ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავასრულეთ ომებისა და რევოლუციების დრო, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება, ომმა რა ნგრევაც მოიტანა, კარგად ვიცით და მაშინაც ვნახეთ ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, პროგნოზირებადობის ან განჭვრეტადობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, დაგეგმო შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის პროფესიას, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა.
„უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ დავასრულეთ ომების და რევოლუციების დრო, ჩვენ დავასრულეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა დასადგურდა. ომმა რა ნგრევაც მოიტანა, კარგად ვიცით და რაც ვნახეთ ომის პერიოდში და როგორც იმართა ქვეყანა, თუ ამას მართვა ჰქვია. იმ მართლაც ეროვნული დონის კრიზისის დროს, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გმირულად იღუპებოდნენ, მათ შორის თავი გაწირეს და ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს, მათ შორის სამოქალაქო პირებმა, მაშინაც ვნახეთ ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე. ამიტომაც მეგობრებო, ჩვენი ხალხი ბრძენია, ყველაფერს კარგად ხედავს და კარგად ესმის და სწორ არჩევანს გააკეთებს. ხალხი არჩევს შავს და თეთრს, სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს ამიტომ, 2 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მობილიზებულად მივალთ და ჩავატარებთ ძალიან მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებს და არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გავაგრძელებთ მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების დინამიკა იმედისმომცემია.
„12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მართლაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ეს არ არის შემთხვევით მიღწეული შედეგი. ეს არის სწორედ ჩვენ მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯები, რომ გავხსენით ქვეყანა ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ჩვენს ბიზნესს, მეწარმეებს ჩავუსახეთ იმედი და სტაბილურობის განცდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს შემუშავებული ყველა რეგიონის განვითარების მიმართულებით. 32 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, მომდევნო წლების განმავლობაში, რომ თანაბრად განვითარდეს ყველა რეგიონი და ერთხელ და სამუდამოდ, იყოს მოწესრიგებული გზები, ხიდები, წყალგაყვანილობა, რომ არც ერთ ქალაქში აღარ იყოს წყლის პრობლემა, არცერთ სოფელში აღარ იყოს წყლის პრობლემა და რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა. გვინდა, რომ ეტაპობრივად, ურბანული განახლების ფარგლებში, გავალამაზოთ, მოვეფეროთ, მოვუაროთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, შენობებს, ისტორიულ ძეგლებს, სკვერებს, ბაღებს, შევქმნათ ახალი ტურისტული ლოკაციები. ეს პროგრამა არის მრავალწლიანი, წელს დავიწყეთ, 500 მილიონი ლარი ჯდება აღნიშნული პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს კარგად მოვლილი ქალაქები, სოფლები, მუნიციპალიტეტები. ასევე, ვგეგმავთ ტურიზმის მიმართულებით ძალიან მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას. აღვადგენთ როგორც არსებულ ძველ ტურისტულ ლოკაციებს, ასევე, ახალი ტურისტული ცენტრების შექმნაზე ვმუშაობთ და უახლოეს თვეებში წარმოგიდგენთ თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის დონეზე რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს - თითოეულ მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტს, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ათეულობით პროექტი, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, კერები, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მთლიანობაში ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
31 აგვისტო 2026, 12:19
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge -ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.


