IMEDI /  12 ოქტომბერი 2021, 14:42 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი:100 წლის შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც სტუმრობს ავსტრიას, მგონია ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის

ალექსანდერ ვან დენ ბელენი
სალომე ზურაბიშვილი

ალექსანდერ ვან დენ ბელენი
სალომე ზურაბიშვილი

100 წლის შემდეგ ვარ საქართველოს სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას და მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დრომდე შეხვედრაში პანდემიან შეგვიშალა ხელი, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა და ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სიმბოლურია, რადგან შედგა ეს ვიზიტი. შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინაჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთან იგივე ვითარება არაა, მაგრამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის. ესაა ჩვენი საერთო მოვალეობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა 100 წლის თავზე. „თუნდაც იმიტომ, რომ ავსტრიაში ნობელის პირველი პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო მშვიდობისკენ ორიენტირებული. ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. საქართველოს ფოსტამ გამოუშვა მარკა. მომავალ წელს იქნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი, გვაქვს გეგმა ისე აღვნიშნოთ, როგორც ორ ქვეყანას ეკადრება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 11 ოქტომბერს დაიწყო.

ყველა სიახლე

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-სა და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად

„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით, არაერთ ბრძოლაში ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას​

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.

სალომე ზურაბიშვილი და კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის

„კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიდებული გონება, რომელიც 21-ე საუკუნეში მსოფლიოს მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარა, მისი საქმიანობა მაგალითი იყო ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებსაც სურთ სამყარო უფრო უსაფრთხო გახდეს“, - წერს პრეზიდენტი.

ვლადიმირ ბოჟაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებაზე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არცერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ბანერებზე გამოტანილ სლოგანს ეხმაურება. ნიკა მელია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევეში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება.

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს: თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია

თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

18 ოქტომბერი 2021, 16:59

სამართალი

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

მას არც ანასტასიას შატალოვასთან მიმდინარე დავაზე და არც ორი თვის წინ მიმდინარე ინციდენტზე არ უსაუბრია. ზურაბ ბერიძის მეუღლემ, ხათუნა დიასამიძემ განაცხადა, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა, „ქალი კი თავიდანვე იყო მოგზავნილი და საქმე არის შეკერილი". მისი ადვოკატის თქმით, ბერიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან. ის არ არის დაკავებული და არც გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

18 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენთან ერთად ვერ ვიდექი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მედია საშუალებებით შეეძლო ედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია

„საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს, რომელიც ტალღებთან არის დაკავშირებული" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 16:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს - გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა

„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა - ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:22

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რეანიმაციებში კოვიდპაციენტების 98% აუცრელია - ჩვენი ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს

ბავშვთა კლინიკებში მწოლიარე ბავშვების მშობლების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებია აცრილი, ყველა აუცრელი მშობელი, თავისი შვილებთან ერთად, კლინიკებში წევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 16:15

ტექნოლოგიები

როგორ დავიცვათ თავი მავნე ელექტრონული გზავნილებისგან. აშშ-ის საელჩო რჩევებს აქვეყნებს

აშშ-ის საელჩო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვისადმი მიძღვნილ კამპანიას აგრძელებს. საელჩო სპამისა და მავნე ელექტრონული გზავნილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

18 ოქტომბერი 2021, 16:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა დაწყებულია, რთული ნოემბერი გველის, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლე.

კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 16:07

მსოფლიო

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები იყო.

18 ოქტომბერი 2021, 16:01

ტექნოლოგიები

ფასკუნჯმა, რომელსაც საქართველოში პირველად დაუმაგრეს GPS გადამცემი, გეზი აფრიკისკენ აიღო

ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკომ“, საქართველოში პირველად, ფასკუნჯს GPS გადამცემი დაუმაგრა. ფასკუნჯმა გეზი აფრიკისკენ აიღო და 23 დღეში 5 000 კმ-ზე მეტი დაფარა.

18 ოქტომბერი 2021, 16:00

მსოფლიო

რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს

რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 ოქტომბერი 2021, 15:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეკლესიაზე თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანაა

თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რაც უსამართლოა და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

ჩჟაო ლიცზიანი

18 ოქტომბერი 2021, 15:48

მსოფლიო

ჩინეთი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ჩინეთი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნას და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკას საგანგაშოდ აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.

18 ოქტომბერი 2021, 15:34

სპორტი

ბექა საღინაძემ ​საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის „ლიონს“ ზაფხულში პრო დე2-ის „ორიაკიდან“ შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.