IMEDI /  03 ოქტომბერი 2021, 21:56 / სანდო წყარო

თამაზ მოლაშვილი: სასტიკად ნაწამებ სულხანს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ. ისეთ საკანში ამყოფებდნენ, მასთან მისულ მათიას იორშს გული წაუვიდა

თამაზ მოლაშვილი

თამაზ მოლაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა, „იმედის კვირაში“ მისი შვილის დაკავებისა და წამების ფაქტები გაიხსენა. მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის სულხან მოლაშვილის დაპატიმრებისა და წამების საქმეში ფიგურირებდა.

„ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში შეყვანის კადრები ვნახე. ერთი მაგის სახეს შეხედეთ, როგორი გაღიმებული შევიდა ციხეში. მაგისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ციხეში რომ შეხვალ, როგორც სულხან მოლაშვილს ზურგზე სიგარეტის ნამწვავს მიგადებენ, როგორ ხასიათზე შევიდოდა? ეგ ღიმილით შევიდოდა ციხეში?“- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

მისი თქმით, სულხან მოლაშვილი დაპატიმრებისას 120 კილოგრამს იწონიდა და ორ თვეში მისი წონა 70 კილოგრამამდე ჩამოვიდა. „სასტიკად ნაწამებს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ. მომდიოდა ეს ამბები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტებით სავსე პიროვნებაა და უხარია სხვისი ტანჯვა და წამება. მაგასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, რომ იარაღი მქონოდა ხელში მაგრამ ვერ ვეღირსე მაგას.

როდესაც სულხანი დააკავეს, მეშვიდე საპყრობილეში გააქანეს ბნელ სარდაფში სადაც არც სინათლე იყო, არც სკამი, არც მაგიდა. ელენე თევდორაძე და მათიას იორში სანახავად რომ მივიდნენ, მათიას იორშს გული წაუვიდა და ძლივს გამოიყვანეს. ეს წამება არ იყო?

მიხეილ სააკაშვილის თამადობით, მასთან ძალიან ბევრ პიროვნებას აქვს დანაშაული ჩადენილი. იგივე გიგა ბოკერიას, თუნდაც პროკურორ გრიგალაშვილს, ექიმებს. როდესაც სულხან მოლაშვილს „C ჰეპატიტი“ დაუდგინეს 11 თვე არ უმკურნალეს. არ თქვაო ექიმს უთხრეს, ზევით ეწყინებათო. ეს უკვე დავალება იყო, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულიყო. თავიდანვე რომ ემკურნალათ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო. საფრანგეთში წავიდა სამკურნალოდ, მაგრამ ისეთი დაავადება ჰქონდა, რომ ვერაფრით ვერ მოარჩინეს,“- გაიხსენა თამაზ მოლაშვილმა.

სულხან მოლაშვილის მამა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და სხვებმაც უნდა იგრძნონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. „პედაგოგი ვარ და არცერთ შემთხვევაში არ მინდა ვინმე მოკლან ან ჩამოახრჩონ, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, რომ სააკაშვილს და მის მსგავს ადამიანებს გნებავთ უგულავას, გნებავთ მერაბიშვილს გასუქებულები და გაბღენძილები რომ გამოვიდნენ ციხიდან, რაღაცნაირად შეუმცირონ საკვები, რომ რაღაცით მაინც იგრძნონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ასეთ გაფუფუნებულ ვითარებაში რომ ამყოფებენ ციხეში, იმიტომაც ღიმილით შევიდა სააკაშვილი. ის რაც პირადად სააკაშვილის მეთაურობით ჩემმა ოჯახმა განიცადა, იმის ნახევრის ნახევარი მაინც რომ მიიღოს ,“- აღნიშნა მოლაშვილმა.

თამაზ მოლაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეში გიგა ბოკერიაც ფიგურირებს. „აიღეთ თუნდაც ბოკერია, რამდენჯერ ამბობდა სულხანი ტელევიზიით, მედიაში, მას ადებდა ხელს. თუ სადმე ვინმემ გაიგონა ის, რომ გიგა ბოკერიას ეთქვას, რომ ეგ ტყუილია. როდესაც სულხანს ვკითხე, შვილო, რატომ არ იღებს ბოკერია ხმას მეთქი, მიპასუხა, მასთან პირისპირ რომ დამსვა ისეთ რაღაცეებს ვეტყვი, ენა ჩაუვარდება და სასტიკად გამტყუნდება ხალხის წინაშეო. როგორც გავიგე მას წინასწარ ჰქონდა სია შედგენილი, რომ მთავრობაში რომ მოვიდოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ. მაგისმა მოგვარემ სულხანის უთხრა, ეგ სია მაჩვენა და თქვენც ხართ იმ სიაში და აუცილებლად დაგაპატიმრებენო“, - გაიხსენა სულხან მოლაშვილის მამამ.

2016 წლია 29 ივნისს, 47 წლის ასაკში საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში.

2004 წლის აპრილში სულხან მოლაშვილი დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ.

18 ოქტომბერი 2021, 14:00

პოლიტიკა

„ენგურჰესი“: ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება

შპს „ენგურჰესი“, ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებას პასუხობს. „კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.

18 ოქტომბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ.

18 ოქტომბერი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი, ამ ეტაპზე, უკვე გამოითქვა უკვე IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ, სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ - აღნიშნა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 13:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება

18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

18 ოქტომბერი 2021, 13:41

პოლიტიკა

„ენგურჰესი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრალდებებზე: დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 13:36

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 13:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 13:28

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მოსახლეობის ნაწილი მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ხმაური იყო.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი

მოველოდი, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელა წავიდოდა, რადგან ანტივაქსერები მძლავრობენ, მაგრამ ამას, რაც მოხდა, არ ველოდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და წელს გრიპის კომპონენტი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, რადგან მოსახლეობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

„რამდენიმე ვარიანტია: პირველი - ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იგივე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირებაა საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია. მეორე - როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს. და ბოლოს, მესამე - შეიძლება ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კოვიდიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ ორი ვაქცინაცია“, - განმარტა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია - ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან

„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! საბოლო ჯამში, ქვეყანას აზარალებს. გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანსა და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

18 ოქტომბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის ბიზნეს შეხვედრები იმართება

ფორუმში 20 -მდე სლოვაკური და 50-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

ლოიდ ოსტინი
ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:03

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინის დახვედრის ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავადაცვის სამინისტროს ეწვია, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:00

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი ვაქცინაციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი, პირბადის ტარებაზე, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებაზე უარი და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული დიდი თავყრილობებია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთაც ქვეყანაში ეპიდვითარება დაამძიმა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ნამდვილად აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს - მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი იყო

„სულ ახლახან, საკმაოდ დიდი პოლიტიკური აქტივობა, თავყრილობა იყო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, საბედნიეროდ, არა უმრავლესობამ, წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროში, იმ კოშმარში დაბრუნების სურვილი გამოხატა“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას.

18 ოქტომბერი 2021, 12:44

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:44

COVID19

ნათია თურნავა: ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება, ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ

„ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს, გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, - განაცხადა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 12:39

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკა „პერსონა“ 10 წლისაა

ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკა „პერსონა“ 10 წლისაა. „პერსონა“ ქართული ტელესივრცის ერთადერთი გადაცემაა, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად მასპინძლობს ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს - ხელოვნების ლეგენდარულ, ცნობილ, დავიწყებულ თუ ისეთ წარმომადგენლებს, რომლებიც ტელესივრცეებს არ სწყალობენ.

ზაალ ანჯაფარიძე

18 ოქტომბერი 2021, 12:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას მიერ შიოზე მიტანილი იერიში კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი ენადათაფლული მოწოდებები შერიგებაზე არის სრული სიყალბე

„ცალკეულმა მღვდელმთავრებმა დაიწყეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგზე ქრისტიანული სწავლების და სახარების მორგება. ეს მათი არჩევანია, ხალხის და ღვთის წინაშე. ხოლო, როდესაც პატრიარქის თანამოსაყდრე შეეცადა საზოგადოებისთვის განემარტა ქრისტიანული სწავლების არსი, და ის, თუ რას გულისხმობს სახარება ბოროტებასთან ბრძოლის კუთხით, ის გახდა საშინელი თავდასხმების და შეურაცხყოფების ობიექტი ნაც-შემადგენლობის და მათი ღია თუ ლატენტური მომხრეების მხრიდან. იცით რატომ გავეშდნენ და გაგიჟდნენ? მათ ჩაეშალათ ის გეგმა -საზოგადოების გულუბრყვილო ნაწილის მიტყუება ყალბი შერიგების გზავნილით, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ მათი მომხრე „მამაოები“. მოკლედ, თავიანთი რეალური სახე კიდევ ერთხელ აჩვენეს“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.