ლიზა იასკო: ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას თავისუფლებაზე მიიღებს
ლიზა იასკო
ფოტო: Facebook
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას ახალი მოთხოვნა აქვს - მისი გათავისუფლება.
ამჯერად, ამ საკითხზე რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჰოსპიტალში ცუდი პირობები არ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ცუდად მოქმედებს ის, რომ ერთ ოთახში უწევს ყოფნა.
„ექიმი არ ვარ, ჩემთვის რთული სათქმელია როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მე ვხედავ, რომ ის სუსტადაა და სხვადასხვა სიმპტომი აქვს, რომლისგანაც იტანჯება. ვფიქრობ, ბევრი დრო დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ აღსადგენად. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტის გზების მოძებნა მისი სამედიცინო რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე უნდა მოხდეს. გააგრძელეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის - ეს მისი მთავარი გზავნილებია, მაგრამ, გულწრფელად გითხრათ, მე მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას ის მიიღებს თავისუფლებაზე. ეს საკითხი უნდა იყოს განხილვის საგანი და ეს უნდა განხორციელდეს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. დიახ, ამ ჰოსპიტალში პირობები არ არის ცუდი, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მაგრამ ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც არ იხსნება ფანჯარა და ეს გავლენას ახდენს მასზე“, - განაცხადა ლიზა იასკომ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
08 ივნისი 2026, 09:34
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთმა „გემოფესტს“ უმასპინძლა
სამცხე-ჯავახეთმა გემოფესტს უმასპინძლა. გასტრონომიული ფესტივალი ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმე იყო წარმოდგენილი. ადგილზე მისულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.
08 ივნისი 2026, 09:34
მსოფლიო
სტარმერმა, ზელენსკიმ, მაკრონმა და მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 5 პირობა ჩამოაყალიბეს
პირობები მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ფრონტზე არსებული მიმდინარე პოზიციებიდან, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების „მყარი“ გარანტიების შექმნას.
08 ივნისი 2026, 09:27
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
08 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა
ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების ფონზე მოხდა. მან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ირანზე საპასუხო დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.
08 ივნისი 2026, 09:20
კულტურა
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში ბაროკოს მუსიკის საღამო გაიმართა
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ბაროკოს ეპოქის მუსიკა და საფორტეპიანო რეპერტუარის შედევრები სრულდება. ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში უკვე შედგა ბაროკოს მუსიკის საღამო. მსმენელის წინაშე კი ანსამბლი „ვაჩე ბაროკო“ წარდგა და მე-17-18 საუკუნეების ევროპული მუსიკალური კულტურის გამორჩეული ნიმუშები შეასრულა.
08 ივნისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა
„თქვენ არ კორუმპირებული ხართ ან უბრალოდ სულელი. თქვენი არჩევნები გაყალბებულია. თავად ხართ კორუმპირებული და გადაცემა Meet the Press-იც კორუმპირებულია, ისევე როგორც ABC, CBS -ი და CNN-ი კორუმპირებული და მოსყიდული ტელექსელები. ამით დავასრულოთ. ჩემთვის საკმარისია. გმადლობთ, ძვირფასო“, - განაცხადა ტრამპმა.
08 ივნისი 2026, 09:10
მსოფლიო
სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული. მათგან 43 რეგიონულ, 16 კი ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის 9 საქმე საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლითაა აღძრული.
08 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ, „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.
08 ივნისი 2026, 08:57
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს. მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. მშობლების თქმით, ისინი მადლობა უხდიან მხარდაჭერისთვის საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს.
08 ივნისი 2026, 08:49
საზოგადოება
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან გამართა. მათ ტორონტოში არსებული ქართული სკოლა და მართლმადიდებლური ეკლესია მოინახულეს.
08 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
08 ივნისი 2026, 08:33
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
08 ივნისი 2026, 08:26
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
08 ივნისი 2026, 08:17
მსოფლიო
სომხეთის ცესკო-ს თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 50.86% მოიპოვა
წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ხმების 56%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ ხმების 50.86% მოიპოვა. ხმათა 23.19%-ით პარტიების ბლოკი ძლიერი სომხეთი მეორე ადგილზეა.
08 ივნისი 2026, 08:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
08 ივნისი 2026, 01:09
მსოფლიო
ტრამპი ირანს: საკმარისია. დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
08 ივნისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.
07 ივნისი 2026, 23:50
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე: დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში არსებითი წვლილის შეტანა შეუძლია ელჩს. თუ გამოგზავნიან ელჩს, რომელსაც პატივს სცემენ სტრუქტურაში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის ჩამოვა გაეცნობა ვითარებას და მიაწვდის სწორ ინფორმაციას, რომ არც ერთი მტკიცებულება 2024 წლის არჩევნების გაყალბებისა დღემდე არ არსებობს და ა.შ. თუ ელჩი ამ პოზიციაზე იქნება, არ არის ის ვითარება, რომ გაიწვიონ ის, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა ახალი ელჩის პირობებში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
07 ივნისი 2026, 23:43
პოლიტიკა
იან პრაუდი: საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი
საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს გამოწვევებზე საუბრისას, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.


