტი შენ, სააკაშვილო, უწოდე ბრიუსელში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. თუ დაგავიწყდა, მე ამის ციტატა შენახული მაქვს და შენ, შენი ბოდვის არა?“, - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული.
„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მილიონი ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს“, - დასძინა კობახიძემ.
ყველა სიახლე
25 სექტემბერი 2026, 11:02
სამართალი
გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:58
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს - ეს კი ცენტრალური როლია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.
25 სექტემბერი 2026, 10:50
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება
დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
25 სექტემბერი 2026, 10:50
მსოფლიო
Reuters: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბლოკადის ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობენ
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ეტაპობრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის, იუწყება Reuters-ი.
25 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.
25 სექტემბერი 2026, 10:36
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 სექტემბერი 2026, 10:36
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
25 სექტემბერი 2026, 10:32
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ბიოუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:29
მსოფლიო
The Telegraph: მრჩევლები ენდი ბერნემს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგებენ
დაუნინგ სთრითის მრჩევლები მომავალ წელს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობიან. ინფორმაციას The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
25 სექტემბერი 2026, 10:08
კულტურა
ლევილში ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
ლევილის ქართველთა მამულში მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომას საქართველოს კულტურის მინისტრი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.
25 სექტემბერი 2026, 10:00
თავდაცვა
ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა
მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
25 სექტემბერი 2026, 09:55
რეგიონი
კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
25 სექტემბერი 2026, 09:48
პოლიტიკა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
25 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესი განიხილეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:40
კულტურა
გალერეა „ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა „სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა
გალერეა ,,ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა ,,სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ექსკლუზიური ნამუშევრები. კოლექციის ინსპირაციას თანამედროვე, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი წარმოადგენს.
25 სექტემბერი 2026, 09:29
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ის, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ფაქტია! არ გვიყვარს მეგობრებო და სიყვარულით ვერ შევცვლით ამ ურთიერთობას
სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ანტიაფხაზურად შეფასდა, პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
25 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
CNN: რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ნიუ-იორკში უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:23
რეგიონი
შემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


