imedi /  05 ოქტომბერი 2021, 13:40 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რაც ოპოზიციონერი კოლეგების დიდმა ნაწილმა გასწია საშინაო თუ საგარეო ველზე, მათ შორის, მიუღებელი მეთოდებით, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა მათ ვერ შეძლეს

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

მუნიციპალური არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მნიშვნელოვანი რამ - თითქმის ერთწლიანი მავნებლური მასკარადი, რომელმაც დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია, ჩრდილი მიაყენა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის ყველაზე მთავარს - ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და წინსვლას, იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რაც ოპოზიციონერი კოლეგების დიდმა ნაწილმა გასწია საშინაო თუ საგარეო ველზე, ყველა მეთოდის და საშუალების გამოყენებით, მათ შორის, მიუღებელი მეთოდებით, მიუხედავად დაუღალავი მცდელობისა, რომ შექმნილიყო ჩვენი ქვეყნის განვითარების უმძიმესი სურათი, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა - მათ ვერ შეძლეს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მუნიციპალურ არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდა, რომლებმაც თავად ნახეს, რომ საქართველოს ხელისუფლების სიძლიერე არის ჩვენს მხარდაჭერაში, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომელიც უბრალოდ არ ყალბდება. სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო ოდირს, ევროსაბჭოს კონგრესს, ევროპარლამენტს და ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც უზრუნველყო სადამკვირვებლო მისიების მოვლინება საქართველოში. „არჩევნების შეფასებები მნიშვნელოვანია დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ის შეფასება, რაც ერგო ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობას. დღეს ქვეყანას აქვს გამართული სამართლებრივი ბაზა იმისთვის, რომ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თვიდან აგვეცილებინა მუნიციპალური არჩევნების არსის შეცვლა და მისი გადაქცევა ეროვნულ საკითხად, რაც ბუნებრივია, გარდაუვალს გახდიდა პოლარიზაციის მაღალ ხარისხს. იგივე მოსაზრება დაფიქსირდა დამკვირვებლების მიერ არჩევნების შეფასებისას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებებს დაელოდება, ყურადღებით შეისწავლის მათ რეკომენდაციას, რათა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნის დემოკრატიის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ მთელი ძალისხმევა მოხმარდეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და არა უსაფუძვლო ხელოვნური კრიზისების მართვას.

მაკა ბოჭორიშვილმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატების ნაწილი კვლავ არ იმყოფება სხდომათა დარბაზში.

„მსურს სინანული გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ევროპელი კოლეგების მოწოდებებისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის პირდაპირი დაკავშირებისა ევროპულ მომავალთან, მიუხედავად ხალხის ნებით მიღებული მკაფიო გზავნილისა, ამ დარბაზში დღეს არ არის წარმოდგენილი დეპუტატების ნაწილი და ისინი ასეთი ქცევით უარს ამბობენ ქვეყნის სწორ განვითარებაში რაიმე წვლილის შეტანაზე და ადასტურებენ, რომ მზად არიან საკუთარ დესტრუქციულ ინტერესებს შესწირონ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ოქტომბერს გააკეთეს არჩევანი და ამით, თავისი წვლილი შეიტანეს საკუთარი სოფლის, ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვისაც ურყევად სჯერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ვინც გვენდობა და ვინც მხარი დაგვიჭირა. მათი აქტიურობის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის საჭირო შედეგის მიღება და ამ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მუნიციპალურ არჩევნებში. მსურს ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელს, იმ ადამიანებს რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ არჩევნები ყოფილიყო კარგად ადმინისტრირებული, მოქალაქეებს შეუფერხებლად მისცემოდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და საარჩევნო პროცესს მიეღო მაღალი შეფასება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.

28 ივლისი 2026, 12:04

რეგიონი

იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 11:42

კულტურა

„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.

28 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

დავით სონღულაშვილი

28 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

ლარი

28 ივლისი 2026, 11:01

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

28 ივლისი 2026, 10:53

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

28 ივლისი 2026, 10:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 10:48

ტექნოლოგიები

WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.

28 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივლისი 2026, 10:45

მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

28 ივლისი 2026, 10:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ

„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.

28 ივლისი 2026, 10:40

ჯანდაცვა

საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:38

რეგიონი

საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა

პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.

28 ივლისი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს

ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.

28 ივლისი 2026, 09:53

მსოფლიო

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.

28 ივლისი 2026, 09:49

მსოფლიო

ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.

ოლექსანდრ ბანკოვი

28 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.