საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს მოუსმინეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას მოუსმინეს. საქართველოს საელჩო, რომელიც აკრედიტებულია ანკარაში ფარავს ასევე ალბანეთს, ბოსნიას, ალჟირს, მავრიტანიას და სუდანს.
მომხსენებელმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ურთიერთობაზე.
„თურქეთი არის არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი არამედ, სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირე. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულმხურვალედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც არაერთხელ დაუდასტურებია, ნებისმიერი ფორმატით თავყრილობის დროს. არ არსებობს ღონისძიება, სადაც მათ არ გამოუთქვამთ პოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და ჩვენი ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
მომხსენებელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიურად ურთიერთობებზე, განხორციელებულ ვიზიტებზე და მის შედეგებზე ისაუბრა.
ელჩმა ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი აღნიშნა. გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო დარგში, განათლების და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო კოვიდ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და ამ კუთხით თურქეთის მიერ გაწეული დახმარება აღინიშნა.
მოხსენების დასრულების შემდგომ სხდომა დახურულ კარს მიღმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„ელჩმა მიმოიხილა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. საუბარი იყო როგორც სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე. შევეხეთ თურქეთის ხედვებს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბალკანეთის ქვეყნებთან, მათ შორის, ალბანეთთან და ბოსნია - ჰერცოგოვინასთან ურთიერთობაზე. ალბანეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. დეპუტატების მხრიდან იყო ბევრი შეკითხვა და ელჩმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა როგორც ქართულ-თურქულ ასევე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. რეგიონულ ჭრილში, ძალიან კარგად დავინახეთ თურქეთის როლი“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღესვე, სხდომაზე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტიც განიხილეს.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 09:17
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინეთი რუსეთსა და ირანს დრონების კომპონენტებით ამარაგებს
ჩინეთის მცირე კომპანიები ღიად ამარაგებენ რუსეთსა და ირანს დრონების აწყობისთვის საჭირო კომპონენტებით - ძრავებით, ბატარეებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით და ჩიპებით. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დამობმა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ქალაქ კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 08:51
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 მაისს საქართველოში
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
06 მაისი 2026, 08:40
სპორტი
ქუთაისში 19-წლამდე მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-15 საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი
ქუთაისში 19-წლამდე მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-15 საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. ჩემპიონატში მსოფლიოს 11 ქვეყნის 200-მდე გოგონა და ვაჟი მოკრივე მონაწილეობს, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონ -პრიზიორი.
06 მაისი 2026, 08:39
მსოფლიო
9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ინტერნეტი შეზღუდეს
9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ინტერნეტი შეზღუდეს. გაითიშა ონლაინ გადახდის სისტემა და ტერმინალები.
06 მაისი 2026, 08:37
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, დაიბომბა კრამატორსკი
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, დაიბომბა კრამატორსკი. იერიშის სამიზნე გახდა დასახლებული პუნქტი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.
06 მაისი 2026, 08:35
პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება
რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.
06 მაისი 2026, 08:33
პოლიტიკა
აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა
აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რა დროსაც მხარეებმა ევროპის ენერგო რესურსებით მომარაგების სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპის ენერგო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
06 მაისი 2026, 08:29
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. იგება ასფალტის ახალი საფარი. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ლითონის ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები.
06 მაისი 2026, 08:28
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში თავიანთ ფრაქციის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ
შეხვედრების მიზანი, ფრაქციის წევრების მხრიდან მიმდინარე საკითხების განხილვა, ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების გაზიარებაა. მორიგი შეხვედრა ზესტაფონის საკრებულოში გაიმართა.
06 მაისი 2026, 08:23
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს
ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
06 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი
გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
06 მაისი 2026, 08:12
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს
მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
06 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროპარლამენტი პრაქტიკულად დაცილებულია იმ ღირებულებებს და ფუნქციებს, რაც სინამდვილეში გააჩნია
რაც კი ამ რეზოლუციაში წერია, მტკნარი სიცრუეა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
06 მაისი 2026, 02:26
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაქსიმუმზეა
რუსული ნავთობის ექსპორტის ღირებულება ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბური ინტერვენცია დაიწყო - აღნიშნული ზრდა განპირობებულია ნაკადების მატებითა და ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული მაღალი ფასებით, - წერს გამოცემა Bloomberg-ი.
06 მაისი 2026, 01:33
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მოთხოვნები არარეალური და შეუძლებელია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ს მისი ქვეყნის მიმართ „არარეალური და შეუძლებელი“ მოთხოვნების წაყენებაში დასდო ბრალი.
06 მაისი 2026, 01:01
სპორტი
„არსენალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ესპანური „ატლეტიკო“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.
06 მაისი 2026, 00:54
მსოფლიო
რუბიო: ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ შეტევითი ეტაპი დასრულებულია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ „ოპერაცია ეპიკური რისხვა“ დასრულებულია.
06 მაისი 2026, 00:45
მსოფლიო
რომის პაპი: თუ ვინმეს სურს ჩემი გაკრიტიკება სახარების ქადაგების გამო, დაე, ეს სიმართლით გააკეთოს
რომის პაპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გაკრიტიკება, სანამ ის ირანში მიმდინარე ომის ფონზე მშვიდობისკენ მოწოდებებს აგრძელებს. პაპის ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგ მწვავე საყვედურს მოჰყვა.
06 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს გიორგობაა
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.


