თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გეგმაში არჩევნები, გეგმაში აქვთ, რომ იყოს დაპირისპირება და კიდევ შეეცადონ, რომ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდება
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გეგმაში არჩევნები, გეგმაში აქვთ, რომ იყოს დაპირისპირება და კიდევ შეეცადონ, რომ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
წულუკიანს სჯერა, რომ ქვეყნის არც ერთი კუთხე და რეგიონი წარსულს არ დაუბრუნდება.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ის გამოძიება, რომელსაც ის აწარმოებს. ეს გახლავთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტები, რომელზეც ის სხვადასხვა სამუშაოს აწარმოებს გამოძიების ფარგლებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დავინახავთ შედეგს, მაგრამ შედეგის დანახვამდე, ერთი რამ ნათელია, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, რა თქმა უნდა, არ აქვს გეგმაში არჩევნები. მათ გეგმაში აქვთ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კიდევ დაპირისპირება და კიდევ შეეცადონ რომ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ არსებობს უკვე ხელშესახები, თვალსაჩინო მტკიცებულებები, რომ გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“ აყალბებდა ყველა იმ კვლევას, რომელსაც თავად ატარებდა და გუშინ მოუწიათ IPSOS-ის უკრაინის ოფისთან დაპირისპირება, რადგან სინამდვილეში კვლევამ აჩვენა, რომ ზუგდიდში იგებს წოწერია. „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევამ აჩვენა, რომ ზუგდიდში იგებს წოწერია, მათ კი თქვეს, რომ იგებს მელია. ეს არის ის, რა მეთოდითაც ისინი მუშაობენ. მაგრამ დღეს მჯერა, რომ სამეგრელოში და ზუგდიდში, რა თქმა უნდა, მოიგებს „ქართული ოცნება“და არც ერთი ჩვენი ქვეყნის კუთხე და რეგიონი არ დაუბრუნდება წარსულს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 10:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს ჰიონ დუ კიმს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 10:55
რეგიონი
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით, განახორციელებს.
29 ივლისი 2026, 10:55
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:50
ტექნოლოგიები
კვლევა: ფინანსური სირთულეები ტვინის დაბერებას აჩქარებს
მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის 2 759 მცხოვრების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნულ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 1946 წლის ერთი კვირის განმავლობაში დაიბადნენ.
29 ივლისი 2026, 10:48
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში გათვლილია ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
29 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
რუსეთში „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:24
კულტურა
ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.
29 ივლისი 2026, 10:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
29 ივლისი 2026, 10:00
მსოფლიო
CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
29 ივლისი 2026, 09:47
მსოფლიო
Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 09:32
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში
სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
29 ივლისი 2026, 09:29
კულტურა
გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა
„გონიოს ჰანგები“ - გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა. ისტორიული ციხის კედლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია გონიოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისტორიის გაცოცხლება.
29 ივლისი 2026, 09:28
რეგიონი
ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს
როგორც აღინიშნა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
29 ივლისი 2026, 09:27
რეგიონი
ძველ რუსთავში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს
რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს ძველ რუსთავში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაზე არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მუშაობს.
29 ივლისი 2026, 09:26
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა
შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის განვითარების შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი ის საკითხები განსაზღვრეს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული.
29 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU), შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს. ინფორმაციას გამოცემა censor.net ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 09:23
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი თინათინ რუხაძეზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე
„იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი [თინათინ რუხაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე. ძალიან ბევრი საქმის ინიციატორი იყო - ძალიან ბევრი ფესტივალი ჩატარდა, ბევრი მიმართულებით გადაიგა ნაბიჯები. გვახსოვს მისი აქტიური ნაბიჯები კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
29 ივლისი 2026, 09:18
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი თინათინ რუხაძეზე: შეგვიძლია მას ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში საზოგადოებას ახსოვს არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხრიდან
შეგვიძლია მას [თინათინ რუხაძეს] ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 ივლისი 2026, 09:09
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს ტროტუარებში საკაბელო არხების განთავსება იგეგმება
დედაქალაქის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იცვლება წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები, დაწყებულია სანიაღვრეების მოწყობა.


