მიხეილ სარჯველაძე: შარშან, ოპოზიციას არ ჰქონდა რეალური საფუძველი, მაგრამ მაინც ვიხილეთ საბოტაჟი, ახლაც მოსალოდნელია ანალოგიური
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: არქივი
ჩვენ არც შარშან გვინახავს ოპოზიციის არგუმენტაციის მხარდამჭერი და დასაყრდენად გამოყენებადი რაიმე დასკვნა და სამართლებრივი საფუძველი. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვიხილეთ საბოტაჟი. ახლაც მოსალოდნელია ანალოგიური დამოკიდებულებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ვეცდებით საზოგადოების განწყობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ოპოზიცია იძულებული გახდეს ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში და რეალურად შეასრულოს ის ფუნქცია, რომელსაც მას კონსტიტუცია აკისრებს. რეალურად ეს პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ უფლება, რომ მონიჭებული მანდატის ფარგლებში რეალური ფუნქციის შესრულებაზე იფიქროს ოპოზიციამ. ეს არ გააკეთეს შარშანდელი არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვე. შემდეგაც, როცა შემოვიდნენ რა გააკეთეს. სავარაუდოა, რომ ახალაც იგივე დამოკიდებულება ექნებათ, მოსალოდნელია, სამწუხაროდ რეალობა ასეთია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
17 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის
დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.
17 აპრილი 2026, 17:41
რეგიონი
სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. მათ შორის, 5 ბავშვია.
17 აპრილი 2026, 17:34
ეკონომიკა
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი: ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
17 აპრილი 2026, 17:30
პოლიტიკა
განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი მაგისტრის დიპლომთან იქნება გათანაბრებული
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
17 აპრილი 2026, 17:26
კულტურა
პარიზში, „გრან პალეში“, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. წელს ქართული სტენდის სლოგანია „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“.
17 აპრილი 2026, 17:24
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
17 აპრილი 2026, 17:18
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
17 აპრილი 2026, 17:16
სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
17 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
Galt & Taggart-ის წარმომადგენელი: ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
17 აპრილი 2026, 17:03
ეკონომიკა
დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.
17 აპრილი 2026, 17:02
საზოგადოება
თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან. სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
17 აპრილი 2026, 16:59
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამური რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის გაიხსნა.
17 აპრილი 2026, 16:59
ეკონომიკა
მაია მელიქიძე: ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება
ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება, - განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, რომელიც დღეს ეკონომიკური ფორუმის მორიგ დისკუსიას ესწრებოდა.
17 აპრილი 2026, 16:58
საზოგადოება
ვეტერინართა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული პროტოკოლი შემუშავდება
საბჭოს წევრების შეფასებით, ქირურგიული პროტოკოლის შემუშავება ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ახალი რეგულაციის მიხედვით, პრაქტიკოსი ვეტერინარები ვალდებული იქნებიან ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებამდე დაიცვან პროტოკოლით განსაზღვრული პროცედურები.
17 აპრილი 2026, 16:40
სპორტი
დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფიგურულ ციგურაობაში არსებული მდგომარეობის, საერთაშორისო წარმატებებისა და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.
17 აპრილი 2026, 16:35
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონია. ლიპარტელიანმა ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
17 აპრილი 2026, 16:32
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: მხოლოდ ჩვენს ბანკში დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია, ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება
ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
17 აპრილი 2026, 16:26
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
17 აპრილი 2026, 16:17
ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


