ირაკლი ღარიბაშვილი: გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა, ასეთი სცენარით
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? ერთის მხრივ, ვუსმენთ მათ აბსურდულ ვერსიებს და ბოდვას, თითქოს ჩამოვიდა, რომ ვაჟკაცობა და თავდადების მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს, რაც სრული აბსურდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით, სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად დაემთხვა 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი განზრახვა ის ჰქონდა, რომ ის 2 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე გამოჩნდებოდა.
„ის იტყოდა, აი, ჩამოვედი ისე, რომ ვერ გაიგო მთავრობამ. ამ დროს, რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი იცოდა, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თავიდან ბოლომდე, ვიცოდით, სად იმალებოდა. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ გასაღებით გავაღეთ ბინის კარი, რომელშიც იგი იმალებოდა. ამით ჩანს ყველაფერი, რომ სრული კონტროლის ქვეშ იყო სიტუაცია და ბუნებრივია, სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი 1-ელ ოქტომბერს. ახლა, რა უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე. მოგეხსენებათ, ვინაიდან იგი არის ბრალდებული და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული, სამივე ინსტანციის, ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაუყოვნებლივ დაკავება. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის. წარმოიდგინეთ, არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ არის, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა და ეს ყველაფერი, სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც, ჩატარებაც და ბუნებრივია, შედეგებიც. შემდეგ იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას და ასეთი სცენარით ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ ადამიანს უწოდო, თუ არა მტერი. ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. არ მინდა, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ყველა ვერსია ლეგიტიმურია“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 04:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისიამ მოუწოდა ალბანეთს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.
10 ივნისი 2026, 03:52
მსოფლიო
Axios: აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო
აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია პასუხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული ძალების მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდების ფაქტზე. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 03:20
მსოფლიო
POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
10 ივნისი 2026, 03:15
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დაიწყო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რეგიონში არსებული ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.
10 ივნისი 2026, 03:10
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არცერთი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არცერთი თავდასხმა არ დარჩება „უპასუხოდ“.
10 ივნისი 2026, 03:06
მსოფლიო
ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.
10 ივნისი 2026, 02:01
მსოფლიო
ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია
ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.
10 ივნისი 2026, 01:53
მსოფლიო
მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
10 ივნისი 2026, 01:31
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.
09 ივნისი 2026, 23:37
მსოფლიო
ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.
09 ივნისი 2026, 22:43
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.
09 ივნისი 2026, 22:38
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ
უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
09 ივნისი 2026, 22:20
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.
09 ივნისი 2026, 22:09
მსოფლიო
ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის
რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივნისი 2026, 22:04
საზოგადოება
ლევან მაისურაძე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი
განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.
09 ივნისი 2026, 21:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.
09 ივნისი 2026, 21:50
მსოფლიო
CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო
ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:45
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:44
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.
09 ივნისი 2026, 21:39
ეკონომიკა
ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის რეიტინგზე: ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი და დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია
ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი ინფორმაცია, დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გამჭვირვალობის რეიტინგის შეფასებისას.


