imedi.ge /  11 ოქტომბერი 2021, 15:52 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: სკეპტიკურად შევხედავ, რომ ოპოზიცია 14 ოქტომბერს გრანდიოზული მასშტაბის აქციის მოწყობას შეძლებს

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

სკეპტიკურად შევხედავ, რომ ოპოზიცია 14 ოქტომბერს გრანდიოზული მასშტაბის აქციის მოწყობას შეძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას. ამავდროულად, მიხეილ სარჯველაძეს აქციის ორგანიზატორებთან აქვს კითხვა, თუ რა არის მათი მოთხოვნა და პროტესტის მიზანი.

„ყველაფერს თავად საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს. როცა პროტესტს შეიძლება საფუძველი ჰქონდეს, საზოგადოება მის მიმართ სენსიტიურია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს

„პირადად ჩემი აზრია, რომ ცოტა დააგვიანეს კიდეც. მათ პირველი ტურისთვის მზადება და ზოგადად არჩევნებისთვის მზადება იმ კონსტრუქციული ნაბიჯებით რომ დაეწყოთ, რომელიც მათ ამომრჩეველს მისცემდა საშუალებას ამ კუთხით შეეფასებინათ და არა სიძულვილის ენის გამოყენებით,განხორციელებული დესტრუქციული პოლიტიკით, მაშინ შეიძლება ისინი უფრო წარმატებულები ყოფილიყვნენ. ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ამის გაკეთება ცოტა უკვე გვიანია. ეს მათი არჩევანია, ჩრდილოვანი წარმოადგინონ თუ სხვა მთავრობა. ამომრჩეველი მეორე ტურზე გააკეთებს არჩევანს და ძალიან კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც ქართული ოცნება გაიმარჯვებს. მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს“, - განაცხადა კუჭავამ.

21 ოქტომბერი 2021, 12:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რა ბრჭყვიალა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და გვარიანად ყარს

„ეს „კოალიციად“ წოდებული პროდუქტი რომ მალფუჭებადი და უხარისხოა, ამაზე მის სუბიექტთა ბიოგრაფიებიც მოწმობს და რაც მთავარია, პირველ ტურში ნაჩვენები შედეგები, სადაც ისინი დამარცხდნენ, რადგანაც ხალხმა/ამომრჩეველმა ეს უვარგისი პროდუქტი არ იყიდა. ასე რომ, რა ბრჭყვიალა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ამ ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და მე თუ მკითხავთ, გვარიანად ყარს!“ - წერს ანჯაფარიძე.

21 ოქტომბერი 2021, 12:15

საზოგადოება

ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყო

სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე, 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი გაკეთდა. ჯამში, პროექტისთვის 890 126 ლარი დაიხარჯა. მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი.

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 12:09

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ბრალდება არჩილ ჩიქოვანის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ არ დადგინდა

„2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებასთან შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ან რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

21 ოქტომბერი 2021, 11:50

ეკონომიკა

Forbes: საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის“. სტატიის ავტორი რანა გუდი Forbes-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 11:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როგორც იქნა, აღიარეს ნაციონალებმა, თუმცა ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა

გუშინ, მელიამ მამუკა ხაზარაძე, თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ, როგორი გახარებული იყო „ლელოს“ ლიდერი, გეგონება, მართლა მერის მოადგილედ დანიშნეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის მერის მოადგილედ წარდგენას და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის მამუკა ხაზარაძეზე ამბობს, რომ - ვერაფერი ვერ ისწავლა ცხოვრებაში და ყოველთვის არასწორ მხარეს ჩნდება. სააკაშვილი იხსენებს ხაზარაძის გეპე-ის კომკავშირის მდივნობის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც ის გეპეიდან გამოვარდა და ციხიდან გამოსულ მერაბ კოსტავას პალტო შემოახია.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 11:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება. ძველი, ამორტიზებული ლიფტების ახლით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რათა ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას კორპუსის ამხანაგობებთან ერთად განვახორციელებთ და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, რომლის შეგროვება ხშირად კორპუსის სამეზობლოს უწევს, გადაიხადოს მერიამ. ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ასევე გავაუქმებთ ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და აქტიურად დავიწყებთ ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლი, ევროპული სტანდარტის მქონე ლიფტებით ჩანაცვლებას. ამისთვის რუსთავში ლიფტების მოვლის სერვისი შეიქმნება და ჩვენ შევძლებთ, რუსთავში სრულად განვაახლოთ ლიფტები. სანამ ამის საშუალება გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს მის კორპუსში არსებული ლიფტით“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

21 ოქტომბერი 2021, 11:27

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს

„როგორც წესი, ინდივიდუალურ წერილებთან და განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგანაც ეს მათი პოზიციაა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ წერილის ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებში. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სახალხო დამცველის შეფასებებიც, დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებები, პატიმრობაში ყოფნის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს“, - აღნიშნა ჰარცელმა.

21 ოქტომბერი 2021, 11:08

სამართალი

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 194-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 932 643 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,21%-ს შეადგენს

20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.83% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.05%.

21 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:48

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ მიმართულებები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ონლაინ ფორმატში წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სექტორებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან პირველი განხილვა გაიმართა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, რომლის დროსაც პასუხი გაეცემა საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, მისი განვითარების მიმართულებებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერი 2021, 10:40

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

21 ოქტომბერი 2021, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირებასაც ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვარი

21 ოქტომბერი 2021, 10:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობს.

21 ოქტომბერი 2021, 10:16

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, სურსათის უვნებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სოფლის განვითარების პროექტების თანადაფინანსება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია”, - განაცხადა დავითაშვილმა.