imedi /  23 სექტემბერი 2021, 14:12 / სანდო წყარო

ვლადიმერ პაპავა: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არის და რომ მოვიდნენ, წარმოიდგინეთ ბიზნესზე რა ტერორი იქნება

ვლადიმერ პაპავა

ვლადიმერ პაპავა

ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის თუ მედიასაშუალების მხრიდან ისმის მოწოდებები, რომ ახლა „ვისოლის“ საწვავი არ ჩავასხათ, პროდუქტები არ შევიძინოთ. ეს ბიზნესზე ტერორია. ეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალიდან მოდის, რომელიც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდა თავის დროზე და ახლაც ღიად თუ არა, ირიბად მაინც ასოცირებულია. წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად განთავსდა ეს ბანერები, - ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რითაც სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლას გამოეხმაურა.

„ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ჰყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს ბიზნესი ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ხალხი დასაქმებული იყოს, ბიუჯეტში შემოსავლები იყოს და სახელმწიფო ვითარდებოდეს. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბიზნესმენიც ადამიანია. მასაც აქვს პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ბიზნესისთვის დამახასიათებელია ასეთი რამ… ბიზნესს ხმაური არ უყვარს. ეს ტენდენცია მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ამ დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გამოიკრა ბანერები, რომელსაც ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა. წარმოვიდგინოთ, რომ ის ბანერი ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ იმავდროულად არის საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ძალიან მოეწონა. იმიტომ, რომ ბევრს არ დავიწყებია, რა იყო და როგორ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ამიტომ, გემოვნებებზე არ კამათობენ. იმავდროულად, იმის დადანაშაულება, რომ რამაც გაიჟღერა მედიაში და დაიწერა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის თუ მედიასაშუალების მხრიდან, რომ ახლა „ვისოლის“ საწვავი არ ჩავასხათ, პროდუქტები არ შევიძინოთ. ეს ბიზნესზე ტერორია. ეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალიდან მოდის, რომელიც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდა თავის დროზე და ახლაც ღიად თუ არა, ირიბად მაინც ასოცირებულია,“ – ამბობს ვლადიმერ პაპავა.

მისივე თქმით, მთავარი ის არის, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება.

„წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება. თორემ სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია პოლიტიკურ სივრცეში. თუ ამას ვიხილავთ ბანერზე ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითად ვართ განწყობილები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რადგანაც მათი ბოროტება გვახსოვს და საკუთარ თავზეც გვაქვს გადატანილი, ეს სიძულვილის ენა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ანუ სიმართლის ამსახველი. დანარჩენი, როგორი კომპოზიცია შედგა და ვინ არის წარმოდგენილი, ეს გემოვნების ამბავია. გემოვნებაზე კი, როგორც წესი, არ კამათობენ. ამიტომ, მთავარია, რამდენად სამართლებრივად გაკეთდა ყველაფერი. ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმართოს და გაარკვიოს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაიმე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თორემ რომ ყოფილიყო, უკვე სასამართლოშიც იქნებოდა სარჩელი შეტანილი. მე იურისტი არ გახლავართ. უბრალოდ, ვეცნობი ინფორმაციებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის, უფრო მორალური მხარეა ბიზნესის დატერორება. ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამით ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლის ხმასაც კარგავენ. ის ადამიანი ვინც „ვისოლის“ დიდ ჰოლდინგში მუშაობს ყველას ემუქრება. „საწვავი არ ჩაასხა“, „პროდუქტი არ იყიდო“, „კვების ობიექტში არ შეხვიდე“. როგორ შეიძლება ეს. ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც – დღეს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია კახა ოქრიაშვილი, რომ გამოვიდეს ახლა ვიღაც და თქვას „პსპ“-ში წამლები არ იყიდოთ. ეს შეიძლება? ვიღაცას ეს პოლიტიკოსი მოსწონს, ვიღაცას - ის. ბიზნესი ბიზნესია. ამიტომ, თუ „ვისოლი“ გაყიდის კარგი ხარისხის საწვავს, ის მომხმარებელი მისგან მაინც იყიდის. მაგრამ ეს ზეწოლა ფსიქოლოგიური ტერორია და შეიძლება, სახელმწიფოს ტერორში გადაიზარდოს, თუ ეს ხალხი ხელისუფლებაში რაღა ფორმით მოსვლას შეძლებს. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. საჭიროა პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის, რის გამოც სიძულვილის ენა გაბატონებულია. მოვა ის დროც, როდესაც ცივილიზებული სახით იქნება პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ბიზნესს მოვექცეთ ფრთხილად. იმიტომ, რომ არჩევნები ჩაივლის, ცხოვრება მის შემდეგაც გრძელდება და ბიზნესი გვჭირდება. ბიზნესმენებს კი, ყველას თავისი გემოვნება აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას „ვისოლ ჯგუფს“ უკავშირებს. ბანერებზე ოპოზიციონერი ლიდერები არიან გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“.

ყველა სიახლე

ბაჩო ოდიშარია

14 ივნისი 2026, 21:30

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები სინჯის მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის მანძილზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.

14 ივნისი 2026, 21:12

პოლიტიკა

დაშლილების ნანუკა ჟორჟოლიანით რეინკარნაციის მცდელობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ხუთგზის ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ სააკაშვილმა რევოლუცია, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დააანონსა.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 ივნისი 2026, 21:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა

რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პრო ირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი პრო ირანული ხელისუფლება, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო ვისთანაც დაპირისპირებულია ამერიკა, იმასთან ლოიალურადაა საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

14 ივნისი 2026, 20:50

პოლიტიკა

„სანთლით საძებარი“ ბაჩო ახალაიას მსხვერპლები - რეჟიმის ჯალათი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მონანიებისა და ბოდიშის ნაცვლად ეს მსხვერპლთა დაცინვაა. „იმედის კვირას“ დაუკავშირდნენ ის ოჯახები, ვისაც ანი ნადარეიშვილი „სანთლით დაეძებს“.

მარიამ ცუცქირიძე

14 ივნისი 2026, 20:41

პოლიტიკა

ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლე ანი ნადარეიშვილის განცხადებაზე: ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის

ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლემ მარიამ ცუცქირიძემ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის კომენტარის საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ სანთლით ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩო ახალაიამ რამე დაუშავა და მას ასეთი ადამიანი არ უნახავს.

14 ივნისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო

დღეს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო.

14 ივნისი 2026, 20:15

პოლიტიკა

რევოლუციების მოწყობის სურვილით შეპყრობილთა მძიმე სამართლებრივ-პოლიტიკური დღეები - რადიკალების ფიასკო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

2022 წლის მძიმე კადრების ანონსი „ტვ პირველზე“ მთავარი ამბის - მოძალადეების დაკავების დამალვით, ვიცე-პრემიერის ნათქვამის დამახინჯება და 4 ოქტომბრის საქმე. რადიკალები საკუთარ ტყუილებში და დეზინფორმაციაში აიხლართნენ.

14 ივნისი 2026, 20:05

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა. სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

14 ივნისი 2026, 20:01

პოლიტიკა

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ - მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ. ამ ვერსიის გასამყარებლად მათ სცადეს მანიპულაცია 2022 წელს გადაღებული კადრებით, რომლის მონაწილე სამართალდამცავებიც უკვე თვეებია სასჯელს იხდიან - იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულებს საჩივრით არავისთვის მიუმართავთ. ანუ როდესაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა იცოდნენ, რომ საქმე გამოძიებული იყო და დამნაშავეებიც დასჯილები იყვნენ. შესაბამისად, მიზანმიმართულად სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო

დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდარ ვუჩიჩი

14 ივნისი 2026, 19:23

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა

ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2026, 18:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე

მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2026, 18:33

პოლიტიკა

პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

14 ივნისი 2026, 18:25

საზოგადოება

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა.

14 ივნისი 2026, 18:24

მსოფლიო

Axios: აშშ და ირანი წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას დისტანციურად მოაწერენ ხელს

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკვე არაერთხელ დააანონსა ირანთან გარიგების დადება, განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი 14 ივნისს მოეწერება. ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ კვირას არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ.

14 ივნისი 2026, 18:15

საზოგადოება

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი საქართველოს სახელით „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო ეტაპზე გაიგზავნება.

14 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

14 ივნისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე: მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია

მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2026, 17:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.