17 იანვარი 2022, 12:00 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე: „შავი სიების“ დაანონსება სწორედ ამბოხებულმა ჯგუფმა გიორგი მშვენიერაძის მეშვეობით სთხოვა სააკაშვილს, რათა კიდევ უფრო მეტი მოსამართლე დაშინდეს, მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამით მათი პოზიციები გაძლიერდეს

ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„შავი სიების“ დაანონსება სწორედ ამბოხებულმა ჯგუფმა გიორგი მშვენიერაძის მეშვეობით სთხოვა სააკაშვილს, რათა კიდევ უფრო მეტი მოსამართლე დაშინდეს, მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამით მათი პოზიციები გაძლიერდეს - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში საუბრობს.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში იკვრება მთელი ის წრე, რაზეც წინა წერილში ისაუბრა და აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება. „ამბოხებულმა“ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ - ნამდვილად ვერ შეფუთავენ ამ ყველაფერს „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის“ საფარქვეშ“ - წერს ქადაგიძე.

„ამ, ასე ვთქვათ, სააკაშვილი-მშვენიერაძის ხრიკზე არ ვისაუბრებდი, რომ არა იგივე ამ „ამბოხებული“ მოსამართლეების სიჩუმე სწორედ ამ ფაქტზე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი (რომელიც გამორჩეული იყო და „გამოცდილი“ იყო სწორედ რეპრესიებით და მოსამართლეების გაყრა-დამორჩილებით და დევნით მთელი თავისი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში) ღიად აანონსებს მათივე კოლეგა-მოსამართლეების შავ სიაში შეყვანას და ხალხის მტრებად გამოცხადებას. ელემენტარულად, როდესაც რეალურ დამოუკიდებლობაზე გაქვს პრეტენზია, ასეთ შემთხვევაში, როდესაც შენი კოლეგების „გაცხადებული რეპრესიების ქრონიკა“ ანონსდება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელსაც ამის “მდიდარი გამოცდილება“ გააჩნია, ფორმალურად მაინც რაღაც თქვი და დაგმე. თუმცა, ცხადია ეს „წაყრუება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ „შავი სიების“ დაანონსება სწორედ ამბოხებულმა ჯგუფმა გიორგი მშვენიერაძის მეშვებით სთხოვა სააკაშვილს, რათა კიდევ უფრო მეტი მოსამართლე დაშინდეს, მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამით მათი პოზიციები გაძლიერდეს. უფრო მეტიც, აშკარაა უკვე ის გარემოებაც, რომ „შავი სიის“ ნომინაციებიც სწორედ მესხიშვილთან და ამ ჯგუფთან „კონსულტაციის“ შედეგად შედგება და სწორედ ისინი დაასახელებენ კანდიდატებს სასამართლოდან” – წერს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ამ ამბოხების კამპანიას, იმავე სააკაშვილის დავალებით, აქტიურად აშუქებს მათივე სატელიტი სამივე ტელეარხი.

„ეხლაც ტვ. ფორმულამ და მთავარმა არხმა ახალი წლის დღეებში, ცხადია სააკაშვილის 5 იანვრის განცხადების („შავ სიებზე“ და „ხალხის მტრებზე“) გავრცელების შემდეგ, თურმე „ექსკლუზიურად“ შეიტყვეს, რომ ეს მოსამართლეები ამ კანონის გასაჩივრებას გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ამას მიუძღვნეს სიუჟეტებიც. ანუ აქედანაც უკვე ჩანს, რომ მოსამართლეების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გასაჩივრება იქნება ახალი სერია - მოსამართლეთა „ამბოხების ქრონიკებში“ და ამისთვის მოსამართლეებთან კოორდინირებულად ამზადებენ პიარულ ნიადაგს.

მოსამართლეთა სანქცირების თაობაზე სააკაშვილის ინიციატივას ასევე გამოეხმაურა ნაც. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და აღნიშნა, რომ ეს სწორი ინიციატივაა მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ხატია დეკანოიძე იყო ქეთევან მესხიშვილის მაღალჩინოსანი მეუღლის ხელმძღვანელი შ.ს.ს.-ს ორგანოებში წლების განმავლობაში და ახლაც სწორედ „პარტიული ინსტრუქციების“ მიღება ამ „არხით“ აქტიურად ხორციელდება ცოლ-ქმარი მესხიშვილების მიერ.
ფორმულას სიუჟეტში კი მოსამართლეთა პროტესტის გაძლიერებაზე საუბრობს იგივე გიორგი მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე (რომელიც მშვენიერაძის ყოფილ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს ამჟამად) და რომელზეც წინა წერილში აღვნიშნე კიდეც, რომ თავის მეუღლესთან ერთად აქტიურ კოორდინაციაშია „ამბოხებულ“ მოსამართლეთა ჯგუფთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სუბიექტების მხრიდან.

საბოლოო ჯამში იკვრება მთელი ის წრე, რაზეც მე ვისაუბრე წინა წერილში და აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ნაც. მოძრაობის და მისი სატელიტების პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება და „ამბოხებულმა“ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ - ნამდვილად ვერ შეფუთავენ ამ ყველაფერს „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის“ საფარქვეშ. ეს იქნება მკაფიო პოლიტიკური დემარში, რომელსაც ჰყავს თავისი „დირიჟორი“ და რომელიც გათვლილია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად, საერთო სასამართლოების გამოყენებით. მსგავსი პარალელი შეიძლება გავავლოთ 2016 წლის მოვლენებთან საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჩაითრიეს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც ზუსტად იმავე სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პირდაპირ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ცდილობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ - წერს ქადაგიძე.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.

მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ

გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 12:58

ეკონომიკა

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.

22 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.

მიხეილ ყაველაშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

გია აბაშიძე

22 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 12:09

საზოგადოება

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

22 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 12:06

რეგიონი

ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.

22 სექტემბერი 2026, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

22 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 11:43

მსოფლიო

ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა

სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.