ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
საარჩევნო კამპანიის დროს მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წინა ხელისუფლებაზე საუბარს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს და პირველ რიგში მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. სანამ ამ ჯალათებსა და მკვლელებს ექნებათ სურვილი და პრეტენზია, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის, ჩვენ ყოველდღე შევახსენებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური „ნაცმოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და ეს მორიგ პოლიტიკურ თაღლითობად შეაფასა.
„ჩვენ გუშინ ერთგვარი შედარებებიც გავაკეთეთ, შედარებები ხელწერას შორის. რა არის ჩვენი ხელწერა და რა იყო მათი ხელწერა, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა და როგორ შეიძლება, შეიცვალოს. ისინი დღეს გამოდიან და საუბრობენ რაღაც მაღალ მატერიებზე. თუნდაც, გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის პატივსაცემად, ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება.
რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ? - „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს. ამის მიუხედავად, ჩვენ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადავდგით ნაბიჯი და ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც იყო შესასრულებელი, პირნათლად შევასრულეთ.
კიდევ არის დარჩენილი გარკვეული რეფორმებისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ და რაც ვთქვით, იმას გავაკეთებთ. მეორე მხრივ, ჩვენ რა ვნახეთ მათგან, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისგან, ეს ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ არის მეორე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათებისა და მკვლელების კორპორაციას. ვნახეთ, რომ არავითარი პროგრესი, არავითარი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, პარლამენტში როგორ იქცეოდნენ და რეალურად, ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება.
ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები?! ეს ხომ აბსურდია, მეგობრებო! ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი განსაცდელი გაიარა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.
„ათასობით ადამიანი, 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი, გასამართლებული, 4 მილიონი ცხოვრობს დღეს ქვეყანაში. გადაუარეს, გადათელეს, ფეხქვეშ გათელეს ქართველების ღირსება, რა თქმა უნდა, დროებით, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული ხალხი, რომელიც არავის არასოდეს აპატიებს ღირსების შელახვასა და სათანადო პასუხს გასცემს და გასცა კიდევაც „ქართულმა ოცნებამ“ 1-ლ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და გაუშვა მოუსავლეთში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.
„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ ჰქონდა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 19:18
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.
11 სექტემბერი 2026, 19:01
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ
როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.
11 სექტემბერი 2026, 18:50
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
11 სექტემბერი 2026, 18:45
რეგიონი
ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება
ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
11 სექტემბერი 2026, 18:35
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.
11 სექტემბერი 2026, 18:31
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
11 სექტემბერი 2026, 18:20
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში პარლამენტში მოისმინეს
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.
11 სექტემბერი 2026, 18:10
საზოგადოება
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026-ის გამარჯვებული მასწავლებელი გამოავლინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელი გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.
11 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან
ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 18:06
პოლიტიკა
პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა
„მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
11 სექტემბერი 2026, 18:05
სამართალი
სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.
11 სექტემბერი 2026, 18:04
რეგიონი
რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული
დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.
11 სექტემბერი 2026, 17:58
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.
11 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
11 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ
მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.
11 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ.
11 სექტემბერი 2026, 17:55
ეკონომიკა
ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.
11 სექტემბერი 2026, 17:49
მსოფლიო
ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის
ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 17:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს
მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 17:43
საზოგადოება
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.


