www.imedi.ge /  01 დეკემბერი 2021, 11:13 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: მაქსიმალურად გამოვიყენებთ ნატოს მინისტერიალს იმისთვის, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანმა განმარტა, რაზე ისაუბრებს რიგაში, ნატოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნისთვის სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა ვართ მიწვეული ნატოს მინისტერიალზე. ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოსა და უკრაინის შესრულებული პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, არის კარგად მიღებული და ისინი ძალიან აფასებენ იმას, თუ რა კეთდება ნატოში ინტეგრაციის კუთხით, კერძოდ, პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მინისტერიალს იმისთვის, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის როლი შესაბამისად შეფასდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატოს 2030 წლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავინდებურად იყოს პრიორიტეტული და შენარჩუნებული. მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მუდმივად იყოს ჩვენი ნატოელი პარტნიორების დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულად ჩვენს მთავარ სამოქმედო გეგმას, შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

რა თქმა უნდა, აქცენტს გავაკეთებ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია შავი ზღვის კონტექსტში და ეს მინისტერიალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმ თვალსაზრისით, რომ მოვემზადოთ 2022 წლის ნატოს სამიტისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს რიგაში ჩანიშნულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელზეც საქართველო და უკრაინა არიან მიწვეული. ღონისძიებაზე სიტყვით დავით ზალკალიანი გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან, ინს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ყველა სიახლე

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 16:06

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას. უკაცრავად მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თანდათანობით მიიწევს საბჭოთა კავშირის, ბელარუსის გზით

როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:57

მსოფლიო

ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკას“.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:53

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის

„უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:51

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ვინც ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზს არ მიჰყვება, აშანტაჟებენ. მაგალითად ორბანს, სლოვაკეთის მთავრობას ეუბნებიან, რომ ფულს ვერ მიიღებთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთს ან საქართველოს, აშანტაჟებენ ვიზებით

ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.

კემი ბადენოკი

26 თებერვალი 2026, 15:37

მსოფლიო

ბრიტანეთის „კონსერვატორების“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.

მიქაელ ჯაბაროვი

26 თებერვალი 2026, 15:24

პოლიტიკა

მიქაელ ჯაბაროვი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია

სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე.

ომერ ბოლატი

26 თებერვალი 2026, 15:23

ეკონომიკა

თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 15:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს

„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

26 თებერვალი 2026, 15:18

რეგიონი

გივი მიქანაძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა გახსნა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.

ვიქტორ ორბანი

26 თებერვალი 2026, 15:02

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენ კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან, მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ

ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

ვახტანგ თოფურია

26 თებერვალი 2026, 14:54

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს - აცხადებენ, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, - წერს „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.

გიორგი გამსახურდია

26 თებერვალი 2026, 14:50

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე

თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 14:49

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან

რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.

26 თებერვალი 2026, 14:49

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.

26 თებერვალი 2026, 14:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში

„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:45

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა

როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრაშ ლასლო

26 თებერვალი 2026, 14:43

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან

საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია

არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

26 თებერვალი 2026, 14:35

კულტურა

საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.