23 დეკემბერი 2021, 15:32 / სანდო წყარო

ედიშერ გვენეტაძე გახარიას პარტიაზე: რა საერთო იდეები ნახა ამ ახლადჩამოყალიბებულმა პარტიამ სააკაშვილის, უგულავას, მეგისა ქარდავას, ადეიშვილის მიმდევრებ-მემკვიდრეებთან?!

ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

„ერთი წლის წინ, პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვის: „მე თქვენ დაგასრულებთ“ სიტყვის პატრონები დღეს იმ ჯერ კიდევ დაუსრულებლებთან, ქვეყნის ტერიტორიების გამყიდველ-გამჩუქებლებთან, მწამებლებთან პოლიტიკურად ჩახუჭუჭებულ-ჩამარყუჟებულნი, რომ გახდნენ!“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ჩხოროწყუში გახარიას პარტიის წევრის, შოთა წურწუმიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელია პარტიების ერთმანეთთან თანამშრომლობა, თუმცა, მნიშვნელოვანია - ვისთან.

„მას შემდეგ, რაც დაიწყო 1990-იანი წლები და პოლიტიკოსებმა საქართველოში თითქმის ორი საუკუნე ნახევრის შემდეგ კვლავ რეალობაში მოიყვანეს დიდი მოაზროვნის სიტყვები: „შეიქმნა დიდი მტრობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა/ავაზაკობა და შური ურცხვად გატეხა პირისა!“, რისი შემსწრე არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, რა არ განმიცდია, მაგრამ „ის კი არ გამიგონია, დედოფალს კოცნიდეს მაყარი“. ანუ ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვის: „მე თქვენ დაგასრულებთ" სიტყვის პატრონები დღეს იმ ჯერ კიდევ დაუსრულებლებთან, ქვეყნის ტერიტორიების გამყიდველ-გამჩუქებლებთან, მწამებლებთან პოლიტიკურად ჩახუჭუჭებულ-ჩამარყუჟებულნი რომ გახდნენ! ისე, ჩემთვის საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ, რა საერთო იდეები ნახა ამ ახლადჩამოყალიბებულმა პარტიამ სააკაშვილის, უგულავას, მეგისა ქარდავას, ადეიშვილის მიმდევრებ-მემკვიდრეებთან?! ისე, რომ გითხრათ, პარტიები საქართველოს საკეთილდღეოდ უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ქმნიდნენ ალიანსებს, ეს დემოკრატიის ანბანია! მაგრამ ვისთან? საკითხავი აი, ეს არის, ჩემო „გეორგიუს-კოლხებიუსებო", აი ეს?“,- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ მხარდაჭერით აირჩიეს.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2026, 11:05

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

25 ივლისი 2026, 11:04

სამართალი

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.

25 ივლისი 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

25 ივლისი 2026, 11:00

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გელა მთივლიშვილი

25 ივლისი 2026, 10:49

პოლიტიკა

გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში

წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს,- განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა, გადაცემაში „რეაქცია”.

ნიკუშორ დანი

25 ივლისი 2026, 10:48

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი კიდევ ერთი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათში ზედიზედ მეორედ ჩამოაъგდეს დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

25 ივლისი 2026, 10:33

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

აჭრის მთავრობის ინფორმაციით, საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ზღვისა და მთის უნიკალური სინთეზით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ვიზიტორებისთვის. მისივე თქმით, ზაფხულის ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს, მის მრავალფეროვნებასა და ემოციებს, რასაც ქალაქი თითოეულ სტუმარს სთავაზობს.

კარიმ ხანი

25 ივლისი 2026, 10:29

მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობიდან გადააყენა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობიდან გადააყენა.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივლისი 2026, 10:25

პოლიტიკა

სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა!

ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! - წერს მიხეილ სააკაშვილი ონისე ოქრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

25 ივლისი 2026, 09:46

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა.

25 ივლისი 2026, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივლისს საქართველოში

25 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

25 ივლისი 2026, 08:54

მსოფლიო

The New York Times: ევროკავშირი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე უარს ამბობს, თუმცა ამერიკულ ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების ეშინია

ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე მრავალწლიანი დამოკიდებულების დასრულების გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რაც კრემლისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და რუსეთის სამხედრო ძალის დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 08:50

საზოგადოება

თბილისის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დედაქალაქში 08:00 საათისთვის გაითიშა.

25 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 04:50

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა, - წერს Euronews-ი.

ილონ მასკი

25 ივლისი 2026, 04:02

მსოფლიო

ილონ მასკი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ჩავუღრმავდი ამ კონფლიქტის ისტორიას, რომ გამეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა - ამ დროს ძველი ნათქვამი გამახსენდა, რომ ომში ანგელოზები არ არსებობენ

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხის უკეთ გასაგებად ომის ისტორიას ჩაუღრმავდა.

ილონ მასკი

25 ივლისი 2026, 03:50

მსოფლიო

ილონ მასკი: მაღიზიანებენ ეს „სალონური“ დიპლომატები, რომლებიც ფუფუნებაში მართავენ ვახშმებს მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზზე ადამიანები იხოცებიან - დიპლომატები, რომლებიც მედიდურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხიოს რუსეთმა უკან, მაშინ როცა რუსეთი უკან დახევას არ აპირებს

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა დასავლელი დიპლომატების პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად არსებული რეალობის გათვალისწინებაა საჭირო.

ილონ მასკი

25 ივლისი 2026, 03:12

მსოფლიო

ილონ მასკი: ვფიქრობ, ბევრი უბრალოდ სასურველს აღიქვამს რეალობად, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი სრულად უნდა გავიდეს უკრაინიდან - ეს არ არის რეალისტური

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტის შესაძლო დარეგულირების გზებზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2026, 01:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი: რაც შეეხება ვენესუელაში არჩევნებს, ისინი ჯერ ნამდვილად არ არიან ამისთვის მზად - დელსი როდრიგესი ფანტასტიკურად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად არჩევნების ჩასატარებლად.