ირაკლი კობახიძე მოშიმშილე დეპუტატებზე: ამ შემთხვევაში შიმშილობა შანტაჟის ფორმაა, თუმცა ესაა მათი პოლიტიკური უფლება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მიხელ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატების ქმედება შეაფასა. მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატები მიმართავენ შანტაჟს ფორმას, თუმცა ეს მათი პოლიტიკური უფლებაა.
„რაც შეეხება შიმშილობის პოლიტიკურ მხარეს, ესაა შანტაჟის ფორმა. რა თქმა უნდა ესაა მათი პოლიტიკური უფლება. თქვენ გახსოვთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ამყოფა შანტაჟისა და ხელოვნური კრიზისის რეჟიმში ეს ქვეყანა. იგივეს განაგრძობენ შიმშილობის ფორმით, რაც ჩვენთვის ბუნებრივია მიუღებელია, თუმცა ესაა მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ მიმართონ ამ ფორმას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ წუთებში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები იმყოფებიან. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზუსტად ახლა არიან მისული ელენე ხოშტარიას მოსაკითხად. თუ ანალოგიური საჭიროება იქნება სხვა დეპუტატებთან მიმართებითაც, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან გადაიდგმება იგივე ნაბიჯი“, - აღნიშნა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. ამავე მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
ყველა სიახლე
15 მარტი 2026, 10:30
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მდმ“, „კლეფედრონი“,„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „ლიზერგიდი“, „კრატომი“, „კეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
15 მარტი 2026, 10:27
სამართალი
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1984 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
15 მარტი 2026, 10:11
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ დღეს რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. ცნობილია „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა.
15 მარტი 2026, 10:05
მსოფლიო
ტრამპი: უკანასკნელი ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ზელენსკია
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა. „გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის... ზელენსკისთან მოლაპარაკება ბევრად უფრო რთულია“, - განაცხადა ტრამპმა.
15 მარტი 2026, 09:56
სამართალი
პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.
15 მარტი 2026, 09:52
მსოფლიო
Wall Street Journal: მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას, ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს - თეირანში შიშობენ, რომ საბოლოოდ დარჩებიან დანგრეულ ქვეყანაში, იმავე ავტოკრატ მმართველებთან, რომლებიც ომამდე მართავდნენ ქვეყანას
„მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას. ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal.
15 მარტი 2026, 09:47
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: განვლილმა წლებმა დაგვანახვეს, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა
განვლილმა წლებმა დაგვანახვეს, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
15 მარტი 2026, 09:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს
ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“.
15 მარტი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
15 მარტი 2026, 08:35
მსოფლიო
Reuters: დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადებაზე უარი თქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო. ამის თაობაზე Reuters-ი წერს.
15 მარტი 2026, 08:02
მსოფლიო
აბას არაღჩი: აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, ხვრელებით სავსეა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგა, ხვრელებით სავსეა.
15 მარტი 2026, 00:19
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ 23 წლის გახდა
23 წელი სატელევიზიო სივრცეში - „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.
14 მარტი 2026, 23:46
პოლიტიკა
პაპუაშვილი ვახტანგ მეგრელიშვილს: საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს - ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა
„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 23:45
მსოფლიო
ბელგიის პრემიერი: რადგან არ შეგვიძლია, დავემუქროთ პუტინს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით და არც მისი ეკონომიკურად დახრჩობა შეგვიძლია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი - რუსეთთან გარიგების დადება
ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმდეს შეთანხმება უკრაინასთან კონფლიქტის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
14 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ
ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს
„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ვახტანგ მეგრელიშვილს.
14 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს, - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
14 მარტი 2026, 23:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
14 მარტი 2026, 23:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: მსხვერპლს და თავდამსხმელს ერთმანეთში ურევთ. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის
ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
14 მარტი 2026, 23:09
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თუ ვინმე შეგვილახავს, უნდა ვიყოთ პრინციპულები, როცა მიხვდებიან, რომ ხარ მონური ფსიქოლოგიის, მაშინ უფრო მეტს შემოგიტევენ
ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს ყველასთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაშიც ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ეს პოზიცია იცის ყველამ, მათ შორის მოსკოვმაც ძალიან კარგად იცის - ვიდრე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ჯარებს არ გაიყვანს, მანამდე არ გვექნება არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა სამართლებრივი მეთოდით უამრავი საქმე მოუგო.


