კახა კალაძე: მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
შიდაკვარტალური და საუბნო გამწვანების განვითარებისთვის, მომდევნო წლიდან, შესაძლებელი გახდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ საკუთარი ეზოს გამწვანება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმ, კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პროგრამა „გაამწვანე შენი უბანი“ მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს, როგორც მწვანე სივრცეების გაზრდას უბნებში, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას.
„პროგრამის „გაამწვანე შენი უბანი“ მიხედვით, დამატებით გამწვანდება ყველა ეზო. ეს არის ახალი საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ უბნებსა და ეზოებში მცხოვრებ ადამიანებს თავად ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ეზოების გამწვანების, განახლებისა და ისინი ჩვენი მხრიდან წახალისებულები იქნებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნულ პროგრამაზე საუბრისას განმარტა, კორპუსების ეზოების გამწვანების ინიციატივა თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოვიდა და მას მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი.
„ეს პროგრამა გამომდინარეობს იქიდან, რომ ძალიან ხშირია ადგილობრივი მოსახლეობისგან თხოვნა, რომ გამგეობამ ან მუნიციპალიტეტმა ნერგები აჩუქოს ან დაურგოს. ჩვენ მოვიფიქრეთ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. მუნიციპალიტეტისგან იქნება გამოყოფილი გარკვეული თანხები. მუნიციპალიტეტი შეიძენს გარკვეულ ნარგავებს და შემდეგ უკვე ამხანაგობა აიღებს თავის თავზე გამწვანების სამუშაოების ჩატარებას. შეიქმნება ფორმალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მინიმუმ 100 000 ნარგავის დარგვას შევძლებთ უბნებსა და ეზოებში. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრამა წარმატებული იქნება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციისას, მწვანე ქალაქის შექმნის მიზნით დაგეგმილ პროექტებს შორის მერობის კანდიდატმა ფონდ „ქართუსთან“ ერთად 300 ჰა დეგრადირებული ტყის აღდგენაც დაასახელა და „ქართუს“ ხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მწვანე ქალაქის შექმნის მიზნით, დედაქალაქში დაირგვება, მინიმუმ, 300 000 ნარგავი. პარალელურად, მიმდინარეობს ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქალაქისთვის. ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებული და გადამხმარია. თბილისის ტყე გაშენდება 300 ჰა ფართობზე. მინდა, საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადავუხადო იმ აღდგენითი სამუშაოებისთვის, რასაც მთაწმინდის ფერდზე ახორციელებენ. ჩვენ თანამონაწილეები ვიქნებით ამ პროცესის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას თქმით, დედაქალაქში ტყის მასივების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გენგეგმამ შემოიღო ტყის ზონა და ამით შეაჩერა ტყის ხარჯზე მშენებლობების ადრე არსებული პრაქტიკა.
„მთაწმინდის გარდა, სადაც ფონდი „ქართუ“ გამწვანების ღონისძიებებს ახორციელებს, ჩვენ სხვა პრობლემურ ფერდებზეც შევალთ და ანალოგიურ სამუშაოებს ჩავატარებთ. ეს იქნება თბილისის ზღვის ფერდები, მახათას მთის ფერდი, ასევე ნუცუბიძის და ჯიქიას ფერდები. ჯამში, 300 ჰა ტყე იქნება გაშენებული დამატებით. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, არცერთი ეზო და კვარტალი არ იყოს სკვერის გარეშე და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება 1 000-ზე მეტი სკვერის მოწყობა გვაქვს დაგეგმილი. ასევე, საპილოტედ დავიწყეთ ბეტონის კუნძულების გადაკეთება საპილოტე კუნძულებად. მინიმუმ, 12 000 კვ მ. ფართობზე მოვაწყობთ დამატებით კუნძულებს. რაც მთავარია, ჩვენ 4 წელიწადში არ გვექნება დაავადებული ფიჭვების პრობლემა და აქტიურად დავიწყებთ ამ ხე-მცენარეების ჩანაცვლებას”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 09:17
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას „სოდ“-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის) ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.
13 ივნისი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივნისს საქართველოში
13 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
13 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა და ვენესუელამ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ვენესუელელი ნარკობარონი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი მოკლეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვენესუელის ხელისუფლებასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება Tren de Aragua (TdA)-ს დამფუძნებელი და ლიდერი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი, მეტსახელად ნინიო გერერო.
13 ივნისი 2026, 08:24
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში პირველი დუბლი დაფიქსირდა
აშშ, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი დაფიქსირდა. ორი გატანილი გოლის ავტორი აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგანი გახდა.
13 ივნისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ღია ეთერი - რევოლუციის 5 მცდელობა 4 წელიწადში - ვინ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გზით ქვეყნის სათავეში მოქცევას, როგორ რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ღია ეთერში ერთმანეთის პირისპირ - ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია და პოლიტეკონომისტი ბექა ნაცვლიშვილი.
13 ივნისი 2026, 08:00
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
13 ივნისი 2026, 01:50
სპორტი
კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ტორონტოში გამართული B ჯგუფის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
13 ივნისი 2026, 01:43
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
13 ივნისი 2026, 00:49
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა
მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.
13 ივნისი 2026, 00:46
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, „ნაცებმა“ ხმა უნდა ჩაიკმინდონ პოლიციის ძალადობაზე. „ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ არ ვიცი, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე”- წერს დობორჯგინიძე.
13 ივნისი 2026, 00:13
სამართალი
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“.
13 ივნისი 2026, 00:08
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰორმუზის სრუტე ომამდელ რეჟიმს აღარ დაუბრუნდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ ფორმატს აღარ დაუბრუნდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა თეირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ინსტრუმენტია და იგი ამჟამად ირანისა და ომანის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.
13 ივნისი 2026, 00:04
სამართალი
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
„გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.
12 ივნისი 2026, 23:48
მსოფლიო
პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განმარტა, რომ უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კიევმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის გეგმაში ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რედაქციით შეიტანა.
12 ივნისი 2026, 23:39
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.
12 ივნისი 2026, 23:06
მსოფლიო
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა - ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც
„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.
12 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აბას არაღჩი: ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან
ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
12 ივნისი 2026, 22:20
კულტურა
„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO
„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.
12 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას
დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


