10 ოქტომბერი 2021, 15:26 / სანდო წყარო

ესტონეთის საელჩო: შეძრული ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით

ესტონეთის საელჩო საქართველოში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელად თანავურგძნობთ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. შეძრული ვართ მომხდარი ტრაგედიით. მადლობა მაშველებს და ყველას, ვინც დაუღალავად იბრძოდა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალდება უკვე წარუდგინეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 11:50

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა და ენრიკო ვალვომ, ასევე, გაერთიანებული სამეფოს COP26-ს რეგიონულმა ელჩმა, დევიდ მორანმა, დამსწრე საზგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

18 ოქტომბერი 2021, 11:50

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერს სურს, ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალური გახდეს

შესაბამისი განცხადება სანჩესმა სოციალისტური პარტიის კონგრესზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროსტიტუცია ქალებს ამონებს. ამ გეგმის შესახებ სანჩესი ჯერ კიდევ 2019 წელს, თავის საარჩევნო მანიფესტში წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროსტიტუცია „სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთ უსასტიკესი ასპექტი და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმაა“. თუმცა დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 11:39

სპორტი

ნორისთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, „ინდიან უელსის“ ფინალში გასვლით, რეიტინგი გაიუმჯობესა

მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, ამერიკის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ATP 1000 Masters Indian Wells ზე ფინალური შეხვედრა ჩაატარა და, განახლებული რეიტინგით, 2 066 ქულით 27-ე პოზიციაზეა.

18 ოქტომბერი 2021, 11:30

მსოფლიო

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ.

მკვდარი ზღვა გაშიშვლება

18 ოქტომბერი 2021, 11:22

კულტურა

მკვდარ ზღვაში წყლის დონის შემცირების პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად ასობით ადამიანი გაშიშვლდა

გამოცემის ინფორმაციით, ეს ღონისძიება ამერიკელი ფოტოგრაფის, სპენსერ ტუნიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა. ტუნიკი ისრაელში ტურიზმის სამინისტროს სტუმრის სტატუსით იმყოფება, რათა მესამედ ასახოს მკვდარი ზღვის შემცირება შიშველი ადამიანების დახმარებით. მოდელებს სხეულებზე თეთრი საღებავი უსვიათ.

18 ოქტომბერი 2021, 11:18

რეგიონი

სტიქიამ ლანჩხუთის სოფელი სუფსა დააზარალა

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი სახლია დატბორილი.

18 ოქტომბერი 2021, 11:12

სამართალი

„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს

„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.

18 ოქტომბერი 2021, 11:10

მსოფლიო

ინდოეთის შტატ კერალაში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ კერალაში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 10:53

სამართალი

თუშეთის გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თუშეთის გზის 30-ე კილომეტრზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს ერთადერთ დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

18 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 260-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

18 ოქტომბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში 1 247 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.77%-ს შეადგენს

17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.47%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.07%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

დავით ქართველიშვილი

18 ოქტომბერი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპირებს სიმულაციას, თითქოს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემებს მოიმიზეზებს და საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს.

18 ოქტომბერი 2021, 10:37

თემა

არის თუ არა მერკელის წასვლა მაკრონისთვის შანსი? შეძლებს თუ არა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერი გახდეს?

ანგელა მერკელი თანამდებობას 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას თავისუფალი მსოფლიოს კანცლერს, ევროპის ლიდერსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს - ლიბერალური დასავლეთის უკანასკნელ დამცველსაც კი უწოდებდნენ. თუმცა ევროპულ პოლიტიკაზე არანაკლები გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. ახლა, როდესაც მერკელი ხელისუფლებაში აღარ არის, ემანუელ მაკრონს შანსი გამოუჩნდა. რამდენად დიდია ალბათობა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერობას შეძლებს, ამას პასუხი BBC-მ გასცა.

18 ოქტომბერი 2021, 10:36

კულტურა

კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

პროექტს, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირთან და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრთან ერთად, „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ განახორციელებს.

18 ოქტომბერი 2021, 10:32

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:31

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

18 ოქტომბერი 2021, 10:28

თემა

მოხდება თუ არა პოლექსიტი და ევრომაიდანი ვარშავაში? პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის შიდა კანონები ევროპულზე პრიორიტეტულია

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე პრიორიტეტულია. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას გააანალიზებენ. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილების „საფასურად“, ვარშავამ ევროკავშირისგან ათობით მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება ვერ მიიღოს. როგორ წარმოიშვა ბოლო წლების ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ვარშავასა და ბრიუსელს შორის და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია. პოლონური ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. თუმცა ხელისუფლება, რომელმაც ამ საქმის განხილვა წამოიწყო, დარწმუნებულია, რომ პოლონეთის მომავალს ევროკავშირში არაფერი ემუქრება. ერთი მხრივ, ექსპერტები პოლონეთში მზარდ სამართლებრივ ქაოსზე საუბრობენ. მეორე მხრივ კი, ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ისინი, ვისაც სურს "ევროპული პოლონეთი" დაიცვას, ვარშავის ცენტრალურ მოედანზე უნდა გამოვიდნენ.

გიორგი ხელაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 10:25

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილი Twitter-ზე წერს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია მომდევნო სამი წელი.